კახა კუკავას ტყუილი, თითქოს განათლების სამინისტრომ არაბული დედაენის ავტორიზაცია მოახდინა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

66
VIEWS

2018 წლის 9 ოქტომბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 2018 წლის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის გამართულ დებატებში პოლიტიკური გაერთიანება “თავისუფალი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა კახა კუკავამ განაცხადა, თითქოს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ არაბული დედაენა ლიცენზირებული და ავტორიზებულია.

კახა კუკავა, 9 ოქტომბერი: „ძალიან ბევრი საგანმანათლებლო პროგრამა, განსაკუთრებით, საშუალო სკოლებში, არის მავნებლური, დაწყებული იმ არაბული დედაენიდან, რომელიც გამოჩნდა და პასუხი განათლების სამინისტროს ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაუცია და მე მინდა ვუთხრა განათლების მინისტრს ბატონ ბატიაშვილს, გამოვიდეს და ამას პასუხი გასცეს… საქართველოში იყიდება არაბული დედაენა, ოღონდ კერძო ბაზარზე კი არა, განათლების სამინისტროს მიერ ლიცენზირებული და ავტორიზებული სახელმძღვანელო.“

კახა კუკავას განცხადება ტყუილია, რადგან  საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული 6 დედა ენიდან არაბული არც ერთი არ არის. ერთადერთი გვერდი, სადაც სხვადასხვა დამწერლობების საილუსტრაციოდ 5 სხვადასხვა ენასთან ერთად არაბულიც ფიგურირებს, პირველკლასელთა ერთ-ერთი სახელმძღვანელოა.

via GIPHY

საქართველოს ყველა სკოლა ვალდებულია, ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით განახორციელოს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2018 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით, ქართულენოვანი სექტორის 1 კლასელებისთვის 6 სახელმძღვანელოა გრიფირებული. აქედან არცერთი სახელმძღვანელო არაბულ ენაზე არ არის. აღსანიშნავია, რომ სახელმწფიფო ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში ქართულენოვანი სექტორების გარდა, მოქმედებს მხოლოდ რუსულენოვანი, სომხურენოვანი და  აზერბაიჯანულენოვანი სექტორები.

"

"

განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებული სახელმძღვანელოებიდან ერთ-ერთში, პირველი კლასის “მშობლიურ ენაში”, რომელიც გამომცემლობა “დიოგენეს” ეკუთვნის, მე-19 გვერდზე მხოლოდ ერთი წინადადებაა მოცემული არაბულ ენაზე. სახელმძღვანელოს მეცხრამეტე გვერდზე ილუსტრაციას “დედამიწა ჩვენი სახლია”  5 ენოვანი წარწერა (ქართულად, სპარსულად, ჩინურად, აზერბაიჯანულად და სომხურად) ახლავს თან. წიგნში 5 ენაზე წარმოდგენილი წარწერის მიზანია, მოსწავლეებმა გააცნობიერონ, რომ  მსოფლიოში ადამიანები სხვადასხვა ენაზე მეტყველებენ, სხვადასხვაგვარად წერენ და კითხულობენ.

“გარდა იმისა, რომ სხვადასხვა ხალხი სხვადასხვანაირად წერს, ისინი სხვადასხვა მიმართულებით კითხულობენ კიდეც. მაგ: ირანელები ასეთი მიმართულებით წერენ და კითხულობენ (აჩვენებს მარჯვნიდან მარცხნივ), იაპონელები და ჩინელები ასე … (აჩვენებს ზევიდან ქვევით), ჩვენ, ქართველები, და მსოფლიოს ხალხთა უმრავლესობა ასეთი მიმართულებით ვწერთ და ვკითხულობთ … (უჩვენებს მარცხნიდან მარჯვნივ)” – აღნიშნულია  მასწავლებლის წიგნში.

"

"

სხვა გრიფირებულ დედაენაში არაბულ ენა საერთოდ არ ფიგურირებს.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist