დეზინფორმაცია თითქოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში გამოყენებული წამლები დასავლეთში აკრძალულია

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

3366bbf89d68963fb78f760e89bf14a4
1.1k
VIEWS

22 იანვარს, ჟურნალ „ვეტერანს თუდეი“-ს საქართველოს ბიუროს ხელმძღვანელმა ჯეფრი სილვერმანმა გაზეთ “ასავალ-დასავალისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში მკურნალობისთვის ის ვაქცინები გამოიყენება, რომლებიც ევროპასა და ამერიკაში აკრძალულია. აღნიშნულის ერთ-ერთ დასტურად ჟურნალისტმა „ცე ჰეპატიტის“  მკურნალობა დაასახელა.

ჯეფრი სილვერმანი, ჟურნალი „ვეტერანს თუდეი“: “საქმე იმაშია, რომ უკვე დიდი ხანია, ჩვენში იმ ვაქცინებს იყენებენ, რომლებიც აკრძალულია ევროპასა და ამერიკაში. “ც” ჰეპატიტის მკურნალობაც ექსპერიმენტი იყო და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებაც”.

ასავალ-დასავალი, 22-28 იანვარი

გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა, რადგან C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამაში გამოყენებულ პრეპარატები,  სოფოსბუვირი და ჰარვონი ევროპასა და ამერიკაში აკრძალული არაა: სოფოსბუვირს ევროპული და ამერიკული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები გააჩნია, ხოლო ჰარვონის  ეფექტიანობა არაერთი კლინიკური კვლევის შედეგადაა დადასტურებული.  2015-2017 წლებში, სახელმწიფო პროგრამით მკურნალობა 36 012 პაციენტს ჩაუტარდა, განკურნების მაჩვენებელმა 98%-ს მიაღწია. განიკურნა 24 481 პაციენტი.

ამ თემაზე მითების დეტექტორმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა. მოწოდებული პასუხების, ასევე შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივ მიმოხილვაზე დაყრდნობით გთავაზობთ ფაქტებს პროგრამის საჭიროებების, მასში გამოყენებული მედიკამენტების და შედეგების შესახებ.

  • C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის პირველ ეტაპზე პრეპარატი სოფოსბუვირი, ხოლო მეორე ეტაპზე – ჰარვონი გამოიყენება. ორივე მათგანი გამოირჩევა მაღალი ეფექტურობით და გვერდითი მოვლენების სიმცირით. ამასთან ძვირადღირებული მედიკამენტები პაციენტებს სრულიად უფასოდ მიეწოდებათ და ასევე ხდება საჭირო კვლევების თანადაფინანსება.
  • სოფოსბუვირს– გააჩნია აშშ-ის საკვებისა და ადმინისტრაციის (Food & Drug Administration – FDA), ასევე ევროპის სამედიცინო სააგენტოს (Medicinal Agency – EMA ) მიერ გაცემული , საერთაშორისო და ქართულ ბაზარზე აღიარებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ჰარვონი – C ჰეპატიტის მკურნალობის მეორე ეტაპზე გამოიყენება და იგი პრეპარატების, სოფოსბუვირისა და ლედიპასვირის სინთეზია. ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ  ჰარვონმა 12 კვირის განმავლობაში C ჰეპატიტის 1 გენოტიპის მქონე მოზრდილი პაციენტების 96-99% განკურნა, რომლებსაც რაიმე სახის წინასწარი თერაპია არ ჰქონდათ ჩატარებული.
  • ორივე მედიკამენტი საქართველოს სრულიად უფასოდ კომპანია „გილეადმა“ გადმოსცა. Gilead Sciences 1987 წელს აშშ-ში დაარსებული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც შიდსის, B და C ჰეპატიტის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო მედიკამენტებს აწარმოებს და ჩრ. ამერიკაში, ევროპასა და ავსტრალიაში საქმიანობს.

C ჰეპატიტი საქართველოში და მისი ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შედეგები

საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მიერ 2015 წელს ჩატარებული პოპულაციური სეროპრევალენტობის კვლევის მიხედვით, საქართველოში С ჰეპატიტის გავრცელების მაჩვენებელი 7,7% იყო, ხოლო აქტიური დაავადება  მოსახლეობის 5,4%-ს ჰქონდა.

"

* HCV- С ჰეპატიტის გამომწვევი ვირუსული ინფექცია

2015 წელს ამოქმედდა С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა.  2015 წლის აპრილიდან 2017 წლის 31 ოქტომბრამდე მკურნალობა ჩაუტარდა სულ 36012 პაციენტს, ხოლო განკურნების მაჩვენებელიმა 98%-ს მიაღწია. განიკურნა 24 481 პაციენტი.

"

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის მკურნალობის კომპონენტში ქვეყნის მასშტაბით ჩართულია 32-მდე  სამკურნალო დაწესებულებაა ჩართული, მათ შორის 1  სასჯელაღსრულების სისტემაში.

საქართველოს მაგალითზე  მსგავსი უფასო პროგრამა ისლანდიაშიც დაიწყო, ხოლო გერმანია, საფრანგეთი და იტალია ფასის შემცირების მიზნით მედიკამენტის ერთად შესყიდვას ახორციელებენ. 2017 წლის 1 ნოემბერს, ბრაზილიაში, ჰეპატიტების მსოფლიო სამიტზე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროცესში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს  „NOhep Visionary“-ს საპატიო სტატუსი მიენიჭა. სამიტზე ხაზი გაესვა ელიმინაციის პროგრამის მიღწევებს და საქართველო სხვა ქვეყნებისთვის სანიმუშო და მისაბაძ მაგალითად დასახელდა.

C ჰეპატიტის პროგრამასთან დაკავშირებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციაზე ‘მითების დეტექტორი ადრეც წერდა.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist