Geworld-ის დეზინფორმაცია, თითქოს ნიდერლანდებში ჰომოფობ მშობლებს ბავშვებს ართმევენ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

130
VIEWS

21 ნოემბერს  ვებ-პორტალმა „საქართველო და მსოფლიო” (Geworld) გამოაქვეყნა სტატია, სათაურით ,,ევროპული საშინელება: ბავშვებს მშობლებს ართმევენ და აღსაზრდელად საგანგებო ბანაკებში გზავნიან”. სტატია ამტკიცებს, რომ ნიდერლანდებში მიღებულია კანონი, რომლის მიხედვით ლგბტ თემის მიმართ შეუწყნარებელი დამოკიდებულების გამო ადამიანებს აჯარიმებენ და მშობლის უფლების ართმევენ. სტატიაში აღნიშნულია, რომ პოლიციამ კანონის ამოქმედების პირველსავე დღეს ოჯახებს რვა ბავშვი ჩამოართვა. სტატიას თან ერთვის ნიდერლანდის სამეფოში ბავშვთა უფლებების დამცველის ასტერ-მარია იაკობსის განცხადება და ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ პოლიციის თანამშრომელი ბავშებს პოლიციის მანქანაში კეტავს. Geworld-ს სტატიაში პირველწყარო არ აქვს მითითებული.

საქართველო და მსოფლიო: ,,თუ აქამდე ნიდერლანდის სამეფოში სჯიდნენ ჰომოფობიის საჯაროდ გამოხატვისთვის, წლევანდელ ზაფხულში მიღებული კანონის თანახმად, ამ ტიპის კერძო გამონათქვამები, საფუძვლიანი ეჭვი ლგბტ-თემის მიმართ შეუწყნარებელი დამოკიდებულების თაობაზე ხდება მიზეზი დაჯარიმების და, რაც მთავარია, მშობლის უფლების ჩამორთმევისაც კი. პოლიციამ უკვე გაავრცელა ცნობა, რომ კანონის ამოქმედების პირველსავე დღეს ოჯახებს რვა ბავშვი “ჩამოართვეს”. სპეციალურ ბანაკებში სამთვიანი აღზრდის შემდეგ ბავშვებს სხვა ოჯახებში გააშვილებენ. ნიდერლანდის სამეფოში ბავშვთა უფლებების დამცველის – ასტერ-მარია იაკობსის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ახალი თაობისთვის “შეუწყნარებლობის კოშმარის” თავიდან ასაცილებლად.”

Geworld.ge-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ის სატირული ონლაინ გამოცემის მიერ გამოგონილი ისტორიაა და ის მხოლოდ რუსულ წყაროებში იძებნება. გარდა ამისა, წარმოდგენილი ფოტო რეალურად ნიდერლანდების ნაცვლად პოლონეთშია გადაღებული.

ინფორმაცია, თითქოს ნიდერლანდებში ლგბტ-თემის მიმართ შეუწყნარებელი დამოკიდებულების გამო მშობლის უფლების ჩამორთმევა დაიწყეს, პირველად 19 ოქტომბერს გავრცელდა  საიტზე panorama.pub, სადაც ამბის საილუსტრაციოდ ანალოგიური ფოტოა გამოყენებული. საიტის აღწერაში მითითებულია, რომ ის  გამოგონილ და სატირულ ინფორმაციებს აქვეყნებს. ასევე გამოგონილია ნიდერლანდების ბავშვთა უფლებების დამცველის სახელი – ასტერ-მარია იაკობსი, სინამდვილეში ამ თანამდებობას მარგარეტ კალვერბოევი იკავებს.

"

ფოტო, რომელიც ამბის საილუსტრაციოდ გამოიყენა სატირულმა გამოცემა panorama.pub-მა და შემდეგ ,,საქართველომ და მსოფლიომ” რეალურად არა ნიდერლანდებში არამედ პოლონეთშია გადაღებული, რასაც მოწმობს პოლიციელის წარწერა უნიფორმაზე.

"

მსგავსი ინფორმაცია ასევე იძებნება რუსულენოვან ახალი ამბების პორტალებზე, მათ შორის nk.org.ua, conf.7ya.ru, 123ru.net, vesti.bb.lv.

სატირულ-იუმორისტული გამოცემების რეალურ ინფორმაციად წარმოჩენა ანტიდასავლური გამოცემების მხრიდან პროპაგანდის ერთ-ერთი  მეთოდია. გამოგნილი ისტორიების რეალურ ინფორმაციად გაშუქებით პროპაგანდისტული გამოცემები ცდილობენ წარმოაჩინონ, თითქოს ევროპაში ლგბტ-თემის მიმართ შეუწყნარებელი დამოკიდებულების გამო რადიკალურ ზომებს იღებენ და ოჯახებს შვილებს ართმევენ.

თემატიკა: იდენტობა
ქვეყანა/ორგანიზაცია: ნიდერლანდები, პოლონეთი
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist