იმართება თუ არა ვატიკანში “კოდის” პრეზენტაცია და რა არის ტრანსჰუმანიზმი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

165
VIEWS

14 ოქტომბერს ფეისბუკ ანგარიშმა “მარჯი საქართველო” გამოაქვეყნა პოსტი, რომლის მიხედვითაც, 23 ოქტომბერს, ვატიკანში  მსოფლიოს “კოდიფიკაციის” ავანგარდში მყოფ პედოფილ გლობალისტებს გრანდიოზული კონფერენცია აქვთ დაანონსებული. პოსტის ავტორის თანახმად, კონფერენციის ძირითადი განსახილველი საკითხი ტრანსჰუმანიზმი იქნება. პოსტს თან ახლავს ფოტო, რომელშიც წერია, რომ 23 ოქტომბერს ვატიკანში დაგეგმილ ღონისძიების სპიკერები The transHuman Code-ის ავტორები: დევიდ ფერგიუსონი და კარლოს მორეირა იქნებიან.
"
ინფორმაცია ვატიკანში ელიტარული გლობალური ლიდერების კონფერენციის ჩატარების შესახებ ვატიკანის ღონისძიებების ჩამონათვალში არ იძებნება. მსგავსი ღონისძიება არც დევიდ ფერგიუსონისა და კარლოს მორეირას დაუანონსებით.

პოსტერის მიხედვით, 23 ოქტომბერს ვატიკანში ღონისძიება სახელწოდებით “Elite Global Leaders Conference” იმართება, რომელიც კაცობრიობის გამაძლიერებელ ტექნოლოგიაზე იქნება ორიენტირებული. პოსტერზე წითლად არის შემოხაზული კონფერენციის ორი მთავარი გამომსვლელის, დევიდ ფერგიუსონისა და კარლოს მორეირას სახელები, რომლებიც ავტორები არიან წიგნისა: “ტრანსჰუმანური კოდი: როგორ დაპროგრამდეს შენი მომავალი”
"
ვატიკანის ღონისძიებების ჩამონათვალში მსგავსი კონფერენცია არ გვხვდება და  23 ოქტომბერს არცერთი შეხვედრა არ არის დაგეგმილი. ანალოგიურად, მსგავსი სახის კონფერენციის ჩატარებას არც კარლოს მორეირა და დევიდ ფერგიუსონი აანონსებენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს გადამოწმების მიზნით,  უცხოური ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია  checkyourfact.com წმინდა საყდრის მუდმივ დამკვირვებელთა მისიის ატაშეს,  როჯერ ლენდრის დაუკავშირდა, რომელმაც  ელექტრონული წერილით დაადასტურა, რომ მსგავსი ღონისძიების ჩატარება არ დაგეგმილა.

მორეირა და ფერგიუსონი, რომლებიც კონფერენციის მონაწილეებად არიან პოსტერზე წარმოდგენილები, 2019 წელს ვატიკანში ფორუმს სახელწოდებით “ტექნოლოგია და ადამიანის აღორძინება” ხელმძღვანელობდნენ. globenewswire.com-ის ინფორმაციით, ფორუმი კაცობრიობისა და ტექნოლოგიის შესახებ დისკუსიებს აერთიანებდა.

მორეირასა და ფერგიუსონის  წიგნი სახელწოდებით “The transHuman Code” განიხილავს იმას, თუ როგორ შეუძლიათ ადამიანებს ტექნოლოგიური განვითარების პირობებში თავიანთი ადამიანური ბუნების შენარჩუნება.  თავად ტრანსჰუმანიზმი  ფილოსოფიური და სოციალური კონცეფციაა, რომლის მიზანსაც ადამიანის გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენება წარმოადგენს.  ენციკლოპედია ბრიტანიკას თანახმად, ტრანსჰუმანიზმი ადამიანის სრულყოფის მიზნით  საიმედო ტექნოლოგიების შემუშავებას ემსახურება. ამისთვის კი იმპლანტებს, გენურ ინჟინერიას, ხელოვნურ ინტელექტს და სხვა, დღეისათვის უცნობ ტექნოლოგიას გამოიყენებს. ეს სახეობის მიერ საკუთარი თავის გაუმჯობესება იქნება, რაც მას, როგორც სიცოცხლის ფორმას საბოლოოდ შეცვლის. (Dayvigo) წლების განმავლობაში ტრანსჰუმანიზმის კონცეფცია არაერთი შეთქმულების თეორიის სამიზნე გამხდარა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
ქვეყანა/ორგანიზაცია: იტალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist