გაიკეთა თუ არა კამალა ჰარისმა კოვიდ-19-ის ვაქცინა?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

251
VIEWS

2021 წლის 5 სექტემბერს, Facebook მომხმარებელმა ‘ნინო ნინო’ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის ვაქცინაციის კადრებია ასახული. ვიდეოში რამდენჯერმე მეორდება სცენა, სადაც ჩანს, რომ სამედიცინო პერსონალი ინექციის დასრულების შემდგომ თითქოს შპრიცის წვერს ასწორებს. ვიდეოს აღწერის მტკიცებით, ჰარისს სინამდვილეში ვაქცინა არ გაუკეთებია და სცენა ხალხის მოსატყუებლად გაითამაშა. 12 სექტემბერს ანალოგიური შინაარსის ვიდეოები მომხმარებლებმა Khatuna Khatun და Tamazi GIorgevich Odzelashvili გამოაქვეყნეს.

"

"
მტკიცება, თითქოს კამალა ჰარისმა საკუთარი ვაქცინაციის სცენა გააყალბა და ვაქცინა არ გაუკეთებია, დეზინფორმაციაა. სინამდვილეში, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის აცრის დროს უსაფრთხო შპრიცის ერთ-ერთი სახეობა, ე.წ. ეკლიფსური შპრიცი“ (BD Eclipse Needle) იყო გამოყენებული, რომელიც აშშ-ში მასშტაბურად გამოიყენება და მედპერსონალის მიერ თვითდაზიანების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.

2020 წლის 29 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა მოდერნას ვაქცინა საჯაროდ გაიკეთა, რათა შეერთებოდა კამპანიას, რომელიც ცნობადი ადამიანების მიერ საჯაროდ ვაქცინის გაკეთებით მოსახლეობაში შიშის აღმოფხვრასა და ვაქცინების მიმართ მეტი ნდობის გაჩენას ისახავს მიზნად. ვაქცინაციის ვიდეოს მაღალი ხარისხში ნახვისას (0:15 წამზე), შესაძლებელია ე.წ “ეკლიფსური შპრიცის“ იდენტიფიცირება და იმის დადასტურებაც, რომ მას ბასრი წვერი ნამდვილად აქვს.

"

ე.წ “ეკლიფსური ნემსის” გამოყენების ინსტრუქციაში ვიგებთ, რომ გამოყენების შემდეგ მას მედპერსონალმა სპეციალურად მიმაგრებული დამცავი ფენა უნდა გაუკეთოს, რაც ავტომატურად, მიმაგრებულ დამცავზე მიწოლით ხდება. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ ინექციის დასრულების შემდეგ, ექიმი ნემსის დამცავი ფენით სკამის ზედაპირს აწვება, რითაც ბასრი წვერის დაფარვა ხდება. (ვიდეოში ამის დანახვა 0:30 წამზეა შესაძლებელი).

შპრიცის გაკეთების ინსტრუქციის ვიდეო ხელმისაწვდომია აქ.

ე.წ უსაფრთხო შპრიცები ძირითადად იმ მიზნით გამოიყენება, რომ მედპერსონალმა საკუთარ თავს ან პაციენტს შემთხვევით ფიზიკური დაზიანება არ მიაყენოს. ისინი დიდი ხანია მასობრივ მოხმარებაშია და რეკომენდირებულია როგორც FDA-ს, აგრეთვე ევროკავშირის მიერაც.

ვაქცინაციის შპრიცები კონსპირაციების საგანი ადრეც გამხდარა. მეტი ინფორმაციისათვის, იხილეთ „მითების დეტექტორის“ მასალები:

კამალა ჰარისის ვიდეო ვირუსულად გავრცელდა არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოენოვან სოციალურ მედიაშიც. თავის დროზე ვიდეოს სტატია მიუძღვნა Reuters-მა, აგრეთვე სხვადსხვა ინგლისურენოვანიტალიურენოვანმა და პოლონურენოვნმა გამოცემებმა.

წყაროს შესახებ

პოსტის ავტორი, ნინი ნინო, სავარაუდოდ ყალბი ანგარიშია, ვინაიდან მას პიროვნულობის მაიდენტიფიცირებელი არც ერთი ფოტო გამოქვეყნებული არ აქვს, URL მისამართში კი dato.okribelashvili.77-ია მითითებული. ანგარიში სხვადასხვა დროს აქვეყნებდა ნამახვან ჰესის საწინააღმდეგო და ლევან ვასაძის პარტია „ერის“ მხარდამჭერ პოსტებს.

"

ნინო ნინოს-მიერ გავრცეებული დეზინფორმაცია მითების დეტექტორმა ადრეც გადაამოწმა. დეტალებისათვის, იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

 

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist