ხატია დეკანოიძის კომენტარი არჩევნების შესახებ კონტექსტის გარეშე ვრცელდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

27
VIEWS

31 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა მიხეილ უკრაინოლოგმა და ფეისბუქ მომხმარებლებმა Zaza Kevlishviliშაკო ჩაჩანიძეTornike Chelidze გამოაქვეყნეს 12 წამიანი ვიდეო, სადაც ქუთაისის მერობის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის (ენმ) კანდიდატი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ არჩევნები ადამინის ნების გამოხატულება არ არის და მას მხოლოდ ტექნიკური ხასიათი აქვს. მიხეილ უკრაინოლოგის აღწერის მიხედვით, დეკანოიძის სიბრძნემ ტვ პირველის ჟუურნალისტიც კი განაცვიფრა.

"
ხატია დეკანოიძის კომენტარი სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება. რეალურად, პოლიტიკოსი კონკრეტულად 30 ოქტომბრის არჩევნებზე საუბრობდა, რაც ჟურნალისტის დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ, თავადაც განმარტა. ფეისბუკზე გავრცელებულ ვიდეობში კი სწორედ ის ნაწილია მოჭრილი, სადაც დეკანოიძე აზუსტებს, რომ მისი შეფასება 30 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს შეეხებოდა და არა ზოგადად არჩევნებს.

გავრცელებული ვიდეო 31 ოქტომბერს ხატია დეკანოიძის ტელეკომპანია “პირველის” ეთერში ჩართვის ფრაგმენტია. ინტერვიუს განმავლობაში დეკანოიძე ქუთაისში დაფიქსირებულ საარჩევნო დარღვევებზე საუბრობდა. სწორედ ამ დროს მან თქვა, რომ არჩევნები მხოლოდ ტექნიკური საკითხი იყო, ჟურნალისტის დამაზუსტებელი შეკითხვის შემდეგ კი განმარტა, რომ კონკრეტულად 30 ოქტომბრის არჩევნებს გულისხმობდა.

ხატია დეკანოიძე: უნდა გვესმოდეს, რომ არჩევნები არ არის ადამიანის ნების გამოხატულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი.

ჟურნალისტი: როგორ? არჩვენები არ არის ადამიანის ნების გამოხატულება?

ხატია დეკანოიძე: არ იყო ადამინის ნების გამოხატულება გუშინ, ეს იყო მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ერქვა უბრალოდ არჩევნები, რაც იყო. 

ფეისბუქ გვერდის “მიხეილ უკრაინოლოგის” მიერ ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით გავრცელებული ყალბი ინფორმაციები  “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა,” ვრცლად იხილეთ მასალები:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: კონტექსტის გარეშე
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist