სხვადასხვა

იწინასწარმეტყველეს თუ არა “სიმპსონებმა” ბეირუთის აფეთქება

17 აგვისტო, 2020

მომზადებულია Snopes-ის მასალის მიხედვით.

ინტერნეტ სამყაროსთვის მხატვრული მულტსერიალის “სიმპსონების” სცენარისტები მსოფლიოში საუკეთესო წინასწარმეტყველები არიან.

მათ სხვადასხვა დროსა და ადგილას მომხდარი მრავალი მოვლენის წინასწარმეტყველებას მიაწერდნენ. და მართლაც, ზოგიერთ შემთხვევაში მულტსერიალში ასახული იყო მსგავსი მოვლენა, რამაც ამ მულტსერიალის წინასწარმეტყველების შესახებ კონსპირაციული თეორიები და ცრუ ინფორმაციის გავრცელება განაპირობა. 

ზუსტად ასევე მიაწერენ “სიმპსონებს” სულ ახლახანს მომხდარი ბეირუთის აფეთქების “წინასწარმეტყველებასაც”.

ბეირუთში მომხდარი საშინელი აფეთქებიდან სულ მცირე ხანში სოციალურ მედიაში ფართოდ დაიწყო გავრცელება ვიდეომ, რომელიც თითქოს “სიმპსონების” ერთ-ერთი ეპიზოდიდან აღნიშნულ ტრაგედიას ასახავდა. 

“სიმპსონების” წინასწარმეტყველების შესახებ გავრცელებული უამრავი მტკიცება ხშირ შემთხვევაში არის რედაქტირებული კადრები, მცდარი ლოგიკა, ან მცირედი დამთხვევები. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სამივე ასპექტთან. 

ბეირუთის ტრაგედიის შესახებ გავრცელებული ვიდეოც “სიმპსონების” ორი განსხვავებული ეპიზოდიდან მფრაგმენტის კავშირია. ვიდეოს პირველ ნაწილში მულტსერიალის მთავარი გმირი, ჰომერი ყიდულობს არალეგალურ ფეიერვერკებს, თუმცა რეალურ ეპიზოდში, იგი ამ ფეიერვერკებით ჭურჭლის სარეცხ მანქანას გაანადგურებს და არა მთლიან ქალაქს ააფეთქებს. რაც შეეხება ვიდეოს მეორე ნაწილში ასახულ აფეთქებას, რომელიც “ბეირუთის აფეთქების წინასწარმატყველების” ვიდეოშია ასახული, ეს “სიმპსონების” სულ სხვა ეპიზოდის ნაწილია. 

ამ ორ ვიდეოს შორის არა მხოლოდ არავითარი კავშირი არ არსებობს, არამედ ისინი, ასევე, ძნელად შეიძლება მივიჩნიოთ წინასწარმეტყველებად. “სიმსპონები” არ არის ერთადერთი სატელევიზიო შოუ ან ფილმი, რომელიც ფეიერვერკების წარუმატებლობას ან ბირთვულ აფეთქებას ასახავს. 

1

აღნიშნული ჭორის სხვაგვარი ვარიაცია გავრცელდა TikTok-შიც, რომლის მიხედვითაც, “სიმპსონების” ერთ-ერთ ეპიზოდში და ბეირუთის პორტის ფოტოში ერთი და იგივე შენობა იყო გამოსახული. მიუხედავად იმისა, ორივე ფოტო, ბეირუთის აფეთქების ადგილიდან და მულტსერიალის გამოგონილ ქალაქ სპრინგფილდიდან ნამდვილია, უნდა აღინიშნოს, რომ კვადრატულ დ მართკუთხა წახნაგებს ხშირად იყენებ არქიტექტურულ დიზაინში. რაც მთავარია, ბეირუთის აფეთქება ატომურ ელექტროსადგურთან არ მომხდარა. 

აღსანიშნავია, რომ ვირუსულად გავრცელებული “წინასწარმეტყველებები” არაფერს ამბობენ ბეირუთზე, ამონიუმის ნიტრატზე (რომელიც აფეთქების სავარაუდო მიზეზია), 2020 წელზე, ან რომელიმე სხვა სპეციფიკურ დეტალზე, რომელიც ლიბანში აღნიშნულ კატასტროფას უკავშირდება. 

“სიმპსონების” მუტლსერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში ნამდვილად არის ფეიერვერკები ნაჩვენები, მეორეში - დიდი აფეთქება და ოთხკუთხა შენობა სპრინგფილდის ატომურ ელექტრო სადგურთან, თუმცა ეს ყველაფერი ნამდვილად ვერ ამყარებს ამ ანიმაციური შოუს წინასწარმეტყველურ შესაძლებლობებს.

via GIPHY