Geworld-ი ევროპაში ნეკროფილიისა და ზოოფილიის დაკანონების შესახებ რუსული ტროლების ქარხნის ინფორმაციას ავრცელებს

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

213
VIEWS

25 ივლისს ვებ-პორტალმა “საქართველო და მსოფლიო” (Geworld) სტატია, სათაურით „ლგბტ-ს დამატებული ერთი ასო და ჯვარზე გაკრული მართლმადიდებლობა“ გამოაქვეყნა. პუბლიკაცია ამტკიცებს, რომ ნეკროფილია და ზოოფილია შვედეთში, გერმანიასა და დანიაში მიღებული ნორმაა, კრიმინალიზებული არ არის და შესაძლოა მალე მათი ლეგალიზებაც მოხდეს. ამათანავე ავტორი პედოფილიას და ზოოფილიას ჰომოსექსუალობასთან ათანაბრებს:

საქართველო და მსოფლიო: „ახლა დღის წესრიგში შეიძლება დადგეს საკითხი: როდის გაერთიანდებიან უკუღმართთა ამ ერთობაში ზოოფილები, ნეკროფილები, ექსჰიბიციონისტები, პედოფილები და არატრადიციული სექსის ბევრი სხვა მოყვარული?.. შვედეთში განიხილავენ ნეკროფილების მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას, რომლის საფუძველზე მოქალაქეებს უფლებას დართავენ, გარდაცვალების შემდეგ თავიანთი სხეული ჟინის დასაკმაყოფილებლად და სიამოვნების მისაღებად უანდერძონ არატრადიციული სექსუალური ჯგუფის წევრებს; …გერმანიაში მიმდინარეობს მეცნიერული კვლევა იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანებთან სქესობრივი აქტის დამყარება ცხოველებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს;… დანიაში კი ყოველგვარი მეცნიერული კვლევის გარეშე სასამართლომ გაამართლა ზოოფილი, რომლისთვისაც პასუხი უნდა მოეთხოვათ ცხოველების მიმართ ასეთი ამორალური ქმედების გამო. ეს კი ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ზოოფილია, ფაქტობრივად, დაკანონებულია”.

იდენტური შინაარსის მასალა, სათაურით: „На гей-параде в Софии топтали РФ и призывали любить Британию нетрадиционными способами. Колонка Владимира Тулина“ 2018 წლის 14 ივნისს საინფორმაციო სააგენტო ФАН–მაც გაავრცელა.

გერმანიაში, შვედეთსა და დანიაში ნეკროფილიისა და ზოოფილიის სამართლებრივი სტატუსის შესახებ Geworld-ის სტატია ყალბია. სინამდვილეში, ნეკროფილია და ზოოფილია დასახელებულ ქვეყნებში სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. Geworld-ის ყალბი ინფორმაციის წყარო რუსეთის ფედერალური სააგენტო ФАН-ია, რომელიც თავის მხრივ, ცნობილი რუსული ტროლების ქარხნის ერთ-ერთ პროექტია.

ტყუილი 1. შვედეთში ნეკროფილიის ლეგიტიმაციას გეგმავენ.

სიმართლე:  შვედეთის სასჯელაღსრულების კოდექსის მე-16 თავის მიხედვით, ნეკროფილია, როგორც ცხედრის შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია და ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას.

ტყუილი 2. გერმანიაში მიმდინარეობს მეცნიერული კვლევა იმის დასამტკიცებლად, რომ ადამიანებთან სქესობრივი აქტის დამყარება ცხოველებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

სიმართლე: მსგავსი კვლევის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. რაც შეეხება  გერმანიის ხელისუფლების ოფიციალურ პოლიტიკას, ზოოფილია 2012 წლიდან ცხოველთა დაცვის აქტის მიხედვით დასჯადია და 25 ათასი ევროს ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.

ტყუილი 3. დანიაში სასამართლომ გაამართლა ზოოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ზოოფილია, ფაქტობრივად, დაკანონებულია.

სიმართლე: დანიაში ზოოფილია 2015 წლიდან არის კრიმინალიზებული და ისჯება პატიმრობით ან ჯარიმით.

აღსანიშნავია, რომ ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ნეკროფილია და ზოოფილია საკანონმდებლო რეგულაციებს არ ექვემდებარება რუსეთში.

ФАН-ის და რუსული ტროლების ქარხნის შესახებ

საინფორმაციო სააგენტო ФАН-ი რუსული ტროლების ქარხნის ერთ-ერთ პროექტად არის მიჩნეული. 2017 წლის აპრილში რუსულმა გამოცემა  «РБК» -მა ჟურნალისტური გამოძიების შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, „რუსული ტროლების ქარხნის“ აქტივობებმა კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი 16 მედიასაშუალებაც მოიცვა. მედიები ჰოლდინგ Федерального агентства новостей (ФАН)-ის შემადგენლობაში შედიან და ერთმანეთის მასალებს სისტემატიურად ავრცელებენ. ФАН-ის შესახებ “მითების დეტექტორი” EU vs. Disinfo-ზე დაყრდნობით ადრეც წერდა.

""

პეტერბურგის ტროლების ქარხანა

სანკტ-პეტერბურგში არსებულ ინტერნეტის კვლევის სააგენტოში, იგივე “რუსული ტროლების ქარხანაში”  400-მდე თანამშრომელი მუშაობდა და კრემლის მესიჯებს სოციალურ ქსელსა და ინტერნეტ საიტებზე ანთავსებდა. სააგენტოს თანამშრომლები 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით მონაცვლეობით მუშაობდნენ. ისინი წერდნენ ბლოგებს, ტოვებდნენ კომენტარებს რუსული და უცხოური მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გამოქვეყნებულ ახალ ამბებზე და ამონტაჟებდნენ ვიზუალურ გამოსახულებებს ფოტოშოპის მეშვეობით. „რუსული ტროლების ქარხნის“ მესაკუთრე ბიზნესმენი და მილიარდერი ევგენი პრიგოჟინია, რომელსაც „პუტინის შეფადაც“ მოიხსენიებენ, რადგან პრიგოჟინი კრემლისა და სხვადასხვა რუსული სამთავრობო უწყებებისთვის სარესტორნო მომსახურებას უზრუნველყოფს. 2016 წელს აშშ-ის სავაჭრო დეპარტამენტმა ევგენი პრიგოჟინი რუსეთის მიერ უკრაინის სამხედრო ოკუპაციისთვის გაწეული ფინანსური მხარდაჭერის გამო სანქცირებული პიროვნებების სიაში შეიყვანა.

"

პეტერბურგის ტროლების ქარხნის ერთ-ერთ ამოცანას აშშ-ს არჩევნებზე გავლენის მოხდენა წარმოადგენდა. ამერიკელი პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიების შედეგების მიხედვით, ტროლების ქარხნის  პროექტ “ლახტას” სახელით ცნობილი ოპერაცია, რომელიც აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ისახავდა მიზნად, 2014 წლიდან დაიწყო, მასში ჩართული იყო 80 თანამშრომელი და მისი თვიური ბიუჯეტი $1.25 მილიონს შეადგენდა

"
წყარო: EU vs Disinfo

რუსული ტროლების ქარხანა 2015 წლის ივნისში ჟურნალისტისა და აქტივისტის ლიუდმილა სავჩუკის მიერ სასამართლოში ხელფასის გადაუხდელობის გამო შეტანილი საჩივრის შედეგად გამოაშკარავდა. ლიუდმილა სავჩუკის თქმით, თანამშრომლებს ინტერნეტში ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერი კომენტარების მასობრივი გავრცელებისთვის თვეში 750$-მდე უხდიდნენ. ოფიციალურმა კრემლმა განაცხადა, რომ სააგენტოსთან არავითარი კავშირი არ აქვს. პორტალ СБИС-ის მონაცემებით, სანკტ პეტერბურგში არსებული შპს “ინტერნეტის კვლევა” 2015 წლის სექტემბრიდან ლიკვიდირებულია.

იდენტობის დაკარგვის ნარატივი

მედიის განვითარების ფონდის 2017 წლის ანტიდასავლური პროპაგანდის ანგარიშმა აჩვენა, რომ  იდენტობის დაკარგვის საფრთხე ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ნარატივია. Geworld.ge რუსულ მედია საშუალებების დაყრდნობით 2016 და 2017 წლებშიც ავრცელებდა დეზინფორმაციას დასავლეთში ზოოფილიისა და ნეკროფილიის შესახებ. Geworld.ge ყალბი ფაქტებით, რუსულ მედია საშუალებებზე დაყრდნობით  ცდილობს ევროპული ღირებულებები გარყვნილებასა და ამორალურობას დაუკავშიროს, ხოლო ევროპულ ინტეგრაცია  იდენტობის დაკარგვის საფრთხედ წარმოაჩინოს, რაც ანტიდასავლური განწყობების გაღვივებას და პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ეჭვქვეშ დაყენებას  ისახავს მიზნად.

იხილეთ მითების დეტექტორის მიერ მომზადებული სტატიები ამ თემებზე:

დეზინფორმაცია, თითქოს ევროპა ინცესტს ნორმად აღიარებს,

Geworld-ის ფოტომანიპულაციები და დეზინფორმაცია მუმიისა და ცვილის ფიგურის გაუპატიურების შესახებ,

დეზინფორმაცია ჯიმი ოლსენის მიერ ალიგატორის გაუპატიურების მცდელობაზე


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია, დანია, შვედეთი
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist