იწინასწარმეტყველა თუ არა ამერიკელმა მწერალმა კორონავირუსი 1981 წელს?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

GRGRGH
772
VIEWS

25 თებერვალს გაზეთ “რეზონანსის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სათაურით “წარმოუდგენელი აღმოჩენა: კორონოვირუსი ამერიკელმა ფანტასტმა 39 წლის წინ იწინასწარმეტყველა”. სტატიაში საუბარია ცნობილი ამერიკელი მწერლის დინ კუნცის 1981 წელს გამოცემულ რომანზე „სიბნელის თვალები”, რომელშიც აღწერილია 2020 წელს  ჩინეთში გავრცელებული კონოროვირუსის მსგავსი ვირუსი “უხან-400”.

"

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელმა მწერალმა დინ კუნცმა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შესახებ წიგნში იწინასწარმეტყველა, კონსპირაციის თეორიაა. მიუხედავად იმისა, რომ თრილერის ჟანრის რომანში კუნცის მიერ ნახსენებ ბიოლოგიურ იარაღს “უხან-400” ჰქვია, ის ადამიანების ხელითაა შექმნილი, 100% სიკვდილიანობის მაჩვენებელი აქვს და საინკუბაციო პერიოდიც მხოლოდ 4 საათს გრძელდება. ასევე წიგნის თავდაპირველ, 1981 წლის რედაქციაში, ვირუსს “გორკი-400” ერქვა და ის საბჭოთა კავშირში შექმნეს. 

საუბარია ამერიკელი მწერლის დინ კუნცის 1981 წელს გამოშვებულ თრილერზე “სიბნელის თვალები” (The Eyes of Darkness), რომელშიც დედა ერთი წლით ადრე გარდაცვილ შვილს ეძებს.  ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაცია Snopes დინ კუნცის წიგნზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას დამთხვევას უწოდებს. მართალია, წიგნის ნაწყვეტი, რომელსაც სოც. ქსელების მომხამრებლები აზიარებენ, რეალურია და მწერალი თავის ნაწარმოებში მართლაც ახსენებს ბიოლოგიურ იარაღს სახელად “უხან-400”, “წინასაწრმეტყველება” რეალურ ფაქტებს რამდენიმე ნაწილში არ ემთხვევა:

  • კუნცის წიგნში “უხან-400” ადამიანის ხელით შექმნილი ბიოლოგიური იარაღია, ახალი კორონავირუსი კი კორონავირუსების ჯგუფის ერთ-ერთი, აქამდე უცნობი დაავადებაა, რომელიც ცხოველიდან ადამიანზე  გადავიდა.
  • წიგნში “უხან-400” ადამიანების სიკვდილს 100%-ით იწვევს. მართალია, მეცნიერები ჯერ ისევ იკვლევენ ახალ კორონავირუსს, მისი სიკვდიალობის მაჩვენებელი ამ დროისათვის 2%-ს არ აღემატება.
  • “უხან-400”-ს საინკუბაციო პერიოდი 4 საათს გრძელდება, ხოლო კორონავირუსის საინკუბაციო პერიოდი 2-14 დღეა.

"
წყარო: Snopes.com/Twitter

კუნცის წიგნი 1981 წელს გამოიცა და თავდაპირველ რედაქციაში ვირუსი საბჭოთა კავშირმა ქალაქ გორკიში შექმნა და მას “გორკი-400” ერქვა. ოფიციალური ვერსია, თუ რატომ შეიცვალა მოგვიანებით ეს დასახელება არავინ, თუმცა რომანის 2008 წლის რედაქციაში ის “უხან-400”-მა ჩაანაცვლა. სააგენტო Reuters South China Morning Post-ზე დაყრდნობით წერს, რომ ვირუსის სახელის ცვლილება აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის ცივი ომის დასრულებას უკავშირდება.

"
წყარო: Snopes.com

თავად დინ კუნცს კონსპირაციის თეორიასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist