კრემლის დეზინფორმაციას ნატო=თურქეთის ჯარის საქართველოში განთავსებას “ალტ-ინფოც” იმეორებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

65
VIEWS

11 ოქტომბერს კრემლისტური, ექსტრემისტული ტელეარხ  “ალტ-ინფოს” გადაცემაში “ალტ-ანალიტიკა” წამყვანებმა ირაკლი მარტინენკომ და ზურა მახარაძემ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივაზე ისაუბრას და ეს პროცესი საქართველოში თურქეთის ბაზების განთავსებას დაუკავშირეს:

ირაკლი მარტინენკო, ალტ-ინფოს წამყვანი: „საქართველო ნატოში შესვლით მოახერხებს თურქეთში ინტეგრაციას. ეს არის 2X2=4, ეს იცის ყველამ საქართველოს გარდა! ნატოში საქართველოს შესვლა ნიშნავს თურქული სამხედრო დანაყოფების განთავსებას საქართველოს ტერიტორიაზე და თუკი რამე აწყობს თურქეთს პირველ რიგში, აი, დღევანდელი თურქეთის სტრატეგია მომავლისა არის ეს!“

ზურა მახარაძე, ალტ-ინფოს წამყვანი: “ნატოში შევდივართ ნიშნავს, თურქეთში შევდივართ!”

მტკიცება, თითქოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების შედეგად ქვეყანაში თურქეთის სამხედრო ძალები განთავსება, მცდარია. ნატოში გაწევრიანება წევრ ქვეყანაში ნატოს ან სხვა წევრი ქვეყნის ჯარების განთავსებას არ გულისხმობს. მშვიდობის დროს ყველა ნატოს წევრი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები იმყოფება ამ სახელმწიფოების და არა ნატო-ს მართვის ქვეშ, ხოლო სამხედრო ძალების განლაგების აუცილებლობის შემთხვევაში ალიანსის წევრები გადაწყვეტილებას კონსესუსის საფუძველზე იღებენ. 

ნატოს სტრუქტურის მიხედვით, წევრი ქვეყნის სამხედრო ძალები საჭიროების შემთხვევაში, წევრი ქვეყნების შეთანხმების საფუძველზე მოქმედებენ. ნატოს პროცედურები არ გულისხმობს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე ნატოს სამხედრო ბაზების განლაგებას. ნატოს არ გააჩნია საკუთარი ჯარი. რეალურად, ალიანსი მართვის სტრუქტურისა და თავდაცვითი შესაძლებლობების ნაკრებს წარმოადგენს, რომელიც წევრი ქვეყნების შეთანხმების საფუძველზე გეგმავს სამხედრო ოპერაციებს, რომლებშიც წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ.

ნატოს წევრ ქვეყნებს ალიანსის წესდება სხვა წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ძალის შეყვანის უფლებას არ აძლევს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამოქმედდება ჩრდილო ატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლი. ამ მუხლის მიხედვით, ნატოს წევრ ერთ სახელმწიფოზე თავდასხმა განიხილება როგორც მთლიანად ალიანსზე თავდასხმა. ამ შემთხვევაშიც, წევრი სახელმწიფოების შეთანხმების საფუძველზე მიიღება გადაწყვეტილება იმის შესახებ, უნდა ამოქმედდეს თუ არა მეხუთე მუხლით გათვალიწინებული თავდაცვის მექანიზმი. მეხუთე მუხლის გამოყენება ალიანსის ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ალიანსის წევრი ქვეყნების შეთანხმების საფუძველზე მოხდა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, ის მიიღებს მონაწილეობას მსგავსი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც გამორიცხავს მის ტერიტორიაზე მისი ნების გარეშე სხვა წევრი ქვეყნის, მათ შორის თურქეთის სამხედრო ძალების განთავსებასაც.

მსგავსი შინაარსის დეზინფორმაცია, თითქოს ნატოში გაწევრიანება საქართველოში ნატოს, ან კონკრეტულად თურქეთის სამხედრო ძალების განთავსებას ნიშნავს, კრემლთან დაკავშირებული აქტორები წარსულშიც ავრცელებდნენ. ნატოს სამხედრო ბაზების თემა რუსული პროპაგანტის ერთ-ერთ სამიზნეს წარმოადგენს, რასაც ალიანსი არაერთხელ გამოხმაურებია. მაგალითისათვის, ალიანსის ვებ-გვერდზე საქართველოში ნატოს ბაზის გახსნის შესახებ რუსული პროპაგანდის პასუხად ვკითხულობთ, რომ ნატოს ბაზები წევრი ქვეყნების გარდა მხოლოდ იმ ტერიტორიზე განლაგებული, სადაც ალიანსი ოპერაციებს ატარებს, ხოლო საქართველოში არა სამხედრო ბაზა, არამედ სამეკავშირეო ოფისია განთავსებული, რომელიც სამხედრო ბაზად ვერ განიხილება:

“ნატოს ცალკეულ წევრებს საზღვრებს მიღმა სამხედრო ბაზები ორმხრივი შეთანხმებების და მასპინძელი ქვეყნის თანხმობით აქვთ განთავსებული, განსხვავებით რუსეთის სამხედრო ბაზებისგან მოლდოვაში (დნესტრისპირეთი), უკრაინაში (ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკა) და საქართველოში (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები).” – ვკითხულობთ ალიანსის ვებ-გვერდზე.

ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოში თურქეთის სამხედრო ბაზების განთავსების შესახებ წარსულში გავრცელებულ დეზინფორმაციაზე შეგიძლიათ იხილოთ “მითების დეტექტორის” მასალები:

აღნიშნული გზავნილი “თურქული ნატოს” შესახებ, რომელიც ალიანსის წევრობასა და თურქეთის ჯარის საქართველოში განთავსებას შორის ტოლობის ნიშანს სვამს წლებია ანტიდასავლური რიტორიკის შემადგენელია, რომელიც ამავე დროს “თურქეთის ინტერვენციის” შემაკავებელ ერთადერთ ძალად რუსეთს წარმოაჩენს. ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: თურქეთი, ნატო
წყარო

წყარო

აა
ალტ-ინფო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist