კორონავირუსის ტესტების ჩხირებზე არა “მორგელონის ჭიები”, არამედ ქსოვილის ბოჭკოებია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

693
VIEWS

25-26 მარტს ფეისბუქ-პროფილებმა Lela Elena და სულიერი სამყარო გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის განკუთვნილ ტესტის ჩხირს მიკროსკოპის ქვეშ ათავსებენ, რის შემდეგაც ეკრანზე ჩხირის ბამბის თავში მუქი ფერის ძაფები ჩანს. Lela K-p წერს, რომ ეს პატარა ჭიები, სახელად მორგელონებია, რომლებიც ადამიანის ლორწოში მოხვედრისას მოძრაობას იწყებენ. მისივე მკიცებით, კორონავირუსზე ტესტირების გზით ადამიანებს სხეულში მორგელონებს უნერგავენ.

5 აპრილის მდგომარეობით, Lela Elena-ს პოსტს 3900-ზე მეტი გაზიარება აქვს, სულიერი სამყაროს პოსტს კი 730.

;

ფეისბუქ-პროფილმა ბაႵარ ზაალიშვილი იდენტური ვიდეო კიდევ რამდენიმე მსგავსი შინაარსის ვიდეოსთან ერთად  ჯგუფში “ნანოტექნოლოგია (COVID-19_ში) იცოდე რას ირჩევ!” გამოაქვეყნა. გარდა ამისა, მსგავსი შინაარსის ვიდეო გამოაქვეყნა ფეისბუქ-პროფილმა სამყარო სამყარო, მის მიერ ატვირთულ ვიდეოში ჩანს, თითქოს მუქი ფერის ძაფი მოძრაობს.

ცნობა, თითქოს კორონავირუსის ანტიგენის ტესტების ჩხირებზე მორგელონის ჭიები აღმოჩნდა, დეზინფორმაციაა. გერმანულმა გამოცემა CORRECTIV-მა დამოუკიდებელი ექსპერიმენტი ჩაატარა და დაადგინა, რომ ტესტების ჩხირზე შავი ფერის ძაფები ქსოვილის ბოჭკოებია, რომლებიც ცოცხალი არ არის და არც საფრთხის შემცველია. რაც შეეხება შავი ძაფების მოძრაობას, ამის მიზეზი მათი ელექტროსტატიკურად დამუხტულობაა.

29 მარტს ფეისბუქზე გავრცელებული ვიდეოების გადამოწმების მიზნით, გერმანულმა ფაქტების გადამოწმების სააგენტო CORRECTIV-მა კორონავირუსის ტესტის ჩხირები დამოუკიდებელი ექსპერიმენტით გამოიკვლია და დაადგინა, რომ ჩხირებზე არა მორგელონის ჭიები, არამედ ქსოვილის ბოჭკოებია.

გამოცემამ ექსპერიმენტი ბიოლოგიის ექსპერტ მარკ ბენეკთან ერთად ჩაატარა. მათ ანტიგენის ტესტის 2 ჩხირი შეამოწმეს და ერთ-ერთში შავი ფერის ძაფი აღმოაჩინეს, ბენეკის თქმით, შავი ფერის ძაფის მოძრაობა ნამდვილად შეიმჩნევა, თუმცა ამის მიზეზი ელექტროსტატიკური ძალებია, ეს დაახლოებით იმ ფენომენს ჰგავს, როცა თმა იმუხტება და რამეზე მიეკვრება. რაც შეეხება იმას, თუ რატომ მოძრაობს მხოლოდ შავი ფერის ბოჭკო და არა თეთრი ფერის, რომლითაც ჩხირია დამზადებული, ამის მიზეზი ისაა, რომ თეთრი ბოჭკოები ელექტროსტატიკურად არ იმუხტება, რადგან მათ ერთიანი, მჭიდრო ფორმა და სტრუქტურა აქვთ, შავი ფერის ბოჭკო კი მათი ნაწილი არ არის.

ბენეკი დარწმუნებულია, რომ ნაპოვნი ქსოვილის ბოჭკო ჭია, პარაზიტი ან რაიმე ცოცხალი ორგანიზმი არ არის, რადგან ყველა ცოცხალ ორგანიზმს არსებობისთვის გარკვეული ორგანოები სჭირდება, მაგალითად ერთგვარი პირი და კუნთები მოძრაობისთვის.

;;
წყარო: CORRECTIV / Mark Benecke / virusonline.de

ბენეკის თქმით, დაზუსტებით ვერ ვიტყვით, თუ საიდან მოხვდა შავი ფერის ძაფი ტესტის ჩხირზე, თუმცა შესაძლოა, ეს იყოს მაგალითად იმ ქარხნის თანამშრომლების ტანსაცმლის ქსოვილის ბოჭკოდან, რომელშიც ჩხირები მზადდება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ვიდეოებში ნაჩვენები ტესტების ორი მწარმოებლის იდენტიფიცირება მოხერხდა, ესენია  Testsealabs და Abbott. Testsealabs საქართველოში გავრცელებულ ვიდეოებშიც ფიგურირებს.

;

CORRECTIV მწარმოებლების გერმანიის დისტრიბუტორებს დაუკავშირდა და ჰკითხა, თუ რისგანაა ტესტის ჩხირები დამზადებული. დისტრიბუტორის თქმით, ჩხირები ნეილონისგანაა დამზადებული და ისინი რადიაციით სტერილდება, რაც ნიშნავს, რომ ისინი გამოყენებისთვის უსაფრთხოა.

მტკიცება, თითქოს კორონავირუსის ტესტებით ადამიანს შესაძლოა მორგელონის დაავადება დაემართოს, 2021 წლის იანვარში სხვა ვიდეოზე დაყრდნობითაც ვრცელდებოდა. ვიდეო ისეთმა გამოცემებმა გადაამოწმეს, როგორებიცაა Reuters, FullFact და France 24 The Observers. მათი სტატიების მიხედვით, ეს ინფორმაცია მცდარია. ტესტების ჩხირები სინთეტიკური მასალისგანაა დამზადებული, შესაბამისად ის “ცოცხალი” არაა, მორგელონის დაავადება კი დებატების საგანია, რადგან ექიმების ნაწილი ფიქრობს, რომ ის პაციენტების წარმოსახვის ნაყოფია.

რა არის მორგელონის დაავადება და რეალურია თუ არა ის?

მორგელონი კანის იშვიათი და წინააღმდეგობრივი დაავადებაა, რომლით დაავადებული ადამიანებიც კანის ქვეშ ან კანზე  პატარა ძაფების/ქსოვილის ბოჭკოების არსებობას გრძნობენ, რასაც შესაძლოა კანზე კბენის, ჩხვლეტის, ცოცვისა და ტკივილის შეგრძნება ახლდეს თან. ხშირად პაციენტები ამ მდგომარეობას მწერების/ჭიების მოძრაობას ადარებენ.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელშიც მონაწილეობა 3.2 მილიონმა ადამიანმა მიიღო, დაავადების სიხშირე ყოველ 100 000 ადამიანში 3.65 იყო.  კვლევის დროს 115 ადამიანი გამოვლინდა, რომლებსაც მორგელონის დაავადების სიმპტომები ჰქონდათ, CDC-ის დასკვნის მიხედვით, კვლევის მონაწილეთა კანიდან შეგროვებული მასალის უმეტესობა ცელულოზისგან შედგებოდა და სავარაუდოდ ბამბის ქსოვილის ბოჭკოები იყო, მიკრობაქტერიები ან პარაზიტები კი არ გამოვლენილა.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის მორგელონის დაავადება წინააღმდეგობრივი, ამის მთავარი მიზეზი მასზე არასაკმარისი კვლევების არსებობაა. დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არის და სწორედ ამიტომ მორგელონი რეალურ დაავადებად კლასიფიცირებული არ არის.


არქივის ბმულები:
Lela Elena
სულიერი სამყარო
სამყარო სამყარო
ბაႵარ ზაალიშვილი


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist