დეზინფორმაციაა, თითქოს ისრაელში ვაქცინირებულთა სიკვდილიანობამ აუცრელთა სიკვდილიანობას გადააჭარბა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

39
VIEWS

14 თებერვალს ჰომეოპათმა თინა თოფურიამ ფეისბუქ-პოსტი გამოაქვეყნა. მისი მტკიცებით ისრაელში ვაქცინირებულთა სიკვდილიანობამ აუცრელთა სიკვდილიანობას გადააჭარბა, თუმცა ვაქცინაციის პროცესი მაინც გრძელდება. მან რუსულენოვანი გამოცემის universe-tss.su-ს მასალა გააზიარა, რომელიც პოსტში გამოთქმულ მტკიცებას იმეორებს, თუმცა რუსული პუბლიკაციის  სათაური ყურადღებას ასაკიანი ვაქცინირებულების გარდაცვალებაზე ამახვილებს: “ფარული გახდა ცხადი: ისრაელში აცრილი მოხუცები უფრო ხშირად კვდებიან, ვიდრე აუცრელები” (“Тайное стало явным: В Израиле привитые старики умирают чаще, чем не привитые”). ტექსტში კი დაკონკრეტებულია, რომ ვაქცინაციის შემდეგ ისრაელში კორონავირუსისაგან იმაზე მეტი 85 წელს გადაცილებული ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე მთელი 2020 წლის მანძილზე და აღნიშნულია, რომ ეს ტენდენცია 65 წლის ზევით მყოფი ადამიანების შემთხვევაშიც იდენტურია.

;

19 თებერვლის მდგომარეობით, თოფურიას პოსტს 190 გაზიარება აქვს. გარდა ამისა, universe-tss.su-ს მასალის ბმული 4 ქართულენოვან ფეისბუქ-ჯგუფში გაზიარდა.

;

თინა თოფურიას პოსტისა და რუსულენოვან სტატიის მტკიცება, თითქოს ისრაელში კორონავირუსით გამოწვეულმა ვაქცინირებულთა სიკვდილიანობამ აუცრელთა სიკვდილიანობას გადააჭარბა, კერძოდ კი ხანშიშესული ადამიანების შემთხვევაში, მცდარია. 1. ისრაელში იანვრის თვეში კორონავირუსით გარდაცვლილთა 97% ვაქცინირებული არ იყო; 2. Pfizer-ის ვაქცინამ 93%-იანი ეფექტიანობა აჩვენა; 3. წინასწარი ანალიზის მიხედვით ხანშიშესულ ადამიანებში ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ COVID-19-ით 35%-ით ნაკლები  სიკვდილიანობაა.

  1. ისრაელში იანვრის თვეში კორონავირუსით გარდაცვლილთა 97% ვაქცინირებული არ იყო

 18 თებერვლის მონაცემებით, ისრაელში კორონავირუსით სულ 5486 ადამიანია გარდაცვლილი. იანვრის თვეში სიკვდილიანობა მაღალი იყო, გარდაცვლილთა მთლიანი რაოდენობის 30% სწორედ იანვარში გარდაიცვალა, თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენჯამინ ნეთანიეჰუმ 9 თებერვალს განაცხადა, რომ ბოლო 30 დღეში კორონავირუსით გარდაცვლილი 1536 ადამიანის 97% ვაქცინირებული არ ყოფილა.

  1. ისრაელში Pfizer-ის ვაქცინამ 93%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

The Times of Israel-ის 11 თებერვლის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ისრაელის ჯანდაცვის  ერთ-ერთი პროვაიდერი, რომელმაც 523 000 ადამიანი Pfizer-ის ორივე დოზით აცრა, ამბობს, რომ კორონავირუსის დიაგნოზი მხოლოდ 544 ადამიანს, ანუ 0.1%-ს დაუსვეს, გამოვლინდა 4 მძიმე შემთხვევა, თუმცა არცერთი გარდაცვალება. ამ მონაცემების მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინამ 93%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. 18 თებერვლის მდგომარეობით, ისრაელში ვაქცინის პირველი დოზა 3.67 მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა, რაც მოსახლეობის 40%-ზე მეტია, მოსახლეობის 28%-ზე მეტმა კი უკვე მეორე დოზაც მიიღო.

  1. წინასწარი ანალიზის მიხედვით, ხანშიშესულ ადამიანებში, ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ, 35%-ით ნაკლები COVID-19 სიკვდილიანობაა.

რაც შეეხება უშუალოდ ხანშიშესულ ადამიანებს, Deutsche Welle ვიზმანის ინსტიტუტის წინასწარ ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომ 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ 56%-ით ნაკლები ინფექცია, 42%-ით ნაკლები ჰოსპიტალიზაცია და 35%-ით ნაკლები COVID-19-ით გამოწვული სიკვდილიანობაა.

Ourworldindata.org-ზე ისრაელში ვაქცინაციის კოვიდ-სიტუაციაზე გავლენის განახლებადი ინფორმაციაა განთავსებული, ვებ-გვერდის მონაცემებში ვხედავთ, რომ ისრაელში ვაქცინაციის დაწყებიდან დაახლოებით 1 თვის შემდეგ, 15 იანვრიდან 60 წელს ზემოთ მყოფი ვაქცინირებული მოსახლეობის ინფიცირების რიცხვი მცირდება. გარდა ამისა, მცირდება 60 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობის ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელიც.

;

;
წყარო: ourworldindata.org

წყაროების შესახებ

თინა თოფურიას ისრაელში ვაქცინირებულთა სიკვდილიანობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის წყაროდ რუსულენოვანი გამოცემა universe-tss.su-ს ბმულს აზიარებს. თავის მხრივ, აღნიშნულ გამოცემას რუსულენოვანი სოციალური ქსელის LiveJournal-ის ბლოგერი ფსევდონიმით antiscientism მოჰყავს წყაროდ და წერს, რომ ის ამერიკელი ბლოგერია, თუმცა მას ბლოგი რუსულ ენაზე აქვს გამოქვეყნებული.

;

რაც შეეხება LiveJournal-ის ბლოგერ antiscientism-ის წყაროს, მან საკუთარ ბლოგზე ფეისბუქ-პროფილ David Segal-ის პოსტი უცვლელად გამოაქვეყნა.

Whois Lookup-ის მიხედვით, რუსულენოვანი გამოცემა universe-tss.su 2013 წელსაა რეგისტრირებული და მისი IP მისამართი სანკტ-პეტერბურგშია.

;

ფეისბუქ-პროფილ David Segal-ს პოსტის ბოლოს წყაროს სახით რამდენიმე ბმული აქვს მითითებული, თუმცა მათზე გადასვლისას ვაქცინირებულთა და არავაქცინირებულთა გარდაცვალებასთან მიმართების შესახებ მონაცემები განთავსებული არაა. აღნიშნულ ბმულებზე გვხვდება ისეთი სტატისტიკური მონაცემები, როგორებიცაა ჩატარებული ტესტების რაოდენობა, გარდაცვლილთა რაოდენობა, COVID-19-ის ახალი შემთხვევები მათი გამოვლენის დროის, ასევე სქესისა და ასაკის მიხედვით, გარდა ამისა, ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობისა და ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, აღნიშნული მონაცემები არ ადასტურებს, რომ ისრაელში უფრო მეტი ვაქცინირებული ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე არავაქცინირებული.

;


არქივის ბმული:Tina Topuria


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist