განახლება: ვის ეკუთვნის ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი და დაკავშირებულია თუ არა ის ჯორჯ სოროსსა და ბილ გეიტსთან?

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

3.4k
VIEWS

2020 წლის 12 დეკემბერს ფეისბუქ მომხმარებელმა Nona Bakuradze ვუჰანის ბიოლოგიური ლაბორატორიის,  რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო კომპანიის, ჯორჯ სოროსისა და ბილ გეიტსის ფინანსურ კავშირებზე პოსტი გამოაქვეყნა. ავტორის მტკიცებით, ვუჰანის ლაბორატორიას ფარმაცევტული კომპანია Glaxo ფლობს, რომელიც ამასთანავე კომპანია Pfizer-ის მფლობელია. თავის მხრივ, ორივე კომპანია ჯორჯ სოროსის მფლობელობაში არსებული BlackRock ფონდის მიერ იმართება. ავტორი ახსენებს ფილანტროპ ბილ გეიტსსაც, რომელიც, მისი თქმით,  კომპანია Pfizer-ის მთავარი აქციონერია. პოსტი ავითარებს მოსაზრებას, რომ ყველა ჩამოთვლილ აქტორს ვუჰანის ლაბორატორიასა და კორონავირუსის გავრცელებასთან აქვს კავშირი.

;

ვუჰანის ლაბორატორიისთან ამერიკის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ენტონი ფაუჩის ფინანსურ კავშირზე მიუთითებს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის თანადამფუძნებლის ავთანდილ უნგიაძის ფეისბუქ გვერდზე 15 დეკემბერს გამოქვეყნებული პოსტიც, რომლის თანახმადაც კორონავიურისის პანდემია წლების წინ დაიგეგმა. უნგიაძის თქმით, 2015 წელს ენტონი ფაუჩიმ 3.7 მილიონი დოლარი აჩუქა ვუჰანის ლაბორატორიას, რომელიც  “კორონავირუსის შექმნით იყო დაკავებული”.

;

გავრცელებული პოსტები 3 დეზინფორმაციას შეიცავს:  1) ჩამოთვლილი კომპანიებიდან ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის მფლობელი არცერთი არაა, ინსტიტუტი ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ იმართება. 2) მიუხედავად პარტნიორობისა, არც  კომპანია Glaxo, არც BlackRock და არც  ბილ გეიტსი ამერიკული ფარმაცევტული გიგანტის Pfizer-ის მფლობელები არ არიან. 3) დეზინფორმაციია მტკიცება, თითქოს ფაუჩიმ “კორონავირუსის შესაქმნელად” ვუჰანის ლაბორატორიას 2015 წელს გრანტი მისცა. მანიპულაცია ხდება იმ ფაქტით, რომ EcoHealth Alliance-მა კორონავირუსების ოჯახების შესასწვლად გრანტი მიიღო, რა დროსაც ვუჰანის ლაბორატორია პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი იყო.

ნონა ბაკურაძის მიერ გამოქვეყნებული პოსტის პირველწყარო 12 ნოემბერს ვირუსულად გავრცელებული იტალიური ტექსტია, რომელიც სხვადასხვა სოციალურ ქსელში ესპანურად და ინგლისურად ცირკულირებდა, რის შემდეგაც იგი ფაქტების გადამოწმების რამდენიმე პლატფორმამგადაამოწმა. ნონა ბაკურაძის ტექსტი ესპანურ და ინგლისურ ენაზე გავრცელებული პოსტების ზუსტი თარგმანია.

  1. ვუჰანის ვირუსოლოგიის ინტიტუტს არცერთი კერძო კომპანია არ ფლობს 

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში მდებარე კვლევითი ლაბორატორია კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ არაერთი კონსპირაციული თეორიის სამიზნე გახდა. ნონა ბაკურაძის პოსტი ცდილობს სხვადასხვა კერძო კომპანიის გავლით ვუჰანის ლაბორატორია კონკრეტულ აქტორებთან დააკავშიროს, თუმცა რეალურად, ლაბორატორიას არცერთი კერძო კომპანია არ ფლობს. ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსიტუტიჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ იმართება და მისი მთავარი დამფინანსებელი ჩინეთის მთავრობაა.

ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი გასული საუკუნის 60-იან წლებში დაარსდა, 1980-90-იან წლებში ვუჰანის ლაბორატორიამ მწერებისა და ცხოველების ვირუსების, ასევე მოლეკულური ვირუსების კვლევასა და მათ კლასიფიცირებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. აღსანიშნავია ლაბორატორიის როლი 2003 წელს აღმოჩენილი ერთ-ერთი კორონავირუსის SARS-ის კვლევაში. ვუჰანის ლაბორატორია განსაკუთრებით საშიში პათოგენების კვლევაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს და შესაბამისად, მასთან სხვადასხვა ქვეყნის კვლევითი ცენტრები თანამშრომლობენ.

  1. არც კომპანია Glaxo, არც  BlackRock-ის ფონდი, არც ჯორჯ სოროსი და არც ბილ გეიტსი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის მფლობელები არ არიან.

ნონა ბაკურაძის პოსტში ჩამოთვლილი სხვადასხვა კომპანიები საერთო ინტერესებიდან გამომდინარე სხვადასხვა ფორმით მართლაც თანამშრომლობენ, თუმცა კორონავირუსის ერთ-ერთი პირველი ვაქცინის მწარმოებელ Pfizer-ს ჩამოთვლილთაგან არცერთი კომპანია არ ფლობს.

2018 წელს Pfizer-მა და GlaxoSmithKline-მ სამომხმარებელო ჯანდაცვის კუთხით პარტნიორობა წამოიწყეს, რომელიც 2019 წლის აგვისტომდე გაგრძელდა. 2019 წლის 1 აგვისტოს Pfizer-მა აღნიშნული პროგრამის დასრულების შესახებ განაცხადა. თუმცა არც პროგრამის განმავლობაში და არც პროგრამის შემდეგ Pfizer და Glaxo არ გაერთიანებულან, ისინი დამოუკიდებელ ფარმაცევტულ კომპანიებად რჩებიან.

რაც შეეხება Pfizer-ისა და BlackRock-ის ფონდის ურთიერთობებს, BlackRock მართლაც ფლობს Pfizer-ის 7.7%-ს, თუმცა მტკიცება, თითქოს ფონდი ფარმაცევტული კომპანიის ძირითადი მფლობელია,მცდარია.  BlackRock ფინანსური რესურსების მენეჯმენტში წამყვანი საერთაშორისო ფონდია, რომლიც არაერთ კომპანიასთან თანამშრომლობს და მას ათასობით ინვესტორი ჰყავს, რომელთაგანაც ერთ-ერთია ჯორჯ სოროსიც, თუმცა ფონდის საშუალებით ჯორჯ სოროსისა და Pfizer-ის დაკავშირება მანიპულაციურია. არ არსებობს მტკიცებულება, რომ სოროსი Pfizer-ის მართვაში მონაწილეობს.

მცდარია მტკიცებაც, თითქოს ბილ გეიტსი კომპანია Pfizer-ის ძირითადი აქციონერია. რეალურად, ბილ გეიტსი მართლაც თანამშრომლობს კომპანია Pfizer-თან, თუმცა არა ტექნოლოგიური კომპანია “Microsoft”-ის, არამედ საქველმოქმედო ფონდის “ბილ და მელინდა გეიტსების ფონდის” საშუალებით. აღნიშნულმა ფონდმა სხვადასხვა მედიკამენტის წარმოებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად Pfizer რამდენჯერმე დააფინანსა. კორონავირუსის შემდეგ ფონდი აქტიურად თანამშრომლობს Pfizer-თან ისევე, როგორც კორონავიურის ვაქცინის სხვა მწარმოებლებთან. მიუხედავად პარტნიორობისა, არც ბილ გეიტსი და არც მისი ფონდი, Pfizer-ის აქციებს არ ფლობენ.

  1. 2015 წელს ენტონი ფაუჩის ვუჰანის ლაბორატორიისთვის $3,7 მილიონიანი გრანტი “კორონავირუსის შესაქმნელად” არ გადაუცია 

ფაუჩისა და ვუჰანის ლაბორატორიის ფინანსური კავშირების შესახებ მანიპულაცია პირველად 2020 წლის აპრილში გამოცემა Daily Mail-მა გაავრცელა, ხოლო მოგვიანებით იგი ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მათ გაეთზმა გააჟღერეს. რეალურად,  2014 წლის დასაწყისში ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა $3,4 მილიონიანი გრანტი  ამერიკაში დაფუძნებულ საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციას EcoHealth Alliance-ს გამოუყო, რათა მომავალში ღამურებისგან კორონავიურის შესაძლო გავრცელება გამოეკვლიათ. თავის მხრივ, EcoHealth-მა აღნიშნული გრანტიდან 600 000 დოლარი კვლევითი მიზნებით გადასცა ვუჰანის ლაბორატორიას, რომელიც პროექტის ერთ-ერთი თანამონაწილე იყო.

ეს არ ნიშნავს, რომ ვუჰანის ლაბორატორია აღნიშნული გრანტით ახალი კორონავირუსის შექმნაზე მუშაობდა. კორონავირუსები მრავალი წელია არსებობენ და მათი ძირითადი მასპინძლები სწორედ ღამურები და სხვა მღრღნელები არიან. 2003 წელს ჩინეთში ერთ-ერთი კორონავირუსის SARS-ის ეპიდემია დაიწყო, რომლის წყაროც ასევე ღამურა იყო და რომლის კვლევაშიც განსაკუთრებით დიდი როლი ვუჰანის კვლევითმა ცენტრმა ითამაშა. ამგვარად, ვუჰანის ლაბორატორია უკვე წლებია სხვადასხვა კორონავირუსებს იკვლევს, ხოლო ბრალდება, რომ კორონავირუსი ამ ლაბორატორიამ შექმნა, მცდარია.

განახლება: დეზინფორმაცია პანდემიის “წინასწარმეტყველებების” შესახებ 

გარდა ვუჰანის ლაბორატორიისა, ავთანდილ უნგიაძე პოსტში ადრე გავრცელებულ დეზინფორმაციებსაც იმეორებს:

1. უნგიაძის მტკიცებით,  მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით  სხვადასხვა დროს ჩატარებული სიმულაციური ღონისძიებები და ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაკეთებული პროგნოზები ადასტურებს იმას, რომ კორონავიურსის პანდემია წინასწარ დაგეგმილი სცენარი იყო. მას მაგალითად მოჰყავს ენტონი ფაუჩის 2017 წლის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ტრამპის პირველი ვადის განმავლობაში გლობალური პანდემია გარდაუვალი იყო. სინამდვილეში, აღნიშნულ განცხადებაში ფაუჩის არც COVID-19 უხსენებია და არც კონკრეტული თარიღი დაუსახელებია, მისი განცხადება არსებული რისკების ზოგად შეფასებას შეეხებოდა.

ვრცლად, იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალა:
“7 მითი COVID-19-ზე ტვ “ობიექტივის” და “ილიონის” ეთერში”

პოსტს დართული აქვს 2012 წლის ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის ვიდეოც,  სადაც, ავტორის მტკიცებით, კორონავირუსის პანდემიის სცენა გათამაშდა. სინამდვილეში, ოლიმპიადის გახსნის ვიდეოში ნაჩვენები ნაწილი არა კორონავირუსის პანდემიას, არამედ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამსახურს (NHS) მიეძღვნა, რომელიც მოსახელობის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უფასოდ ემსახურება. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატია:
“რა კავშირი აქვს “Исцели Себя Сам”-ს ლონდონის 2012 ოლიმპიადასთან და კორონავირუსთან?”

პოსტების გავრცელება 

2020 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით Nino Bakuradze-ის პოსტს 80 გაზიარება აქვს. ფეისბუქ მომხმარებელმა Nona Agdgomelashvili პოსტი 3  საჯარო ჯგუფში გააზიარა: კორონა მაფიაანტი-მასონობა. „ანტიქრისტეს“ ახალი მსოფლიო წესრიგი (NWO); ანტი-ეკუმენიზმი, საერთო სახალხო მოძრაობა ქართველი ერის გადარჩენისთვის!. იდენტური ტექსტი გამოაქვეყნა Nina Marji-მაც.

ავთანდილ უნგიაძის პოსტს 68 გაზიარება აქვს. პოსტის ტექსტი გამოცემა News Front გამოაქვეყნა სათაურით “როგორ იგეგმებოდა ის, რაც ახლა ხდება!”. News Front-ის ბმულს 30 გაზიარება აქვს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს – შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.
იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, ჩინეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist