განმეორებითი დეზინფორმაცია ევროპარლამენტის დემოკრატიულობის შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

17855502_10211395878705745_87276758787282874_o
27
VIEWS

11 მარტს ტვ ობიექტივის გადაცემა “ღამის სტუდიის” წამყვანმა გია არეშიძემ ევროგაერთიანების ინსტიტუტების არადემოკრატიულობაზე, საარჩევნო სისტემის პრობლემატურობაზე, ასევე მედიისა და ჟურნალისტების არადემოკრატიულ ბუნებაზე ისაუბრა.

გია არეშიძე, წამყვანი: “ვამბობდი, რომ ეს არის ძალიან ცუდი გაერთიანება ყველა მისი სტრუქტურა და ინსტიტუტი. სწორედ ამ არადემოკრატიულობით არის განმსჭვალული. ვის ირჩევს, ვინ ირჩევს, აქ პირდაპირი კავშირი არ არის არჩეულ, ვთქვათ, პარლამენტთან… ევროგაერთიანება თუ დემოკრატიული არ არის და დემოკრატიული პოზიცია არ გააჩნია მის მაუწყებლობას და მის ჟურნალისტებს, მაშინ რად მინდა მე? მე ამაში შესვლა სულაც არ მინდა ესეთ ადგილასაც, სადაც ესეთი, ესეთია მაუწყებლობა და ესეთი უპოზიცია ხალხია.”

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/GOEFmzu9aNQ.jpg?itok=v2jANK6Y”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=GOEFmzu9aNQ”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

 

აღნიშნული მტკიცება უსაფუძვლოა, რადგან ევროპარლამენტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეები პიდაპირი არჩევნების გზით ირჩევენ, ხოლო ლისაბონის ხელშეკრულებით ევროკავშირმა წარმომადგენლობითი დემოკრატია გააძლიერა.

ფაქტი. 1. ევროპარლამენტის წევრები პირდაპირი საყოველთაო კენჭისყრით არიან არჩეული.

ევროპარლამენტი ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოა, რომელიც 5 წელიწადში ერთხელ, პირდაპირი არჩევნების წესით 28 ქვეყნის მოქალაქეების მიერ არის არჩეული.

ევროპარლამენტში წევრი ქვეყნებისათვის ადგილების განსაზღვრა თითოეული ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ხდება. სხვადასხვა საარჩევნო ტრადიციების გამო, არჩევნების სისტემა ყველა ქვეყანაში განსხვავებულია, თუმცა არჩევნები დროის ერთ მონაკვეთში ტარდება და შედეგები ერთდროულად ქვეყნდება. წესების თანახმად, ხმის მიცემა პროპორციული წესით ხდება, რაც მცირე პარტიებსაც აძლევს საშუალებას, მათი ხმა ევროპარლამენტში იყოს წარმოდგენილი.

ამასთან, წევრ ქვეყნებს თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი. მაგ. საკუთარი სურვილისამებრ გადაანაწილონ საარჩევნო ოლქების საზღვრები.

ფაქტი 2. ლისაბონის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღების სისტემა უფრო ღია და გამჭვირვალე გახდა.

ლისაბონის ხელშეკრულება , რომელსაც ხელი 2007 წლის 13 დეკემბერს მოეწერა, ევროკავშირში წარმომადგენლობითი დემოკრატიის გაძლიერებას ითვალისწინებს.

ფაქტი 3. ევროკავშირი წევრი ქვეყნების მოქალაქეებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის სხვადასხვა გზებს სთავაზობს.

  • მოქალაქეთა ინიციატივა

ლისაბონის ხელშეკრულების 11.4 მუხლი მილიონი მოქალაქის მიმართვის საფუძველზე ევროკომისიის მიერ შესაბამისი კანონპროექტის წარდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს.

  • საჯარო კონსულტაცია

როდესაც ევროკომისია ახალ ინიციატივაზე მუშაობას იწყებს ან უკვე არსებულ კანონებს გადახედავს, ხშირად მართავს საჯარო კონსულტაციებს.

კერძო პირებს, საწარმოებს ან ორგანიზაციებს, რომელთაც გარკვეული ინტერესი ან ცოდნა გააჩნიათ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადების შემუშავებაში.

  • დიალოგი მოქალაქეებთან

ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში იმართება დიალოგები, სადაც მოქალაქეებს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა ეძლევათ.

  • ევროპარლამენტისათვის პეტიციის წარდგენა

იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პოლიტიკური საკითხი რომელიმე კერძო პირს, საწარმოსა ან ორგანიზაციას პირდაპირ ეხება, მათ აქვთ შესაძლებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპარლამენტს პეტიცია წარუდგინონ.

  • გამჭვირვალეობა

დაინტერესებულ კერძო პირებსა და ორგანიზაციებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ევროპარლამენტისა და ევროკომისიის მიერ მართულ ონლაინ სარეგისტრაციო სისტემაში, სადაც ისინი საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.

  • საჩივრის წარდგენა

თუ მოქალაქეები თვლიან , რომ ევროკავშირი არ ემორჩილება ევროკანონმდებლობას, მათ აქვთ შესაძლებლობა საჩივარი წარუდგინონ ევროკომისიას. ასევე, შეუძლიათ მიმართონ ევრო მედიატორს თუ თვლიან, რომ ევროკავშირი არალეგალურად მოქმედებს ან ადმინისტრაციულ შეცდომას უშვებს. თუ მოქალაქე თანხის მართვასთან დაკავშრებული უზუსტობის ან ევროკავშირის ოფიციალური პირების მიერ ჩადენილი დარღვევების მოწმე გახდა, მას შეუძლია აღნიშული ინფორმაცია თაღლითობასთან ბრძოლის ევროპულ ოფისს მიაწოდოს. (OLAF)

მსგავსი ტიპის განცხადება, თითქოს ევროკავშირი ბიუროკრატიული და არადემოკრატიული სისტემაა გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელმა , ნანა დევდარიანმა 2017 წლის იანვარში გააჟღერა.

ობიექტივის შესახებ. მედია-კავშირი “ობიექტივი” 2010 წლის აგვისტოში დაფუძნდა. დამფუძნებელთა შორის პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსის” ამჟამინდელი გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი იყო, რომელიც ტელეკომპანიის მართველობაში 2014 წლიდან აღარ ფიგურირებს. პარტიის ოფისი და ტელეკომპანია ერთიდაიგივე შენობაშია განთავსებული.”ობიექტივის” მაუწყებლობა სატელევიზიო სიხშირის გარდა, რადიოთ სიხშირით და ინტერნეტით ხორცილედება. ტელეკომპანია თურქოფობიულ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს. რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპის კომისიის (ECRI) მეხუთე ციკლის ანგარიშში, MDF-ის კვლევაზე დაყრდნობით, ხელისუფლებას მიეცა რეკომენდაცია, არ გააფორმოს ხელშეკრულება, არსებობის შემთხვევაში კი გააქმოს კონტრაქტები ისეთ მედია საშუალებებთან, რომლებიც სიძულვილს აღვივებენ. ანგარიშში ამ კონტექსტში ტვ “ობიექტივიც” მოხვდა.


მამუკა ტყეშელაშვილის კარიკატურა

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ევროკავშირი
წყარო

წყარო

ობ
ობიექტივი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist