Geworld-ის მანიპულაცია გერმანიის განათლების სისტემაზე

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

54
VIEWS

2019 წლის 27 ნოემბერს “საქართველო და მსოფლიომ” გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ევროპული განათლების სისტემა ღრმა კრიზისშია, ჩვენ კი ამ სისტემას უაპელაციოდ ვნერგავთ“. სტატიის ავტორი მიუთითებს, რომ  გერმანიის სკოლებში მოსწავლეების განათლების დონე საშუალოზე დაბალია, 1999 წელს ბოლონიის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ უმაღლესი განათლების დონე მკვეთრად დაეცა, ხოლო  სტუდენტების დიდი ნაწილი ბაკალავრის დიპლომით კმაყოფილია. მასალა მომზადებულია რუსულ vestifinance.ru-ზე გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რომელსაც თემატურად მსგავსი სათაური აქვს: „გერმანია – კრიზისი განათლების სისტემაში“.

სტატიის ავტორი მანიპულაციურად აშუქებს გერმანიის გაანთლების სისტემას და ქვეყნის საშუალო განათლების დონეს სავარაუდოდ ეკონომიკური თანამშომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ 18 წლის წინ გამოქვეყნებული “პისას” კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აფასებს.   “პისას” 2015 წლის კვლევის მიხედვით, გერმანელმა მოსწავლეებმა ტექსტის გააზრებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცბიერებებში 25-ე, 27-ე და 28 ადგილებიდან  მე-16 ადგილზე გადმოინაცვლეს. მანიპულაციურია მტკიცება, თითქოს, სტუდენტების რაოდენობამ, რომლებმაც სწავლა მიატოვეს, მკვეთრად მოიმატა და გერმანელი სტუდენტები მაგისტრატურის საფეხურზე სწავლას აღარ აგრძელებენ. ეკონომიკური თანამშომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 2019 წლის მონაცემებით, 2008 წელთან შედარებით 2018 წელს 8%-ით გაიზარდა უმაღლესი განათლების დიპლომის მფლობელთა რაოდენობა , ხოლო პირველადი უმაღლესი განათლების ხარისხის (ბაკალავრის დიპლომი) მფლობელების 46%  ფლობს მაგისტრატურის დიპლომსაც. 

2001 წლის შემდეგ გერმანიაში საშუალო განათლების დონე მკვეთრად გაუმჯობესდა 

2001 წელს, 18 წლის წინ, ეკონომიკური თანამშომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD)  წევრ ქვეყნებში სკოლის მოსწავლეების ტესტირება ე.წ. „პისას“ მეთოდით (Programme for International Student Assessment – PISA) ჩაატარა.  კვლევის შედეგების მიხედვით, გერმანიამ ტექსტის გააზრების ნაწილში 27-ე ადგილი დაიკავა, 28-ე ადგილი მათემატიკაში, ხოლო 25-ე – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ამ მოვლენას უწოდეს „პისას შოკი“, რომელმაც ქვეყნის ხელმძღვანელობას სიღრმისეული რეფორმებისაკენ უბიძგა:

  • სასწავლო საათების 4-დან 6.5 საათამდე გაიზრდა,
  • გაფართოვდა  ნაადრევი განათლების მიწოდების მასშტაბები 1 წლის ასაკიდან,
  • სკოლებს მეტი ავტონომია მიენიჭათ,
  • დაინერგა ტესტირება მასწავლებლობის კანდიდატებისათვის,
  • შეიქმნა  მოსწავლეთა წარმატების გაზომვის ნაციონალური სტანდარტი.

OECD-ს 2015 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც ასევე “პისას” მეთოდით ჩატარდა, გერმანელმა მოსწავლეებმა ტექსტის გააზრებაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცბიერებებში 25-ე, 27-ე და 28 ადგილებიდან  მე-16 ადგილზე გადმოინაცვლეს.

გაუმჯობესდა მოასწავლეთა გაკვეთილებზე დასწრების მაჩვენებელიც. გერმანიის განათლების ფედერალური სამინისტროს 2016 წლის კვლევის თანახმად, 2002 წელთან შედარებით 2014 წელს დიდი შუალედით გაიზარდა მოსწავლეების დასწრება, როგორც სავალდებულო, ისე ნახევრად სავალდებულო და ნებაყოფლობითი დასწრების საათებში.

Image removed.
წყარო: bmbf.de

2018 წელს 8%-ით გაიზარდა უმაღლესი განათლების დიპლომის მფლობელთა რაოდენობა

OECD-ს  2019 წლის მონაცემებით, ბოლო 10 წლის მანძილზე გერმანიაში უმაღლესი განათლების მსურვეთა რიცხვი გაზრდილია. 2005-2017 წლებში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების რაოდენობამ საშუალოდ 3%-ით მოიმატა, რაც ორგანიზციის სხვა წევრი ქვეყნების მაჩვენებელს 2%-ით აღემატება.

2018 წელს 25-34 ასაკის მოქალაქეების 32%-ს უმაღლესი განათლების დიპლომი ჰქონდა, რაც 2008 წლის მაჩვენებელთან შედარებით 8%-ით მეტია. იგივე კვლევაში აღნიშნულია, რომ უმაღლესი განათლების მსურველთა რიცხვი OECD-ს სხვა წევრი ქვეყნების საშუალო მაჩვენებლთან შედარებით (44%) არც ისე მაღალია, რისი ძირითადი მიზეზიც გერმანიის პროფესიული განათლების ძლიერი სისტემაა, რომლის გამოც ხშირად სკოლადამთავრებულები კონკრეტული პროფესიის დაუფლებას ანიჭებენ უპირატესობას. მიუხედავად ამისა, 1995 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხულთა რაოდენობა იზრდებოდა.

Image removed.
წყარო: bmbf.de



მითების დეტექტორის ლაბორატორიის რეგიონული ქსელი

თემატიკა: განათლება
დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist