“იმედის ფაქტორის” წამყვანი ვაქცინის სკეპტიკოსებს ოპოზიციას მანიპულაციურად უკავშირებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

38
VIEWS

26 იანვარს ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “იმედის ფაქტორი” წამყვანი მაგდა ანიკაშვილი NDI-ის კვლევას შეეხო. ჟურნალისტის თქმით, ვაქცინის გაკეთებასთან დაკავშირებული კითხვის პასუხების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის მომხრეები სკეპტიკურად არიან განწყობილნი ვაქცინაციის მიმართ, მმართველი პარტიის მხარდამჭერები კი პირიქით – მზად არიან, აიცრან. გადაცემის მეორე წამყვანმა ვაკა გორგილაძემ ეს მოვლენა ნაციონალური მოძრაობის მომხრეების განათლების დაბალ დონეს დაუკავშირა.

მაგდა ანიკაშვილი, TV Imedi, 26 იანვარი: “გავაგრძელებდი მოსაზრებას ბნელებთან და პროგრესულებთან დაკავშირებით, NDI-ს კვლევაში არის კითხვა ვაქცინაციასთან დაკავშირებით იქ ნაციონალური მოძრაობის, ნუ რადიკალური ოპოზიციის მომხრეები არიან სკეპტიკურად განწყობილნი ვაქცინაციის მიმართ და პირიქით ხელისუფლების მხარდამჭერები დავუშვათ მზად არიან, რომ აიცრან.”

ვაკა გორგილაძე, TV Imedi, 26 იანვარი: “ამ ტენდენციას თუ ავიღებთ და შევადარებთ ისტორიას კვლევების 10-15 წლის განმავლობაში დავრწმუნდებით, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის პროფილი განსაკუთრებით განათლების საკითხში, ცენზი განათლების უმაღლესი, სამედიცინო თუ ხარისხობრივი ბევრად დაბალია, ვიდრე ოცნების თუ სხვა პოლიტიკურ პარტიებში, ნუ არ ვგულისხმობ ლეიბორისტებს, რა საკვირველია.”

მაგდა ანიკაშვილი კვლევის შედეგებს მანიპულაციურად გადმოსცემს, გამოკითხულთა უმრავლესობამ (54%) არ დაასახელა, თუ რომელი პარტიის მხარდამჭერი იყო, მონაწილეთაგან მხოლოდ 14%-მა აღნიშნა ოპოზიციის მომხრეობა, ამიტომ შედეგების ოპოზიციაზე განზოგადება არარელევანტურია. ამასთანავე CRRC-ის მონაცემთა ბაზაში ნაჩვენებია, რომ იმ რესპონდენტებიდან, ვინც აცრის გაკეთებაზე უარს ამბობს და ამავდროულად კონკრეტული პარტიის მხარდაჭერასაც ასახელებს, 23% “ქართული ოცნებაა”, ხოლო 7% – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.

  • რას ამბობს NDI-ის ბოლო კვლევა ვაქცინაციის განწყობების შესახებ?

2021 წლის 24 იანვარს NDI-მ 2020 წლის დეკემბერში 2053 ადამიანზე ჩატარებული სატელეფონო კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის ერთ-ერთი მიმართულება ჯანდაცვა იყო და ერთი შეკითხვა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შეეხებოდა. შეკითხვაზე “კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები?” გამოკითხულთა დაახლოებით 41%-მა დადებითად უპასუხა, ხოლო 41%-მა – უარყოფითად, 17%-მა კი არ ვიცი განაცხადა.

;
წყარო: NDI

NDI-ის კვლევაში ვაქცინაციისადმი დამოკიდებულებები პარტიული კუთვნილების მიხედვითაც არის დალაგებული, რასაც მაგდა ანიკაშვილიც შეეხო. შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობამ 54%-მა, არ დააკონკრეტა, რომელ პარტიას უჭერდა მხარს. 31%-მა განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო, ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობა, 14%-მა თავი ოპოზიციის მომხრედ დაასახელა.

;
წყარო: NDI

ვინაიდან გამოკითხულთა უმრავლესობამ პოლიტიკური კუთვნილება არ დააკონკრეტა, ვაქცინის სკეპტიკოსთა მხოლოდ ოპოზიციაზე განზოგადება მანიპულაციურია.

ასევე აღსანიშნავია, რომ NDI-ის ოპოზიციის მხარდამჭერების რაოდენობა ჯამურად აქვს წარმოდგენილი, თუმცა CRRC-ის მონაცემთა ბაზაში, რომელმაც აღნიშნული კვლევა NDI-ს დაკვეთით ჩაატარა, პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” სხვა ოპოზიციური პარტიებისგან გამოყოფილია და აღნიშნულია, რომ კითხვაზე “კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა/აცრა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები?” უარყოფითი პასუხებიდან 23% ეკუთვნოდა “ქართულ ოცნებას”, 7% – “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, 31% – არც ერთ პარტიას, ხოლო დანარჩენი პროცენტული რაოდენობა კი გადანაწილდა იმ რესპონდენტებზე, რომლებმაც სხვა პარტია დაასახელეს ან უარი თქვეს პასუხზე დაეკონკრეტებინათ რომელიმე კონკრეტული პარტიის მხარდაჭერა.

რაც შეეხება დადებით პასუხს, ვინც აცრას გაიკეთებდა იმ რესპონდენტებიდან 38% “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, 5% – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, დანარჩენი კი ასევე წინა შემთხვევის ანალოგიურად ან რომელიმე სხვა ოპოზიციურ პარტიას უჭერს მხარს ან არც ერთს.

;
წყარო: caucasusbarometer.org

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: NDI
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist