დეზინფორმაცია, თითქოს კონსტანტინოპოლის ეკლესიას თურქეთი და აშშ აფინანსებს და აკონტროლებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

580
VIEWS

2017 წლის 9 ნოემბერს ონლაინ გამოცემა “საქართველო და მსოფლიო”-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ჟურნალისტ დავით მხეიძის სტატია, სათაურით “თუ გვინდა, გადავრჩეთ, ჩვენი ადგილი რუსეთის პოლიტიკურ-ეკლესიურ ფარვატერში უნდა ვეძებოთ”. სტატიაში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს პატრიარქ ბართლომე I-ს აშშ და თურქეთი აფინანსებენ და შესაბამისად, ეს ქვეყნები კონსტანტინოპოლის ეკლესიას აკონტროლებენ.

დავით მხეიძე, საქართველო და მსოფლიო: “მსოფლიოს პატრიარქ ბართლომეს გავლენა კონსტანტინეპოლის ეკლესიის გალავანს იქით არ ვრცელდება, და მეორე _ საიდუმლო არავისთვის არის, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიას, ერთი მხრივ, თურქეთი აფინანსებს და აკონტროლებს და, მეორე მხრივ, აშშ-ის სპეცსამსახურები.”

“საქართველო და მსოფლიოს” მიერ გავრცელებული სტატია დეზინფორმაციაა, რადგან კონსტანტინოპოლის ეკლესიას თურქეთის სახელმწიფო არ აფინანსებს. მისი ძირითად შემოსავალი დასავლეთ ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში არსებულ ეპარქიებსა და ეკლესიებს უკავშირდება.

      1. ინფორმაცია თურქეთის მიერ კონსტანტინოპოლის დაფინანსების შესახებ სიცრუეა

გერმანიის აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტის თეოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრანტი შოთა კინწურაშვილი “მითების დეტექტორთან” აღნიშნავს, რომ ინფორმაცია, თითქოს კონსტანტინოპოლის ეკლესიას თურქეთი აფინანსებს, მცდარია, რასაც შემდეგი ფაქტები ადასტურებს:

  • თურქეთის ხელისუფლება არ აღიარებს ბართლომეს ტიტულს – „მსოფლიო პატრიარქი“ და მას მხოლოდ  თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მცირე მართლმადიდებლური თემის წინამძღოლად მიიჩნევს.
  • 1971 წელს თურქეთის ხელისუფლებამ მსოფლიო მნიშვნელობის ხალკის მართლმადიდებელური საღვთისმეტყველო ცენტრი დახურა, რომლის გახსნისათვის პატრიარქი ბართლომე დღემდე იბრძვის.ამასთანავე, ეკლესიას ჩამოართვეს უძრავი და მოძრავი ქონება, თავად თურქეთის ტერიტორიაზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს არ აქვს და ეკრძალება სასულიერო პირებისათვის მოსამზადებელი სკოლების გახსნა .

      2. კრეტის კრება და ფინანსები

  • საერთომართლმადიდებლური კონფერენციების ხარჯებს თავიდანვე სრულად მსოფლიო საპატრიარქო ფარავს.  უშუალოდ  კრეტის კრების ორგანიზებასა და ჩატარებაში ფინანსური ხარჯები ყველა მონაწილე ავტოკეფალურმა მართლმადიდებელმა ეკლესიებმა გადაინაწილეს.
  • თავად კონსტანტინოპოლის ეკლესიის ფინანსების დიდი ნაწილი, დასავლეთის ქვეყნებს უკავშირდება, რაც იმით არის განპირობებული, რომ კონსტანტინოპოლის ეკლესიის მრევლი, ეკლესია-მონასტრების უდიდესი ნაწილი დასავლეთ ევროპასა და აშშ-შია. შესაბამისად, განვითარებული ქვეყნები ფინანსურად ძლიერ მორწმუნეებსაც წარმოადგენენ. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქო ექვსი არქიეპისკოპოსის ეპარქიისგან, რვა ეკლესიისგან და 18 მიტროპოლიისგან შედგება. რვა ეკლესიიდან ორი, ფინეთისა და ესტონეთის, ავტონომიურია.
  • საეკლესიო კრებისათვის ყველა ეკლესია დაახლოებით 100.000-200.000 $ გასცემს. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კრებაში მონაწილეობაზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ კრებისათვის „დიდი და გაუმართლებელი” ხარჯების გაღება იყო.

      3. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის უარი კრეტის კრებას

შოთა კინწურაშვილის შეფასებით, ქართული ეკლესიის მოულოდნელმა უარმა კრებაში მონაწილეობაზე საზოგადოებას მასზე რუსული ეკლესიის გავლენის საფუძვლიანი ეჭვი შეუქმნა: “ეკლესიის წიაღში გაძლიერებული რადიკალი სამღვდელოების ყალბმა საინფორმაციო მანქანამ, ფაქტობრივად ყველა კრების მოწინააღმდეგედ განაწყო და უსაფუძვლო შიშები აღძრა. ხოლო საერთომართლმადიდებლურ ფონზე კიდევ უფრო დააზიანა ბერძნულ საპატრიარქოებთან უერთიერთობები და კავშირები. კრეტის კრებაზე წასვლა სმე-ის მხრიდან იქნებოდა ერთგვარი სიმბოლური აქტი, რომ ეკლესია არ თამაშობს რუსული პოლიტიკური მართლმადიდებლური წესებით და პირიქით თვითმყოფადი, დამოუკიდებელი და ძლიერია საკუთარ გადაწყვეტილებებში. ეს სრულად გაფანტავდა საფუძვლიან ეჭვებს.”

     4. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსა და მისი წინამძღოლის როლი

შოთა კინწურაშვილის თქმით,კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოსა და მისი წინამძღოლის როლი ქართული საზოგადოებისათვის გაურკვეველი და ბუნდოვანია. კინწურაშვილი განმარტავს, რომ  რომის ეკლესიასთან გაყოფის შემდეგ კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი ისტორიულად და კანონიკურად პირველ და თანასწორთა შორის უპირატეს მღვდელთავარს წარმოადგენს. მისივე თქმით, კონსტანტინოპოლის ეკლესიისთვის დასავლური ღირებულებები უცხო არ არის, რადგანაც ეს ეკლესია სწორედ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებს ეფუძნება.

თემატიკა: რელიგია
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ, თურქეთი
წყარო

წყარო

საქა
საქართველო და მსოფლიო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist