გორელი პოლიციელი თუ უკრაინელი მოდელი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

17
VIEWS

2021 წლის 21 ნოემბერს ფეისბუქ გვერდებმა People From Georgia და მე შენ ჩვენ • I You We პოლიციის ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა კაცის ფოტო გაავრცელეს, რომლის აღწერაშიც წერენ, რომ სურათზე შინაგან საქმეთა სამინისტროს გორელი თანამშრომელია გამოსახული. აღნიშნული ფოტო იმავე შინაარსის აღწერით შემდეგ საჯარო ჯგუფებში გაზიარდა: საგიჟეთი ღამურები შერეკილები, 🇬🇪საქართველო – GEORGIA 🇬🇪ადამაშვილი და ქართული სიმღერები.

"

სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს აღწერა სიმართლეს არ შეესაბამება. სურათზე არა გორელი პოლიციელი, არამედ უკრაინელი ბლოგერი და მოდელი ალექსანდრ კასპისია გამოსახული. პოლიციის ფორმაში გადაღებული აღნიშნული სურათი მან თავის ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა და ავტორის მიხედვით, ფოტო ნიუ იორკშია გადაღებული.  

პოლიციის ფორმაში გადაღებული სურათები უკრაინელმა მოდელმა და ბლოგერმა ალექსანდრ (საშა) კასპისმა თავის Instagram-ის ანგარიშზე (sanikaspis)  2021 წლის 18 ნოემბერს გამოაქვეყნა. ინსტაგრამის პოსტში ფოტოების გადაღების ადგილად კი ნიუ იორკია მითითებული.

""

პოლიციის ფორმაში გადაღებული ვიდეო მოდელმა თავისი TikTok-ის ანგარიშზეც განათავსა.

"


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist