განმეორებითი დეზინფორმაცია, თითქოს აშშ ISIS-ის ლიდერების ევაკუაციას ახდენს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ქავერი
225
VIEWS

28 მარტს, ინტერნეტ გამოცემამ “საქართველო და მსოფლიო” გამოაქვეყნა ინფორმაცია,  სათაურით “აშშ-ის კოალიცია “ისლამური სახელმწიფოს” მეთაურებზე ზრუნავს”. მასალაში ნათქვამია, რომ საერთაშორისო კოალიციის სამმა ვერტმფრენმა ქალაქ ყამიშილიდან  “ისლამური სახელმწიფოს” ერაყული წარმოშობის ოთხი მეთაური გაიყვანა.

ინფორმაციის პირველწყაროდ მასალაში სირიის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო “SANA” -ა მითითებული. მასალას ასევე ერთვის ფოტო, რომელზეც ჯარისკაცი სამხედრო ვერტმფრენის ფონზეა გადაღებული.

გავრცელებული ინფორმაცია მხოლოდ ერთ – “სამოქალაქო წყაროს” -ეყრდნობა და სხვა დამოუკიდებელი წყაროებით გამყარებული არ არის. სირიის სამთავრობო მედია SANA, რომელმაც თავდაპირველად გაავრცელება ეს ცნობა, ასეთ მიუკერძოებელ წყაროდ ვერ ჩაითვლება. “საქართველო და მსოფლიოს” მასალის ილუსტრაციად გამოყენებული ფოტო შეცდომაში შემყვანია, რადგან სრულიად სხვა მოვლენას ასახავს, შესაბამისად ის იმის მტკიცებულებად ვერ გამოდგება, რომ ასეთ მოვლენას რეალურად ჰქონდა ადგილი. გამოცემა იყენებს პროპაგანდის მეთოდს, რომელიც ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე მოვლენის რეალურ ამბად წარმოაჩენს ისახავს მიზნად.

       1. ფოტოზე არა სირია, არამედ მოსულთან მდებარე საერთაშორისო კოალიციის ბაზაა გადაღებული

“საქართველო და მსოფლიო”-ს სტატიას თან დართული აქვს ფოტო, რომელზეც ჯარისკაცი სამხედრო ვერტმფრენის ფონზეა გადაღებული. ეს ფოტო არ აღწერს მოვლენას, რომელზეც Geworld.ge სტატიაში საუბრობს. რეალურად ფოტო არა სირიაში, არამედ ერაყის ქალაქ მოსულთან მდებარე საერთაშორისო კოალიციის ბაზაზე 2016 წლის 19 ოქტომბერს არის გადაღებული. ფოტოს ავტორი Associated Press-ია

"

        2. დეზინფორმაცია უკვე 9 თვეს ითვლის

“საქართველო და მსოფლიოს” მასალას ბექგრაუნდად დართული აქვს  2017 წლის ზაფხულში გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელიც რია-ნოვოსტის სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ამერიულმა სამხედრო ვერტმფრენებმა დეირ ეზ ზორიდან სირიის ჩრდილოეთში 20 -ზე მეტი სამხედრო მეთაური გადაიყვანეს.

ინფორმაცია ამერიკელების მიერ ISIS-ის ლიდერების ევაკუაციის შესახებ პირველად 2017 წლის აგვისტოში გავრცელდა. DFR LAB-ის თანახმად, ინფორმაცია დამოუკიდებელმა სირიულმა გამოცემა Deirezzor 24-მა გაავრცელა. გამოცემა წერდა, რომ აშშ იმ პირების ევაკუაციას ახდენდა, რომლებიც ამერიკისთვის ჯაშუშებად მუშაობდნენ. სხვადასხვა წყაროებმა ეს ინფორმაცია მანიპულაციური ფორმით გაავრცელეს. სწორედ აქედან იღებს სათავეს განმეორებითი დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აშშ სირიიდან ISIS-ის ლიდერების ევაკუაციას ახდენს. DFR LAB-ის ცნობით, თავდაპირველ დეზინფორმაციას მინიმუმ 14 000 გაზიარება ჰქონდა.

         3. დეზინფორმაციის წყაროები

ინფორმაციის პირველწყარო სირიის სამთავრობო გამოცემა SANA-ა, რომელიც ინფორმაციას “სამოქალაქო წყაროებზე” დაყრდნობით ავრცელებს. სტატიაში სხვა მტკიცებულებები არ მოიპოვება. SANA-ზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელეს კრემლისტურმა და ტაბლოიდურმა, ასევე სირიის მთავრობასთან აფილირებულმა გამოცემებმაც. აღნიშნული წყაროები არ ხსნიან, თუ რატომ მოახდენდა აშშ იმ ძალების ევაკუაციას, რომელსაც კოალიცია ებრძვის და ინფორმაციას მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებენ.

"


პროპაგანდის მეთოდები:
  1. Ad nauseam-ის ტექნიკა ერთი და იმავე იდეის განუწყვეტლივ განმეორებას გულისხმობს. ეს შესაძლოა იყოს იდეა, ან მარტივი სლოგანი, რომელსაც იმდენად ხშირად იმეორებენ, რომ ადამიანები მას იჯერებენ.
  2. მტკიცებულებებისა და ფაქტების გარეშე ინფორმაციის ნამდვილ ამბად გასაღება;
  3. ფოტომანიპულაცია

მითების დეტექტორის ლაბორატორია

ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, სირია
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist