დეზინფორმაცია, თითქოს პირბადე ინტოქსიკაციას იწვევს და მისი გამოყენება სტერილურ გარემოშია შესაძლებელი

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

41
VIEWS

2020 წლის 3 ოქტომბერს Tvalsazrisi.ge-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ თერაპევტ და ასტროფსიქოლოგ ნონა აღდგომელაშვილთან, სათაურით: ,,უნდა იცოდეთ, პირბადეს გააჩნია კატეგორიული უკუჩვენებები! – ექიმ ნონა აღდგომელაშვილის განგაში”. მასალაში რესპონდენტი საუბრობს პირბადის გამოყენების უარყოფით მხარეებზე და აღნიშნავს, რომ პირბადეს ადამიანის ნახშიროჟანგით ინტოქსიკაცია შეუძლია. მისივე თქმით, ნიღბები ეფექტიანობას მხოლოდ სტერილურ გარემოში ინარჩუნებს და არა მაგალითად, საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

მტკიცება, რომ პირბადეს შეუძლია ადამიანის ნახშიროჟანგით ინტოქსიკაცია ან მისი გამოყენება ეფექტიანი მხოლოდ სტერილურ გარემოშია, არ შეესაბამება სიმართლეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, რეკომენდაციების სრული დაცვითა და სიზუსტით გამოყენებული პირბადე ვირუსისგან თავდაცვის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა და მას გავრცელების პრევენციაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. 

პირბადეების შესახებ მსგავსი შინაარსის დასაუბუთებელი მტკიცებები სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედია საშუალებებში აქტიურად ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით,  რეკომენდაციების დაცვით დამზადებული პირბადის ხანგრძლივი ტარება ორგანიზმში ნახშირორჟანგის კრიტიკული რაოდენობის დაგროვებას არ იწვევს და შესაბამისად, არც ინტოქსიკაციის საფრთხე არ დგება.

სამედიცინო პირბადეებს არ აქვთ მხოლოდ ქირურგიული დატვირთვა და მათი ტარება ქმნის ბარიერს იმ ნაწილაკებისთვის, რომლებიც ცემინების, ხველის ან საუბრის დროს იფრქბება.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციებით, პირბადის გამოყენება განსაკუთრებით აუცილებელია საზოგადოებრივი თავშეყრის არეალებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვა სოციალური დისტანცირების ზომების მიღება რთულია.

ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამედიცინო პირბადეები წარმოადგენს პირად დამცავ აღჭურვიობას. ადმინისტრაცია განმარტავს, რომ მათი ტარების ეფექტიანობა მის ტიპსა და სწორად გამოყენებაზეა დამოკიდებული და არ იძლევა კონკრეტულ მითითებას, რომ ის მხოლოდ სტერილურ გარემოში იქნას გამოყენებული.

ვინ ავრცელებს დეზინფორმაციას?

Tvalsazrisi.ge-ს ინტერვიუს აქტიურად აზიარებენ სოციალურ ქსლებში. მათ შორის ფეისბუკ გვერდები: კორონა აფიორადა კორონა მაფია, crowdtangle-ის საძიებო სისტემის მიხედვით, ინტერსულ 246 გაზიარება აქვს.

;;

იხილეთ მითების დეტექტორის მიერ მომზადებული მასალა ამავე თემაზე:

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist