დეზინფორმაცია, თითქოს ნადეჟდა სავჩენკო საცხოვრებლად რუსეთში გადადის

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

444444 (1)
60
VIEWS

25 დეკემბერს მედია საშუალებებმა The Georgian Times და nsp.ge გაავრცელეს ინფორმაცია, სათაურით „ნადეჟდა სავჩენკო, პირადი უსაფრთხოების გამო საცხოვრებლად რუსეთში გადადის”. პუბლიკაციის თანახმად, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო პირადი უსაფრთხოების გამო ოჯახთან ერთად უკრაინის დატოვებას აპირებდა. მასალაში წყაროდ მითითებულია ბრიტანული BBC, ასევე მოყვანილია ნადეჟდა სავჩენკოს ციტატა, თითქოს ის რუსეთში საცხოვრებლად გადადის, რადგან „იქ უსაფრთხოა, ნაცნობი ენაა და არის სამუშაო. რუსეთი არ არის ევროპა, სადაც გაუტანლობა და სოდომია”.

აღნიშნული ინფორმაცია ყალბია.

არც BBC-ს და არც სხვა დასავლურ გამოცემას ნადეჟდა სავჩენკოს რუსეთში საცხოვრებლად გადასვლაზე ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. სტატიაში მითითებულია ლინკი, რომელიც BBC-ის მთავარ გვერდზე გადადის, სადაც სავჩენკოსთან დაკავშირებული მსგავსი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. BBC-ის ინგლისურენოვან ვებ-გვერდზე ნადეჟდა სავჩენკოსთან დაკავშირებული ბოლო მასალა 2016 წლის 2 ნოემბრით თარიღდება, რომელშიც სავჩენკო იგონებს, თუ როგორ დაეხმარა ბრიტანელი სელებრითი ჯეიმი ოლივერის მიერ მომზადებული კერძების ფოტოები შიმშილობის დროს. რუსულენოვანი BBC-ს ვებ-გვერდზე ნადეჟდა სავჩენკოს შესახებ ბოლო ინფორმაცია 2016 წლის 22 დეკემბრით თარიღდება, სადაც ნათქვამია რომ სავჩენკო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) უკრაინის დელეგაციის შემადგენლობიდან ამოიღეს.

ყალბი ინფორმაციის პირველწყარო: რუსულენოვანი მედია

3. სავჩენკოს რუსეთში გადასვლასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი ინფორმაცია 23-24 დეკემბერს რუსულენოვან საიტებზე Конт.wsx-true.infopravda-tv.ru და სხვა გავრცელდა. რუსულენოვან სტატიებშიც ქართული პუბლიკაციების ანალოგიურად აღნიშნული იყო, თითქოს BBC-ის ცნობით სავჩენკო საცხოვრებლად რუსეთში გადადიოდა და მოყვანილი იყო მისი ყალბი ციტატა: „Я вывезу всех в Россию – там безопасно, понятный язык и есть работа. Причины очевидны. Россия – не Европа, где есть одна подлость и содомия.”.

ნადეჟდა სავჩენკოს შესახებ

უკრაინის საჰაერო ძალების  ყოფილი  სამხედრო პილოტი ნადეჟდა სავჩენკო 2014 წლის ივნისში აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსმა სეპარატისტებმა დააკავეს. რუსულმა მხარემ მფრინავი ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დაადანაშაულა, ხოლო დონეცკის სასამართლომ 22 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2014 წლის დეკემბერში სავჩენკომ უკანონო პატიმრობის პროტესტის მიზნით შიმშილობა გამოაცხადა. სავჩენკოს დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში მისი მხარდამჭერი აქციები გაიმართა. 2016 წლის 25 მაისს ვლადიმირ პუტინმა ნადეჟდა სავჩენკო შეიწყალა, ხოლო უკრაინულმა მხარემ სანაცვლოდ ორი რუსი სამხედრო გაათავისუფლა. 2014 წლის ნოემბრიდან ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist