დეზინფორმაცია: საფრანგეთსა და გერმანიაში ემიგრანტების მიერ ჩადენილი დანაშაული იზრდება

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

5c-e1-83-93-5c-_23465842_a6c19988da8063a09a62b6b35522810d030479d3
3k
VIEWS

6 ივლისს ონლაინ გამოცემა „საქინფორმის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ამავე გამოცემის რედაქტორის, არნო ხიდირბეგიშვილის სტატია, სათაურით „რუსეთს შეუძლია, საქართველოს ისეთი რამ შესთავაზოს, რაზეც ის უარს ვერ იტყვის“. სტატიის ავტორი ემიგრანტების მიმართ შეუწყნარებლობას აღვივებს და მათ მოძალადეებად და კრიმინალებად წარმოაჩენს:

არნო ხიდირბეგიშვილი: „ევროპელები თავიანთ ქვეყნებში დევნილებად იქცნენ – გერმანელებს და ფრანგებს უკვე საკუთარი სახლებიდან ყრიან დევნილები სირიიდან და ემიგრანტები აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ევროპელ ქალებს პირდაპირ ქუჩაში, დღისით-მზისით აუპატიურებენ და ხოცავენ; იგივე ელის საქართველოს, რომელიც უკვე იღჩობა არაბი, ინდოელი, ჩინელი და აფრიკელი მიგრანტებისაგან“.

ზემოთ აღნიშნული მტკიცება დეზინფორმაციაა, რადგან როგორც საფრანგეთის, ასევე გერმანიის სტატისტიკა ცხადყოფს, რომ დანაშაულის ჩამდენთა უდიდეს უმრავლესობას ამ ქვეყნების მოქალაქეები წარმოადგენენ.

ფაქტი 1. საფრანგეთში 2016 წლის დანაშაულის რაოდენობა 2015 წელთან შედარებით შემცირებულია, ხოლო დანაშაულის 84%-ს საფრანგეთის მოქალაქეები ჩადიან.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის დანაშაულის სტასტიკის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2015 წელთან შედარებით დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია.

საფრანგეთში 15 წელს ზემოთ ასაკის მხცოვრები ადამიანების 93,6% საფრანგეთის მოქალაქეა. ამავე სტატისტიკის თანახმად, დანაშაულის 84%-ს სწორედ საფრანგეთის მოქალაქეები სჩადიან. მკვლელობაში, სექსუალურ აგრესიაში, შეიარაღებულ ძარცვასა და განზრახ თავდასხმაში მხილებულთა 85% არის საფრანგეთის მოქალაქე, ხოლო მანქანის ქურდობების მაჩვენებელი 92% აღწევს.

ამავე ანგარიშის მკვლელობისა და სექსუალური ძალადობის მონაცემებში, რომელიც ეფუძნება დანაშაულის ჩადენაში ყველაზე ხშირად მხილებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა რიცხვს (იხ. ცხრილი),  სირიელი და სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების მოქალაქეები საერთოდ არ ფიგურირებენ.

დანაშაულში ყველაზე ხშირად მხილებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები

ფაქტი 2. გერმანიის პოლიციის ფედერალური კრიმინალური სამსახურის 2016 წლის მონაცემების მიხედვით, ემიგრანტების უდიდეს ნაწილს დანაშაული არ ჩაუდენიათ.

გერმანიის პოლიციის ფედერალური კრიმინალური სამსახურის 2016 წლის „კრიმინალური სტატისტიკა ემიგრანტების კონტექსტში“ ანგარიშის მიხედვით, ემიგრანტების უდიდეს ნაწილს დანაშაული არ ჩაუდენიათ. ემიგრანტების საერთო რიცხვის წილობრივი შედარებით დანაშაულის ჩამდენთა ყველაზე მაღალი რაოდენობა ფიქსირდება ქართველბზე, მაროკოლებზე, ალჟირელებსა და ტუნისელებზე, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი სირიელებზე, ავღანელებსა და ერაყელებზე. ამავე ანგარიშის მიხედვით 2016 წელს დანაშაულის საერთო რაოდენობამ შეადგინა 3,175,324, აქედან 9,2%, ანუ 293,467 ჩაიდინეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა. (იხ. დიაგრამა)

"

აღნიშნული დანაშაულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სექსუალური  ძალადობის 1 496, ხოლო მკვლელობის 296 შემთხვევა დაფიქსირდა.

"


იხ. ინფოგრაფიკა

"

 


საქინფორმის შესახებ

შპს საინფორმაციო სააგენტო საქინფორმის 100%-იანი წილის მფლობელი გამოცემის რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილია. საქინფორმი საბჭოთა პერიოდში სახელმწიფო სააგენტო იყო, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის პირველ წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციას ექვემდებარებოდა, 2004 წლიდან კი გაუქმდა.  საქინფორმის სახელწოდებით სააგენტო 2010 წლიდან აღდგა.

საქინფორმი ღიად პრორუსულ სარედაქციო პოლიტიკას ატარებს და რუსულ წყაროებზე (REGNUM RT warfiles.ru Накануне.RU Российская газета  და სხვები)დაყრდნობით ინფორმაციის ფაბრიკაციას ახდენს. გამოცემა ქსენოფობიური და ჰომოფობიური შინაარსითაც გამოირჩევა.


მითების დეტექტორის ლაბორატორია

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი
წყარო

წყარო

საქ
საქინფორმი

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist