“ქართული იდეის” ლიდერი ჯორჯ სოროსის ყალბ ციტატას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

131
VIEWS

2021 წლის 5 მარტს პარტია “ქართული იდეის” ლიდერმა ლევან ჩაჩუამ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მილიარდერ და ფილანტროპ ჯორჯ სოროსს სახელით შემდეგ ციტატას ავრცელებს:

 

 

 “ომი აღარ არის ცალკეული ქვეყნის დაპყრობის საშუალება. საკმარისია ქვეყანაში მოიძებნოს, ან აღიზარდოს ჯგუფი, რომელიც დემოკრატიისათვის ბრძოლის  მოწოდებით და შედარებით მცირე საფასურად დადებენ ამ ქვეყანას შენს ფეხებთან”.

ციტატას თან ახლავს ქართველი პოლიტიკოსების, მათ შორის ედუარდ შევარდნაძის, მიხეილ სააკაშვილის, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ჯორჯ სოროსთან შეხვედრის ამსახველი ფოტოსურათები.

;

2021 წლის 8 მარტის მდგომარეობით ლევან ჩაჩუას პოსტი 435 მომხმარებელმა გააზიარა. პოსტი შემდეგ საჯარო ჯგუფებში გააზიარეს: ანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი, ომის ვეტერანები, ქართველ ემიგრანტ ქალთა გაერთიანება. ამავე ციტატით ფოტოს აქვეყნებს Nina marji.

;;;

ლევან ჩაჩუას პოსტში ციტატის წყარო მითითებული არ არის. ავტორი არც იმას აკონკრეტებს, როდის ან რა კონტექსტში თქვა ჯორჯ სოროსმა აღნიშნული სიტყვები. ღია წყაროებით ძიებისას კი ჯორჯ სოროსის იდენტური ან შინაარსობრივად მიახლოებული ციტატა არ იძებნება. 

ლევან ჩაჩუას მიერ ჯორჯ სოროსის გაყალბებული ციტატის გავრცელება ფილანტროპის დისკრედიტაციის მრავალწლოვანი კამპანიის ნაწილია და ავითარებს აზრს, რომ ჯორჯ სოროსი ომების ნაცვლად ქვეყნების დაპყრობას დემოკრატიის სახელით და იდეოლოგიურად მომზადებული ჯგუფების მეშვეობით ახორციელებს.

გაყალბებული ციტატები, რომლებსაც სოციალური ქსელის ქართველი მომხმარებლები ჯორჯ სოროსს მიაწერდნენ, ადრეც ვრცელდებოდა. მაგალითად, 2019 წლის ოქტომბერში “ქართული მარშის” წევრებმა ერმილე ნემსაძემ და სანდრო ლობჟანიძემ რუსი პოლიტიკური მიმომხილველის  ალექსანდრ ზაპოლსკისის უკრაინასთან დაკავშირებული ციტატა ჯორჯ სოროსს მიაწერეს. 2020 წლის 23 აპრილში ჯგუფში “STOP 5G GEORGIA”-ში მომხმარებლები ჯორჯ სოროსის ფოტოსურათთან ერთად ყალბ ციტატას ავრცელებდნენ, რომლის მიხედვითაც, სოროსს სურდა ქართველებს ზიარებაზე უარი ეთქვათ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯორჯ სოროსზე სხვადასხვა დეზინფორმაციასა და კონსპირაციის თეორიასთან ერთად, გაყალბებული ციტატები უცხოენოვან სოციალურ ქსელებსა და გვერდებზეც ვრცელდება. მაგალითად, სოციალურ ქსელებში 2016 წლიდან ზიარდება სოროსისთვის მიწერილი შემდეგი ციტატა:

“მე ამერიკას შავკანიანთა სიძულვილის ჯგუფების დაფინანსებით გავანადგურებ. მათ გონებრივ მახეში გავაბამ და ვაიძულებ, თეთრკანიანი ადამიანები დაადანაშაულონ. შავკანიანთა საზოგადოებით მანიპულირება ყველაზე მარტივია.”

აღნიშნული ყალბ ციტატას ინგლისურენოვანი ფეისბუქ მომხმარებლები 2020 წელსაც, აქტიურად ავრცელებდნენ.

;;

ჯორჯ სოროსის შესახებ 

ჯორჯ სოროსი უნგრეთში დაბადებული ამერიკელი მილიარდერი ფინანსისტი, აქტივისტი და ფილატროპია. 1984 წელს მან “ღია საზოგადოების ფონდი” დაარსა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად კი აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიული ინსტიტუტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს აფინანსებს. სოროსი პოლიტიკურ აქტივიზმშიცაა ჩართული და ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის აქტიური მხარდამჭერია.

ლევან ჩაჩუასა და “ქართული იდეის” შესახებ იხილეთ ბმულზე.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: გაყალბებული ციტატა
წყარო

წყარო

Untitled-1
ერმილე ნემსაძე

წყარო

qart
ქართული იდეა

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist