კრემლის გზავნილის 4 გამხმოვანებელი ამტკიცებს, რომ იტალია ევროკავშირმა რუსეთის და ჩინეთის იმედად მიატოვა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

fssf
1.3k
VIEWS

COVID-19-ის მასშტაბურმა გავრცელებამ ევროპის მოწინავე ქვეყნები დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა. მიუხედავად იმისა, რომ კრიზისის დროს სწრაფ რეაგირებასთან  დაკავშირებით გარკვეული კრიტიკა იყო, კრემლისტურმა მედიამ და სხვა პრო-რუსმა აქტორებმა შექმნილი ვითარება თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. ისინი ამკვიდრებენ ნარატივს, რომ მაშინ, როდესაც ევროკავშირმა იტალიას ზურგი აქცია, რეალური დახმარების ხელი მას რუსეთმა და ჩინეთმა და სხვა ავტორიტარულმა ქვეყნებმა გაუწოდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროპაგანდისტული გზავნილების ფონზე, ჩინეთიდან ესპანეთსა და ჩეხეთში გაგზავნილი სწრაფი ტესტების დიდმა ნაწილმა არ იმუშავა, ნიდერლანდებმა კი 600 000 პირბადე დეფექტის გამო ჩინეთს უკან მიუბრუნა. იტალიური გამოცემა La Stampa-ს ცნობით კი, იტალიაში რუსეთის მიერ გაგზავნილი დახმარების პაკეტის 80% უსარგებლო აღმოჩნდა. 

გზავნილებს, რომ იტალია ევროკავშირმა COVID-19-ის პირისპირ რუსეთის და ჩინეთის დახმარებების პირისპირ მიატოვა, საქართველოში შემდეგი 4 პრორუსული ჯგუფი ავრცელებს:

  1. კრემლის დაფუძნებული მედია – სპუტნიკ-საქართველო, სპუტნიკ-ოსეთი,
  2. კრემლთან დაკავშირებული გამოცემები – ნიუსფრანტი, საქართველო და მსოფლიო, პოლიტიკანო,
  3. ანტიდასავლურ პარტია პატრიოტთა ალიანსთან დაკავშირებული ტვ ობიექტივი,
  4. პრორუსული არასამთავრობო ორგანიზაცია ევრაზიული ინსტიტუტი.

“მითების დეტექტორი” გთავაზობთ აღნიშნული გზავნილის გამავრცელებელ წყაროებსა და ფაქტებს, თუ რეალურად ვინ და როგორ ეხმარება იტალიას კორონავირუსთან ბრძოლაში.

იტალიას მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი ეხმარებიან ევროკავშირი არ ეხმარება იტალიას 
ბონდო მძინარაშვილი, ობიექტივი, 25 მარტი: „რუსეთმა ისარგებლა ამ მომენტით და დახმარების ხელი გაუწოდა იტალიას. იმ დროს, როდესაც იტალია დახმარებას სწორედ ევროკავშირელი მოკავშირებისგან, ნატოელი მოკავშირეებისგან ელოდა და მან ეს ვერ მიიღო.“ ნიუსფრონტი, 23 მარტი: „…დატროლვა” მდგომარეობს იმაში, რომ ევროპის ქვეყნები უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდნენ – არა მხოლოდ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკური, როდესაც იტალია და ესპანეთი ურთულეს ვითარებაში მიატოვეს, დახმარების გარეშე.“
ვალერი კვარაცხელია, ობიექტივი, 24 მარტი: „იტალია ერთ-ერთი ის სახელმწიფოა, რომელიც მუდმივად უერთება იმ სანქციებს, რომლებსაც უწესებენ რუსეთს ევროპა და ამერიკა. მაგრამ, როცა გაუჭირდა, ვინ დაუდგა გვერდით? რუსეთი, ჩინეთი… ამერიკელებს თითი არ გაუნძრევიათ, ევროპას ხომ საერთოდ.” გულბაათ რცხილაძე, ევრაზიული ინსტიტუტი: „ევროკავშირმა თანხები გამოყო ვირუსთან საბრძოლველად, მაგრამ ევროკავშირის წევრ იტალიას რეალური დახმარება არ მიუღია. გერმანიამ შეაჩერა იტალიის (და არა მხოლოდ იტალიის) მიმართულებით ტექნოლოგიებისა და სამკურნალო საშუალებების ექსპორტი, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ გამოიყენება. წარმოგიდგენიათ?!“

საქართველო და მსოფლიო, 25 მარტი

Sputnik-Ossetia, 24 მარტი: „იტალიის პრემიერ-მინისტრმა თხოვნით ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყნებს მიმართა დასახმარებლად, მაგრამ მას მხოლოდ რუსეთი გამოეხმაურა.“
სპუტნიკ-საართველო, 24 მარტი: რუსეთის გარდა, სახელმწიფო დონეზე ეპიდემიასთან ბრძოლაში იტალიას ეხმარებიან მხოლოდ ვენესუელის, ჩინეთისა და კუბის სამედიცინო ჯგუფები
საქართველო და მსოფლიო, 25 მარტი: “ევროკავშირმა იტალია ბედის ანაბარა მიაგდო. რუსეთმა დახმარების ხელი გაუწოდა.“
საქართველო და მსოფლიო, 24 მარტი: პოლიტიკური რეალობა ასეთია: თუ თქვენ ხართ ჩინეთის მეგობარი და პარტნიორი, მაშინ იმედი უნდა გქონდეთ, რომ სწრაფად და კვალიფიციურად დაგეხმარებიან, დაეხმარებიან არცთუ კარგ მეგობრებსაც. ასეთმა მიდგომამ გაამყარა ამ ქვეყნის პრესტიჟი და გლობალური ლიდერის სტატუსი.
Politicano • პოლიტიკანო, 22 მარტი: „ჩინეთის და კუბას შემდეგ იტალიას კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ სოლიდურ სამხედრო-სამედიცინო დახმარებას უკვე რუსეთი გაუწევს. გაისმის ლოგიკური შეკითხვა: სად არის ამ დროს ევროკავშირი?“

 რითი ეხმარება ევროკავშირი იტალიას?

ევროპულმა გაერთიანებამ, COVID-19-თან ბრძოლაში იტალიის დასახმარებლად შემდეგი დახმარებები გამოჰყო:

  • ევროკომისიამ იტალიის მხარდასაჭერად მიიღო 50 € მილიონიანი გეგმა, რომელიც მას საჭირო სამედიცინო აღჭურვილობის მარაგების შექმნაში და ინფიცირებულთა სამკურნალოდ საავადმყოფოების მომზადებაში დაეხმარება;
  • ევროკავშირმა 18 მარტს ჩინეთის ხელისუფლებისგან მიიღო სამედიცინო აღჭურვილობა: სხვადასხვა სახეობის პირბადე და კორონავირუსის საიდენტიფიკაციო სწრაფი 50 000 ტესტი. მიუხედავად იმისა, რომ რთული ვითარება ევროპის სხვა ქვეყნებშიც ფიქსირდება, ჩინეთისგან მიღებული ეს პაკეტი, ევროკავშირმა მთლიანად გადაუგზავნა იტალიას, რომელსაც ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა დახმარება.
  • ევროკომისიამ იტალიას მხარდაჭერა საბიუჯეტო დეფიციტის დაძლევაშიც გამოუცხადა; ვალის გადახდის ვადებიც გადაუწია. ამის შესახებ იტალიის ეკონომიკის მინისტრისთვის განკუთვნილ წერილში დაწერა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ვალდის დომბროვსკისმა და ეკონომიკის კომისარმა პაოლო ჯენტილონიმ.
  • გამომდინარე იქიდან, რომ იტალიის საავამდყოფოები გადაჭედილია და ვერ უმკლავდება ყველა ინფიცირებულს, გერმანიამ იტალიას მხარდაჭერა გამოუცხადა და დაინფიცირებული პაციენტები სამკურნალოდ მიიღო.
  • 13 მარტს ევროკავშირმა ასევე შეიმუშავა ბიუჯეტი, სადაც მხოლოდ იტალიისთვის 853 მილიონი ევრო გამოიყო. 26 მარტს ევროპარლამენტმა შემუშავებული გეგმა ერთხმად დაამტკიცა.
  • ევროპის ცენტრალურმა ბანკმა აამოქმედა 750 € მილიარდიანი პროგრამა, რომელიც წლის ბოლომდე იმუშავებს და ვირუსის დასამარცხებლად იქნება შექმნილი. ასევე ამ პროგრამის ფარგლებში, ინვესტორები მაქსიმალურად შეეცდებიან იტალიური ობლიგაციები იყიდონ, რათა ქვეყანამ კრიზისის შემდგომ შეძლოს ვალის გასტუმრება.
  • გერმანიამ და საფრანგეთმა იტალიის მთავრობას ჯამში 2 მილიონი პირბადე გაუგზავნეს.

 

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი, იტალია, რუსეთი, ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist