დაიწყო თუ არა ფაუჩის წინააღმდე გამოძიება და რა საკითხი განიხილეს აშშ-ის სენატში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

16
VIEWS

17 მაისს ფეისბუქ მომხმარებელმა ბაჩო გრიგოლიამ გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ნათქვამია, რომ გენოციდის მოწყობის გამო ინფექციონისტ ენტონი ფაუჩის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და აშშ-ის სენატში რნმ ვაქცინების შესახებ მოსმენები გაიმართა. პოსტს თან ერთვის სენატის სესიის ჩანაწერის ბმული და ასევე ციტატა ”მათ შეწყვიტეს ცხოველებზე ტესტირება, რადგან ისინი იღუპებოდნენ”, რომელიც, პოსტის ავტორის მტკიცებით, სენატის მოსმენიდანაა.

 

;
გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აშშ-ის სენატში რნმ ვაქცინების შესახებ მოსმენები გაიმართა, მანიპულაციურია, ხოლო ცნობა ენტონი ფაუჩის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ – დეზინფორმაცია. ციტატა, რომელიც პოსტშია გამოყენებული, ტეხასის შტატის სენატის სესიიდან არის, სადაც ვაქცინებზე მითების გამავრცელებელმა სენატორმა ბობ ჰოლმა მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე ჩვენების მისაცემად ექიმები მოიწვია. ენტონი ფაუჩი კი ვაშინგტონში აშშ-ის სენატის სხდომაზე იმყოფებოდა, სადაც პანდემიაზე ისაუბრა. აღნიშნულ ფაქტს არაფერი აქვს საერთო ფაუჩის კრიმინალად ცნობასთან, რაც ყალბი ინფორმაციაა და “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა.

პოსტში ინფორმაცია, ერთი მხრივ, მანიპულაციურად არის გადმოცემული, თითქოს აშშ-ის სენატში რნმ ვაქცინების საფრთხესთან დაკავშირებით დაისვა საკითხი, მეორე მხრივ, კი ენტონი ფაუჩის შესახებ დეზინფორმაციული მტკიცებაა გაჟღერებული.

6 მაისს ტეხასის სენატის შტატის საქმეების კომიტეტში სესია გაიმართა, სადაც სხვადასხვა პროფილის ექიმებმა და რეზიდენტებმა ვაქცინებთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს. სესია ეხებოდა ტეხასის სენატის წევრ ბობ ჰოლის ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ყველა დაწესებულებას, იქნება ეს საჯარო თუ კერძო, აუკრძალავს, რომ თანამშრომლებს კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება მოსთხოვონ. ტეხასის სენატორის განცხადებით, პიროვნების ვაქცინაციის სტატუსით დისკრიმინაცია არ უნდა ხდებოდეს.

ბობ ჰოლი რესპუბლიკური პარტიის წევრია, რომელიც ჩვენების მისაცემად მის მიერ მოწვეულ პირებთან ერთად ვაქცინებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებს. ერთ-ერთი დეზინფორმაციული მტკიცება, რომელიც ტეხასის სენატის მოსმენაზე გაჟღერდა, იყოს ის, რომ ვაქცინებმა ცხოველებზე ტესტირების ეტაპი გამოტოვა, რადგან ცხოველების დაღუპვის გამო მათზე ვაქცინების დატესტვა შეწყდა. აღნიშნული დეზინფორმაციული მტკიცება “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, რეალურად ცხოველებზე ტესტირება აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მოთხოვნაა, იმისთვის, რომ ვაქცინამ ავტორიზაცია მიიღოს, შესაბამისად FDA-ის მიერ ავტორიზებულ ვაქცინებს კლინიკური კვლევების ყველა, მათ შორის ცხოველებზე ტესტირების ფაზაც გავლილი აქვს.

სენატორმა ჰოლმა ვაქცინებს, რომლებსაც FDA-ს ავტორიზაცია აქვთ, ექსპერიმენტული უწოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ თავად მალარიის საწინააღმდეგო წამალს ჰიდროქსიქლოროქვინს უწევს რეკომენდაციას, რომელსაც FDA-ს ავტორიზაცია არ აქვს, რადგან მედიკამენტმა სიკვდილიანობის შემცირებაზე ან სწრაფად გამოჯანმრთელებაზე ეფექტიანობა ვერ აჩვენა.

იმ ექიმებს შორის, ვინც ჰოლმა ჩვენების მისაცემად მიიწვია, იყო პედიატრი ანჯელინა ფარელაც, სწორედ ეს მონაკვეთი გაავრცელა ფეისბუქ მომხმარებელმა ბაჩო გრიგოლიამ. აღნიშნულ მონაკვეთში დიალოგი სენატორ ბობ ჰოლსა და ფარელას შორის მიდის, ფარელა ვაქცინებთან დაკავშირებით რამდენიმე დეზინფორმაციას ავრცელებს, მათ შორის იმას, თითქოს კოვიდ ვაქცინებმა 4000 ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. სტატისტიკას VAERS სისტემიდან ხშირად უკონტექსტოდ ავრცელებენ, სინამდვილეში კი სისტემაში შეტყობინების დატოვება ვაქცინის სავარაუდო გვერდით ეფექტზე ყველას შეუძლია, რაც დამატებით კვლევას საჭიროებს. ვაქცინებთან დაკავშირებულ ყალბ ამბებზე ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” პუბლიკაცია:

  •  რა  დეზინფორმაცია ვრცელდება კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებთან დაკავშირებით?

რაც შეეხება ენტონი ფაუჩის, ის ვაშინგტონში ჯანდაცვის სფეროს უმაღლესი თანამდებობის პირებთან ერთად აშშ-ის სენატის განათლების, ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური დაცვის კომიტეტის მოსმენაზე 11 მაისს იმყოფებოდა, სადაც კოვიდ19-თან ბრძოლაში გაწეულ ძალისხმევაზე და ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრეს და სენატორების კითხვებს უპასუხეს. 6 მაისს ტეხასის სენატისა და 11 მაისს აშშ-ის სენატის მოსმენებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვს, ხოლო ფაუჩის კრიმინალად გამოცხადება და მასზე გამოძების დაწყება არ მომხდარა. მსგავსი დეზინფორმაცია ადრეც გავრცელდა, რაც “მითების დეტექტორმა” უკვე გადაამოწმა.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: აშშ
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist