კისილიოვის დეზინფორმაცია: იუშჩენკო კოსმეტიკურმა პროცედურამ მოწამლა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ცომმ
481
VIEWS

2018 წლის 10 ივნისს Россия 1-ის საინფორმაციო გადაცემაში Вести Недели გადაცემის წამყვანმა დიმიტრი კისილიოვმა უკრაინის მხრიდან “პროვოკაციებზე” ისაუბრა. კისილიოვის თქმით, უკრაინა ნარინჯისფერი რევოლუციიდან მოყოლებული რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციების მოწყობით გამოირჩევა. მისივე განმარტებით, უკრაინის მესამე პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს მოწამვლაც ამ პროვოკაციის ნაწილია და სინამდვეილში იუშჩენკო კოსმეტიკური პროცედურების შედეგად მოიწამლა.

დიმიტრი კისილიოვი: “იუშჩენკო გამარჯვებას კიდევ საუკუნე ვერ იხილავდა, რომ არა გამოგონილი მოწამვლით პროვოკაცია. ცოტა ხნის წინ, ჩვენ დეტალურად მოვყევით ამის შესახებ – დიოქსინის მომწამვლელი ნივთიერების შესახებ, რომელიც არც კი ყოფილა, იმის შესახებ თუ როგორ იკეთებდა იუშენკო კოსმეტიკურ პროცედურებს სახეზე და როგორ არღვევდა ექიმის დანიშნულ დიეტას, როგორ გაიბერა და როგორ არ აბარებს სისხლის ანალიზს დღემდე. თუმცა გამოგონილი პროვოკაცია, თუ როგორ მოწამლა იუშჩენკო რუსეთმა, ნარინჯისფერი მაიდნის გადამწყვეტი არგუმენტი გახდა.“

იუშჩენკო არა კოსმეტიკური პროცედურის შედეგად, არამედ სისხლში დიოქსნის მაღალი შემცველობის შედეგად მოიწამლა, რასაც  შვეიცარიელი და უკრაინელი მკვლევრების სამეცნიერო ნაშრომი ცხადყოფს, რომლის თანახმადაც, TTCD დიოქსინის შემადგენლობა იუშჩენკოს სისხლის შრატში ნორმაზე 50 000-ჯერ მეტი იყო. იმავე კვლევის თანახმად, იუშჩენკოს სისხლში მოხვედრილი დიოქსინი “იმდენად სუფთა იყო, რომ ის დანამდვილებით ლაბორატორიაში დამზადდა”.

"

იუშჩენკო არა კოსმეტიკური პროცედურის შედეგად, არამედ სისხლში დიოქსნის მაღალი შემცველობის შედეგად მოიწამლა.

2004 წლის 6 სექტემბერს ვახშამზე შეხვედრის შემდეგ იუშჩენკო ავად გახდა. უკრაინელმა ექიმებმა მას საკვებით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა მისი მდგომარეობა რთულდებოდა – მას განუვითარდა ქლორაკნე, მისი სახე დეფორმირდა, აღარ შეეძლო საუბარი და კითხვა.  იმავე წლის 9 სექტემბერს იუშჩენკო ვენის რუდოლფაინერჰაუსის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ავსტრიელმა ექიმებმა მწვავე პანკრეატიტის დიაგნოზი დაუსვეს. ექიმების თქმით, მწვავე პანკრეატიტი გამოწვეული იყო “სერიოზული ვირუსული ინფექციითა და ქიმიური ნივთიერებით, რომელსაც ბუნებრივად საკვები არ შეიცავს.”

დიოქსინზე იუშჩენკოს სისხლის შემოწმების ინიციატივით ჰოლანდიელი ტოქსიკოლოგი ბრამ ბროუერი გამოვიდა, რომელიც ვენაში იუჩენკოს ექიმს მაილ ზიმფერს დაუკავშირდა. დიოქსინზე ტესტმა აჩვენა, რომ იუშჩენკოს მდგომარეობა სისხლში დიოქსინის მაღალმა კონცენტრაციამ გამოიწვია, რომელიც იუშჩენკოს ორგანიზმში ორალურად მოხვდა.

2009 წლის აგვისტოში წამყვანმა სამედიცინო ჟურნალმა The Lancet-მა გამოაქვეყნა შვეიცარიელი და უკრაინელი მკვლევრების სამეცნიერო ნაშრომი, რომლის თანახმადაც TTCD დიოქსინის შემადგენლობა იუშჩენკოს სისხლის შრატში ნორმაზე 50 000-ჯერ მეტი იყო. იმავე კვლევის თანახმად, იუშჩენკოს სისხლში მოხვედრილი დიოქსინი “იმდენად სუფთა იყო, რომ ის დანამდვილებით ლაბორატორიაში დამზადდა”.

"

დიოქსინი ადაიმიანი შექმნილი ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც სხვა ქიმიკატების  წარმოებისა ან წვის დროს ფორმირდება. მომწამლავი ნივთიერება საკმაოდ გამძლეა და ადამიანის ორგანიზმში დიდ ხანს რჩება. დიოქსინის 5 მილიგრამიანი დოზაც კი ლეტალურია.

დიმიტრი კისილიოვის შესახებ

დიმიტრი კისილიოვი Россия1-ის წამყვანი და რუსეთის მთავრობის პროპაგანდისტული ტელევიზია Russia Today-ს ხელმძღვანელია. 2014 წლის 17 მარტის ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებით, დიმიტრი კისილიოვი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შელახვის გამო სანქცირებულთა სიაში მოხვდა. სანქციები ითვალისწინებდა სანქციებში მოხვედრილი ფიზიკური თუ იურიდიული პირების საბანკო ანგარიშების გაყინვას, ასევე ფიზიკურ პირებს ევროსაჭოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლისა და ტრანზიტის უფლება აეკრძალათ.

კისილიოვმა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს მიმართლა და ევროპის საბჭოს შავი სიიდან მისი გვარის ამოღება მოითხოვა. სასამართლომ კისილიოვის სარჩელი არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ კისილიოვი რუსული პროპაგანდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა, რომელიც თავად პუტინმა დანიშნა  რუსული პროპაგანდისტული საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელად, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რუსეთის სასარგებლოდ აშუქებს და უკრაინაში რუსული სამხედრო ძალების განთავსებას უჭერს მხარს.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist