პოლიტიკა

ქმნის თუ არა ღარიბაშვილი “შრომის პოლიციას”?

25 ნოემბერი, 2021

22 ნოემბერს ფეისბუქ-მომხმარებელმა Tedo Abashidze ონლაინ გამოცემა on.ge-ს სტატიის სქრინი გამოაქვეყნა. On.ge-ს ლოგოიან სქრინზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ფოტო საბჭოთა კავშირის დროშის ფონზეა გამოსახული, რომესაც შემდეგი სათაური ახლავს თან: “შეიქმნება შრომის პოლიცია, რომელიც სამუშაო საათებში უსაქმურებს გარეთ ყიალს აუკრძალავს!”. 

24 ნოემბერს მსგავსი ფოტო on.ge-ს ლოგოს გარეშე ფეისბუქ-გვერდმა ევროპა გაავრცელა."
გავრცელებული პოსტები სატირულია, რეალურად ირაკლი ღარიბაშვილს “შრომის პოლიციის” შექმნა არ დაუანონსებია სატირა კი მის იმ ინიციატივას შეეხებოდა, სადაც პრემიერმა "ახალი სოციალური ხედვის" წარდგენაზე ისაუბრა. On.ge-ს ვიზუალით ინფორმაციის გავრცელება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მსგავსი ინიციატივა რეალურია.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღარიბაშვილმა “შრომის პოლიციის” შექმნა დაანონსა, სატირულია და პრემიერის იმ ინიციატივას უკავშირდება, რომელიც მან მთავრობის სხდომაზე გააჟღერა. ინიციატივის მიზანია, სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეებს მუშაობის მოტივაცია გაუჩინონ და მათთვის სამუშაო ადგილები შექმნან. 22 ნოემბერს ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში ახალ პროგრამას წარადგენენ, რომლის მიზანი სოციალური დახმარების ნაცვლად, მოქალაქეებიისთვის სამუშაო ადგილების შეთავაზება იქნება. ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში მოქალაქეები "უმუშევრობას, უმოქმედობას და სიღარიბეს" შეაჩვიეს, რაც უნდა შეიცვალოს და შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის მოტივაცია გაუჩინონ. 

თედო აბაშიძის პოსტი საინფორმაციო პორტალ On.ge-ს ვიზუალით გავრცელდა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ღარიბაშვილის მსგავსი ინიციატივა მედიაში გაშუქდა და რეალურია. აღსანიშნავია, რომ გამოცემა On.ge-ს სახელით გაყალბებულ სქრინში სათაურის დიზაინი რეალურისაგან განსხვავებულია.

რეალურად ორივე პოსტი სატირულია, ამგვარი ინფორმაცია არც on.ge-ს და არც სხვა მედიების ვებ-გვერდებზე არ იძებნება. პოსტების კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილმა ინფორმაცია ნამდვილად აღიქვა, ზოგიერთმა მათგანმა “ინიციატივა” დადებითადაც კი შეაფასა. 

"

Tedo Abashidze-ს გაყალბებული და სატირული ციტატები აქამდეც გამოუქვეყნებია, იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.