ისრაელში ვაქცინაციის შემდეგ მოზარდის გარდაცვალებაზე დეზინფორმაცია ვრცელდება

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

33
VIEWS

24 აგვისტოს ფეისბუქ მომხმარებელმა მიქელა გიორგაძემ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს კლინიკაში გულწასული ადამიანი. ვიდეოს აღწერაში ნათქვამია, რომ ისრაელში 15 წლის მოზარდი ვაქცინაციიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

1
ვიდეოს აღწერა დეზინფორმაციულია. მასში ასახული პირი მოზარდი არ არის, მას ვაქცინაციის ცენტრში გული წაუვიდა, თუმცა არ გარდაცვლილა. მისმა ცოლმა განმარტა, რომ კაცს გული შიშის გამო წაუვიდა, თუმცა მალევე მოვიდა გონს და თავს კარგად გრძნობდა.

ვიდეო მცდარი აღწერით საქართველოში სოციალურ მედიაში თებერვალშიც გავრცელდა. “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებულ მასალაში ნათქვამია, რომ არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ვიდეო ვაქცინაციის შედეგად გარდაცვალებას ასახავდა.

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელების შემდეგ ინფორმაციის გადასამოწმებლად Reuters კლინიკა კლალიტს დაუკავშირდა, რომლის სახელიც ვიდეოს კადრებში ჩანს, სადაც განმარტეს, რომ ვიდეო ქალაქ რიშონ ლეციონის ვაქცინაციის ცენტრში იყო გადაღებული და მასში ასახული პირი თავს ცუდად გრძნობდა, თუმცა ექიმებმა დაუყოვნებლივ აღმოუჩინეს დახმარება და მან კლინიკა მალევე დატოვა. კლალიტში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კაცს ვაქცინაციისგან გამოწვეული ალერგიული რეაქცია არ ჰქონია.

ადგილობრივ მედიასთან კომენტარი გააკეთა ვიდეოში ასახული კაცის ცოლმაც. მან თქვა, რომ მის მეუღლეს გული შიშის გამო წაუვიდა, თუმცა მალევე გამოკეთდა.

ისრაელში ვაქცინაციის პროცესის შესახებ მცდარი და მანიპულაციური ინფორმაცია “მითების დეტექტორს” არაერთხელ გადაუმოწმებია:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist