ინტერაქტივის მანიპულაციური შეკითხვა “მაესტროს “ცეცხლის ხაზში” ვიზალიბერალიზაციის შესახებ

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

12
54
VIEWS

28 მარტს ტელეკომპანია “მაესტროს” თოქ-შოუში „ცეცხლის ხაზი” ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მანიპულაციური შეკითხვა გავიდა. რედაქცია უვიზო მიმოსვლის პროცესის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებას შეეცადა, რაც შეცდომაში შემყვანია.

ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია სამუშაო მიზნით გამგზავრებას არ გულისხმობს. ინტერაქტივის შეკითხვა – „მოახდენს თუ არა ვიზალიბერალიზაცია დადებით გავლენას თქვენი ოჯახის კეთილდღეობაზე?” – მანიპულაციური ხასიათისაა, რადგან ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის რეჟიმი სამუშაო ან სასწავლო მიზნით გამგზავრებაზე არ ვრცელდება. უვიზო რეჟიმი, რომელიც 28 მარტიდან ამოქმედდა, საქართველოს მოქალაქეებს მოკლევადიანი ვიზიტით, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში, ჯამურად 90 დღე ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გამგზავრების შესაძლებლობას აძლევს.

თემატიკა: ეკონომიკა
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist