ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბელის დამბლა განუვითარდა, არც რეგისტრირებული ექთანია, არც აცრილთა სიაშია

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

91
VIEWS

28 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა შორე შანიძემ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ კიდევ ერთ ამერიკელ ექთანს “მოექცა ყბა”. პოსტის ავტორის თქმით, ასეთი შემთხვევა ბევრია, თუმცა ყველა შემთხვევის შესახებ საზოგადოება ინფორმირებული არ არის. პოსტს თან ახლავს ვიდეო, რომელშიც ქალი კალილა მიჩელის სახელით გვეცნობა და ამბობს, რომ ის ნეშვილში, ტენესის შტატში რეგისტრირებული მედდაა. როგორც ის აცხადებს, ვაქცინის გაკეთებიდან 3 დღის შემდეგ სახის მარცხენა მხარეს პრობლემები შექმნა და ბელის დამბლა განუვითარდა. მიჩელი საზოგადოებას მიმართავს და ურჩევს არ გაიკეთონ ვაქცინა.

10 იანვრის მონაცემებით პოსტს 431 გაზიარება აქვს. ვიდეო 28 დეკემბერს ფეისბუქ  მომხამრებელმა lela kikilashvili-მა შემდეგ ფეისბუქ ჯგუფებში გააზიარა: “ახალი მსოფლიო წესრიგი და კორონა აფიორა!”,, აქ სიმართლეა!, Photo-Fact GEORGIA და Пандемия лжи☣☠?⚠✳?☢?Вакцина от коронабесия.

;

შორე შანიძის მიერ გამოქვეყნებული კალილა მიჩელის ვიდეო დეზინფორმაციულია, რადგან ტენესის ჯანდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ კალილა მიჩელის სახელითა და გვარით მედდა მათ ბაზაში რეგისტრირებული არ არის. ასევე, მსგავსი სახელისა და გვარის მქონე პიროვნება ტენესის შტატში ვაქცინირებულთა სიაშიც არ იძებნება.

  • ტენესის ჯანდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ კალილა მიჩელის სახელითა და გვარით მედდა მათ ბაზაში რეგისტრირებული არ არის.

ვიდეოში გამოსახული პიროვნების რეალურობის იდენტიფიცირებას ის გარემოება ართულებს, რომ ვიდეოში არ არის მითითებული ინფორმაცია, თუ სად ჩაუტარდა მიჩელს ვაქცინაცია, რომელი ვაქცინა მიიღო ან რომელ სავაადმყოფოში მუშაობს ის. თუმცა, ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ტენესის ჯანდაცვის დეპარტამენტის კომუნიკაციისა და მედიასთან ურთიერთობის ოფისის დირექტორმა შელი უოკერმა განაცხადა:

“ჩვენს ჯანმრთელობის პროფესიულ სალიცენზიო სისტემაში ამ სახელით პიროვნების ჩანაწერი არ იძებნება.”

ამასთან, ამერიკული ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმის Lead Stories-ის ინფორმაციით, მსგავსი სახელითა და გვარით მედდა არა მხოლოდ ტენესში, არამედ სხვა 49 შტატის რეგისტრირებული ექთნების ოფიციალურ სახელმწიფო ბაზაშიც არ იძებნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ Facebook-ში მსგავსი სახელითა და გვარით მხოლოდ ერთი პიროვნების იდენტიფიცირება გახდა შესაძლებებლი, რომელიც ნეშვილში ცხოვრობს. ფეისბუქის ანგარიშის მიხედვით, კალილა მიტჩელი საფუნთუშესა და რალფ ლორენის მაღაზიაში მუშაობს და არა სამედიცინო დაწესებულებასთან. Associated Press– მა აღნიშნულ ფეისბუქ პროფილს სოციალურ ქსელშიც მიწერა და ინფორმაციის დადასტურება სთხოვა, მაგრამ მისგან პასუხი არ მიუღია.

;

;

საინტერესოა ისიც, რომ ვიდეოს პირველწყარო იუთუბის არხია სახელწოდებით “Shirt Boy”, რომელზეც კალილა მიჩელის ვიდეო პირველად 2020 წლის 21 დეკემბერს აიტვირთა  (ამჟამად წაშლილია). ამის გარდა აღნიშნულ არხზე სხვა ვიდეოებიც იძებნება: ერთი ვიდეო, რომელშიც კალილა მიჩელიც მონაწილეობს,  2020 წლის 16 ივნისსაა გამოქვეყნებული და ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას ეხება სახელწოდებით “ჯორჯ ფლოიდი, რასების ომი” რომელიც. მეორე ვიდეოში კი, რომელიც 1 იანვარსაა ატვირთული, ერთ-ერთი ჰოსპიტალის იატაკი და საწოლებია გადაღებული სათაურით “COVID19 HERE!!HospitalS Needs to be STERILIZED” (კოვიდ-19 აქ! საავადმყოფოებს სტერილიზება სჭირდებათ). Lead Stories-ის ინფორმაციით, აღნიშნულ იუთუბ არხზე კიდევ ერთი ვიდეო იძებნებოდა, სახელწოდებით “Before I took Covid 19 vaccine”, თუმცა ის 8 იანვრის მდგომარეობით ხელმისაწვდომი აღარ არის.

;
წყარო: leadstories.com

  • ვაქცინაციის პროცესი ტენესის შტატში, ნეშვილში

Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია ნეშვილში 2020 წლის 16 დეკემბერს შევიდა. ამჟამად ტენესის შტატში ვაქცინაციის პროცესი კვლავ მხოლოდ ჯანდაცვის მუშაკებზეა ორიენტირებული, მათ შორის სტაციონარულ პერსონალზე, სამედიცინო პერსონალზე რომელიც პაციენტს პირველი იღებს გასასინჯად, საავადმყოფოების მუდმივ თანამშრომლებსა და გრძელვადიანი მკურნალობის სამედიცინო დაწესებულებების რეზიდენტებზე. ვაქცინის შეთავაზება დამსაქმებლების, ჯანმრთელობის განყოფილებების ან საავადმყოფოების ადმინისტრაციების მიერ ხდება. 29 დეკემბრის მონაცემებით, ტენესში თითქმის 80 000 ადამიანია აცრილი. კალილა მიჩელი არც ვაქცინაციის მიმღებთა სიაში იძებნება.

  • ბელის დამბლა და კოვიდ-19 ვაქცინა 

რაც შეეხება ბელის დამბლასა და კოვიდ-19 ის ვაქცინას შორის კავშირს, აღნიშნულ თემაზე მანიპულაციური მასალა ადრეც ვრცელდებოდა, რომელიც  მითების დეტექტორმა უკვე გადაამოწმა.

ბელის დამბლა არის მდგომარეობა, რომელიც სახის ერთი მხარის ნაწილობრივ ან სრულ პარალიზებას იწვევს. იგი უეცრად იჩენს თავს და ჩვეულებრივ, რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ ქრება. ბელის დამბლის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, სავარაუდოდ ის შეიძლება უკავშირდებოდეს გადატანილ ინფექციურ დაავადებებს.

რაც შეეხება ვაქცინას, კოვიდ-19 ის ვაქცინის ანგარიშის იმ თავში, რომელშიც ვაქცინის გვერდით ეფექტებზეა საუბარი, წერია, რომ  ბელის დამბლა ცდის 4 მონაწილეს განუვითარდა, დამბლის შემთხვევები ვაქცინაციიდან მე-3, მე-9, 37-ე და 48-ე დღეებში დაფიქსირდა. თუმცა, ანგარიშში ასევე  აღნიშნულია, რომ არ არსებობს ზუსტი მტკიცებულება და კავშირი ვაქცინაციასა და ბელის დამბლას შორის, ამასთანავე ბელის დამბლის ამდენი შემთხვევა  ვაქცინის გაკეთების გარეშე, არაპანდემიის პირობებში, ამავე რაოდენობის მოსახლეობაში მოსალოდნელი შეიძლება ყოფილიყო.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist