კრემლისტური კონსპირაცია: ბელარუსისთვის შენგენის ვიზა ძვირია, რადგან ქვეყანაში ჰომოსექსუალების მაჩვენებლი დაბალია

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

EU
64
VIEWS

2019 წლის 8 აპრილს კრემილისტურ მედიაპორტალ podneprovie-info.com-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორიც ამტკიცებს, თითქოს  ბელარუსის მოქალაქეებისათვის შენგენის ვიზის მოსაკრებლის სიძვირე  ქვეყნაში მცხოვრები ჰომოსექსაულების დაბალი რიცხოვნობითაა გამოწვეული. “ევროპელი პოლიტიკოსები ხედავენ, რომ ბელარუსში უმცირესობის უფლებები ირღვევა, ერთ სულ მოსახლეზე გეების მაჩვენებელი მცირეა  და ამიტომ არ უშვებენ ჩვენს მოქალაქეებს თავის ტერიტორიაზე,” ვკითხულობთ სტატიაში.

EU vs Disinfo აღნიშნულ ინფორმაციას კრემლის კონსპირაციის ნაწილად განიხილავს, რომელიც ევროკავშირის მორალური გახრწნილობის შესახებ ნარატივს ამკვიდრებს. ბელარუსისათვის ვიზის შედარებით მაღალი მოსაკრებლის დაწესება და გართულებული პროცედურა ბელარუსსა და ევროკავშირს შორის ვიზის გამარტივების შეთანხმების (VFA) არარსებობითაა გამოწვეული. ამჟამად შენგენის ვიზის მოსაკრებელი აზერბაიჯანის, სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეებისათვის, რომელთაც ევროკავშირთან მითითებული შეთანხმება გაფორმებული აქვთ, 35 ევროს შეადგენს, მაშინ როდესაც ბელარუსის მოქალაქეები 60 ევროს იხდიან. მიუხედავად ამისა, EU vs Disinfo-ს ცნობით, ბელარუსი შენგენის ვიზების მიღების მხრივ ლიდერობს. 2017 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა ბელარუსის მოქალაქეებზე 710, 000 ვიზა გასცეს.

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist