სხვადასხვა

Imedinews და სხვები ოპოზიციის ჩრდილოვან კაბინეტზე შეცდომაში შემყვან ინფორმაციას ავრცელებენ

21 ოქტომბერი, 2021

20 ოქტომბერს ტელეკომპანია “იმედის” ვებ-გვერდზე, Imedinews.ge-ზე გამოქვეყნდა მასალა, სათაურით “ირაკლი ლატარია: ხელში ჩამივარდა ნაცმოს ჩრდილოვანი კაბინეტის სრული შემადგენლობა”. მასალაში რუბრიკით “სანდო წყარო” ნათქვამია, რომ ექსპერტმა ირაკლი ლატარიამ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, შემდეგ კი სტატუსი სრულად არის მოყვანილი. მასალა TV Imedi-ს ფეისბუქ გვერდზეც გაზიარდა.

პოსტის და პოსტის საფუძველზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ციხეების მინისტრად ჩრდილოვან კაბინეტში კოხტა კოდუას და პატიმრების წამების საქმეზე დაპატიმრებული მეგის ქარდავას კანდიდატურები განიხილება. 

""

Imedi News-ზე დაყრდნობით იდენტური მასალა “ახალი თაობამ” შემდეგი სათაურით გამოაქვეყნა: „ვახო სანაია თავდაცვის მინისტრი გახდება – ხელში ჩამივარდა ნაცმოს ჩრდილოვანი კაბინეტის სრული შემადგენლობა!!“ “ახალი თაობის” იდენტური სათაურით მასალა სახელისუფლებო მედია მარშალპრესმაც გამოაქვეყნა, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ჟურნალისტი ვახო სანაიას კანდიდატურა განიხილება.

"
Imedi News-ის მასალის იდენტური ტექსტი გამოქვეყნდა Kvira.ge-ზე, InfoPostalioni.ge-ზე, Reportiori.ge-ზე და For.ge-ზე. მსგავსი ტექსტით მასალა გამოქვეყნდა mix.metronome.ge-ზე.

""

""

სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის მედიების მიერ ირაკლი ლატარიას პოსტის უცვლელი სახით გაშუქება, იმის მითითების გარეშე, რომ ლატარიას ინფორმაციის წყარო არ ჰყავს მოყვანილი, ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის და პოსტი, სავარაუდოდ, სატირული შინაარსისაა, შეცდომაში შემყვანია. შესაბამისი მითითების გარეშე, გამოქვეყნებული მასალები სატირულ პოსტს ექსპერტის მოსაზრებად ან რეალობად წარმოაჩენს. 

20 ოქტომბერს პრო-სახელისუფლებო ექსპერტმა ირაკლი ლატარიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც წერდა, რომ ხელში ჩაუვარდა ნაციონალური მოძრაობის ჩრდილოვანი კაბინეტის სრული შემადგენლობა. ლატარია ინფორმაციის წყაროს არ აკონკრეტებს. პოსტი, სავარაუდოდ, სატირული შინაარსისაა. ირონიულია პოსტზე სოციალური ქსელის მომხმარებლების გამოხმაურებაც.
"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.  

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.