დეზინფორმაცია, თითქოს ბორის ჯონსონმა სააკაშვილი კგბ-ს დავალებით მოქმედებაში დაადანაშაულა

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

22
VIEWS

30 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა “სამოქალაქო საზოგადოება – XXI. civil society” გააზიარა ვიდეო, სათაურით “ბორის ჯონსონი: სააკაშვილი მოქმედებს კგბ (KGB) თანხებით”. გვერდი პოსტის აღწერაში იგივე ტექსტს იმეორებს, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ  ვიდეოში გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საქართველოს მე-3 პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს კგბ-ს თანხებითა და დავალებით მოქმედებაში ადანაშაულებს. ფეისბუკი გვერდი იმავე სახელწოდების youtube არხის ვიდეოს აზიარებს, რომლის აღწერაში შემდეგი ტექსტია მოცემული:

 

სამოქალაქო საზოგადოება XXI: “რუსებიც ვეღარ მალავენ რომ მიხო სააკაშვილი KGB-ს დავალებით მოქმედებს, რაც ცოტა ხნის წინ ინტერვიუში დაადასტურა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა. ბრიტანეთის პრემიერმა სატელევიზიო ინტერვიუში პირდაპირ განაცხადა, რომ სააკაშვილი მოქმედებს KGB-ს თანხებით და დავალებითო – რის შესახებაც, როგორც ყოველთვის საქართველოში ჩამი ჩუმი არ ისმის”.

"
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბორის ჯონსონმა მიხეილ სააკაშვილზე განაცხადა, რომ ის კგბ-ს თანხებით მოქმედებს, დეზინფორმაციაა. ვიდეო, რომელსაც გვერდი ეყრდნობა რუსული გადაცემა “60 წუთიდან” არის, ხოლო მასში ბრიტანეთის პრემიერის მსგავსს განცხადებას საერთოდ არ ვხვდებით.

გვერდი “სამოქალაქო საზოგადოება – XXI. civil society” აზიარებს ნაწყვეტს Rossiya 24-ის სატელევიზიო შოუდან “60 წუთი”, რომელიც ეთერში 26 ოქტომბერს გავიდა. აღნიშნულ მონაკვეთში რუსმა პოლიტიკოსმა, პარტია “Единая Россия”-ს წევრმა ოლეგ მოროზოვმა აღნიშნა, რომ დასავლეთი შეიშალა და მაგალითად მოიყვანა გერმანიის თავდაცვის მინისტრის ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის განცხადება, რომელიც თვლის, რომ ნატოს რუსეთის მიმართ ხისტი პოზიცია უნდა ჰქონდეს და დააფიქსიროს, რომ ის მზად არის რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ხასიათის ზომები მიიღოს.

მოროზოვმა ახსენა მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც, მისი თქმით, შეშლილი თვალებით და ძალიან ჯანმრთელი გარეგნობით უკვე 26 დღეა შიმშილობს. ამის შემდეგ მოროზოვმა ბორის ჯონსონსზე განაცხადა, რომ იგი იმ მინიშნებებით მოქმედებს, თითქოს ის ამას კგბ-ს ფულით აკეთებს. ამ განცხადებიდან გაუგებარია, რას გულისხმობს მოროზოვი, როდესაც ბორის ჯონსონსა და კგბ-ზე საუბრობს და მიემართებოდა თუ არა მისი ნათქვამი სააკაშვილს. ვიდეოს youtube ბმულის აღწერაში ნათქვამია, რომ ბორის ჯონსონმა სააკაშვილზე სატელევიზიო ინტერვიუში ისაუბრა და სწორედ იქ განაცხადა, რომ სააკაშვილი კგბ-ს დავალებით მოქმედებს, თუმცა აღნიშნულ ინტერვიუში მსგავსი განცხადება არც მოროზოვს გაუკეთებია და არც ბორის ჯონსონს და ამ შინაარსის ჯონსონის განცხადება  არც სხვა ღია წყაროებით იძებნება.

"

სააკაშვილის კრემლთან კავშირების შესახებ დეზინფორმაციას “ქართული ოცნების” მხარდამჭერი გვერდი “ლიდერი 41”-იც ავრცელებდა. გვერდი ამტკიცებდა, თითქოს რუსეთი სააკაშვილის დაკავებით შეშფოთებულია და რუსეთის დუმის წევრი ვლადიმირ ჟირინოვსკი მას მხარდაჭერას უცხადებს. გარდა ამისა, დიმიტრი გორდონი, რომელიც კრემლის კრიტიკოსი, უკრაინელი ჟურნალისტია და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდა,  წარმოჩენილი იყო როგორც პუტინის საყვარელი ჟურნალისტი.

ვრცლად ამ თემებზე იხილეთ “მითების დეტექტორის” მომზადებული მასალები:
რა თქვა რეალურად ჟირინოვსკიმ სააკაშვილის დაკავებაზე?
უკრაინელი თუ რუსი ჟურნალისტი – ვინ თხოვს ზელენსკის სააკაშვილის გათავისუფლებას?

სამოქალაქო საზოგადოება XXI

სამოქალაქო საზოგადოება XXI-ის ფეისბუკ გვერდი 2012 წელს არის შექმნილი და ის ძირითადად სახელისუფლებო არხების, ასევე ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართულ პოსტებს აზიარებს. Youtube არხი კი 2015 წელს არის შექმნილი.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: პოლიტიკა
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist