დეზინფორმაცია, თითქოს ატლანტიკური საბჭოს ქართველი მკვლევარები “თვითდაფინანსებული სტაჟიორები” არიან

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

rgrg
321
VIEWS

25 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელმა ირაკლი გოგავამ ტვ ობიექტივის გადაცემაში “ღამის სტუდია” ფეისბუკის სანქციებსა და ატლანტიკური საბჭოს კვლევაზე ისაუბრა, რომელიც ხელისუფლებასთან დაკავშირებული ყალბი ანგარიშებიდან ფეისბუკ გვერდების კოორდინირებულ მოქმედებას და ანტიდასავლურ გზავნილების გავრცელებას შეეხებოდა. გოგავას განაცხადებით, კვლევის ავტორები ეთო ბუზიაშვილი და გივი გიგიტაშვილი არ წარმოადგენენ ატლანტიკურ საბჭოს და ისინი მხოლოდ ორგანიზაციის სტაჟიორები არიან. მისივე თქმით,  სტაჟირება ატლანტიკურ საბჭოში ფასიანია და რომ სწორედ ამ ფორმატით იმყოფებოდნენ ავტორები ატლანტიკურ საბჭოში, რათა ამერიკული ორგანიზაციის ეგიდით, წინასწარ მომზადებული კვლევის ლეგიტიმაცია მოეხდინათ.

ირაკლი გოგავა: „აი, თქვენ ხვალ შეგიძლიათ შეხვიდეთ „ატლანტიკური საბჭოს“ საიტზე და ონლაინ გააგზავნოთ ფორმა, რომ თქვენ გინდათ სტაჟირება. ეს არის ფასიანი სტაჟირება, თქვენ იხდით თანხას, თუ არ ვცდები რაღაც სამთვიანი კურსი ღირს 7000 დოლარი, თუ არ ვცდები, შეიძლება მეშლებოდეს. ყოველ შემთხვევაში, ასე ღირდა ორი წლის წინ… აი, სწორედ ამ ფორმატით წავიდნენ ეს ჩვენი ორი ქართველი, ბოკერიას თანამშრომელი [ეთო] ბუზიაშვილი და მეორე ვაჟბატონი, ჰო, აი, მავიწყდება გვარი [ გიგიტაშვილი], იმ მიზნით, რომ უკვე მომზადებული ინფორმაციით, მათ სჭირდებოდათ უბრალოდ ქოლგა ამ „ატლანტიკური საბჭოსი“ რომ „ატლანტიკური საბჭოს“ კვლევით მიმართეს მერე „ფეისბუქს“ და ასე ვთქვათ, დაძაბეს ურთიერთობა“.

„საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელის განცხადება დეზინფორმაციაა, რადგან როგორც ეთო ბუზიაშვილი, ასევე გივი გიგიტაშვილი ატლანტიკური საბჭოს ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორიის (DFRL) მკვლევრები არიან. სტაჟირება საბჭოში კი ანაზღაურებადი არ არის. ყველა ეს ინფორმაცია ორგანიზაციის საიტზე ღიაა და ყველასთვის ხელმისაწვდომია.

ეთო ბუზიაშვილი ატლანტიკური საბჭოს DFR-ის ლაბორატორიაში კავკასიის რეგიონის ასისტენტ-მკვლევრის პოზიციაზე 2019 წლის მარტიდან, ხოლო გივი გიგიტაშვილი კი ამავე პოზიციაზე აგვისტოდან მუშაობს.

"

"

რაც შეეხება ატლანტიკურ საბჭოში სტაჟირებას, ის არაანაზღაურებადია. ვებ-გვერდზე მოთხოვნებში დამატებითი საფასურის გადახდა აპლიკანტების მხრიდან მითითებული არ არის.

20 დეკემბერს ფეისბუქმა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო 344 გვერდი, 13 ჯგუფი, 39 ფეისბუქ და 22 ინსტაგრამ ანგარიში წაშალა. ამავე დღეს ატლანტიკურის საბჭოს DFRLab-მა ეთო ბუზიაშვილისა და გივი გიგიტაშვილის ავტორობით კვლევა გამოაქვეყნა, სადაც, ისევე როგორც, ფეისბუქის ოფიციალურ განცხადებაში, აღნიშნულია, რომ წაშლილი ანგარიშები საქართველოს მმართველ პარტიასთან არის დაკავშირებული.

ატლანტიკური საბჭო აშშ-ის მთავრობისგან და ნატო-სგან დამოუკიდებელი ამერიკული think tank ორგანიზაციაა, რომელიც 1961 წელს დაარსდა. ატლანტიკური საბჭოს კვლევები და ნაშრომები საერთაშორისო უსაფრთხოებასთან, პოლიტიკასთან და ეკონომიკასთან დაკავშირებულ სფეროებს მოიცავს. ციფრული კრიმინალისტური კვლევის ლაბორატორია (DFRLab) კი ატლანტიკური საბჭოს პროგრამაა, რომელიც ღია წყაროების გამოყენებით ფაქტების გადამოწმებასა და დეზინფორმაციის გამოვლენაზეა ორიენტირებული.

თემატიკა: NGO
დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist