დააფიქსირეს თუ არა ჯანმოს დირექტორი ბრაზილიის ბარში ცეკვისას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

7.2k
VIEWS

10 აგვისტოს ფეისბუკ მომხმარებელმა Papuna Chikovani გამოაქვეყნა ვიდეოკოლაჟი, რომელშიც  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ვაქცინაციის პროცესზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილების მისაღებად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებას ელოდება, რამდენადაც ის არის მთავარი მარეგულირებელი. ამის შემდეგ ვიდეოში ჯანმოს დირექტორის, ტედროს გებრეისუსის ფოტოსთან  პარალელურად, მოკლე შორტებსა და ტოპში გამოწყობილი, ულვაშიანი მამაკაცის ვიდეო ჩნდება, რომელიც ჭიქით ხელში ცეკვავს. ვიდეოკოლაჟი ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ვიდეოში ნაჩვენები მამაკაცი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

პოსტს 27 აგვისტოს მდგომარეობით 1800-ზე მეტი გაზიარება აქვს.

1

ვიდეო დეზინფორმაციულია, რამდენადაც მასში ნაჩვენები პირი არ არის ჯანმოს დირექტორი ტედროს გებრეისუსი. სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო 2020 წლის 16 თებერვალს ბრაზილიის ერთ-ერთ ბარშია გადაღებული, ამ პერიოდში გებრეისუსი ევროპაში იმყოფებოდა და მიუნხენსა და ჟენევაში გამართულ კონფერენციებში იღებდა მონაწილეობას.

ვიდეო 2020 წლის 16 თებერვალს, კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე, ბრაზილიაში, ერთ-ერთ ბარშია გადაღებული. ვიდეოში შესაძლებელია TV Globo-ის გადაცემიდან “Domingão do Faustão”  კადრების ნახვა, რომელიც 2020 წლის 16 თებერვალს, კვირას გავიდა ეთერში. მუსიკალურ გადაცემაში წყვილები, მომღერალი მარსელა ფოგასა და ჟოაკიმ ლოპესი ედუარდო სტერბიტჩს და ლუიზ დ’ტუანს ეჯიბრებოდნენ. ვიდეოში, რომელიც სოფიალურ ქსელში გავრცელდა, ბარში მოცეკვავე მამაკაცის უკან ტელევიზორში მარსელა ფოგასა ჩანს.

2
კადრი ბარიდან

3

კადრი გადაცემიდან

ამასთან ერთად, ვიდეოს უკეთესი ხარისხით ნახვისას მიმტანის მაისურზე დატანილი ნომრის წაკითხვა ხდება შესაძლებელი. ბრაზილიური სააგენტოს, Extra.globo.com-ის მიერ ინფორმაციის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ მიმტანის მაისურზე დატანილი ნომერი სან-პაულოში მდებარე  ბარის მფლობელს ეკუთვნის. ბარი  სანტოსში, სან-პაულოს სანაპიროზე მდებარეობს. ბარის მფლობელმა დაადასტურა, რომ ვიდეო 2020 წლის თებერვალში, მის ბარში იყო გადაღებული.

“მე ვნახე ვიდეო. არ ვიცი ვინ გამოაქვეყნა [ინტერნეტში]. ბარი ახლა დახურულია. ეჭვგარეშეა, რომ ეს მოხდა თვეების წინ. ცოცხალი მუსიკა უკრავდა. ახლა ბარი დაკეტილია, ” – ამბობს მფლობელი..

2020 წლის 16 თებერვალს ჯანმოს ხელმძღვანელი ბრაზილიაში ვერ იქნებოდა, რამდენადაც ამ დროს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე იმყოფებოდა. კონფერენცია 14-დან 16 თებერვლამდე გაგრძელდა, ტედროს გებრეისუსი კი 15 თებერვალს სიტყვითაც გამოვიდა. გამოსვლის ვიდეო ჩანაწერი განთავსებულია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც.

4
ფოტო: Reuters

2020 წლის 17 თებერვალს კი გებრეისუსმა კორონავირუსის შესახებ ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ვიდეოს გავრცელება

Papuna Chikovani-ის გარდა, 2021 წლის 25 აგვისტოს ჯანმოს დირექტორისა და ბარში მოცეკვავე უცნობი მამაკაცის ფოტო ფეისბუკ მომხმარებელმა Ramin Abuladze-მაც გაავრცელა. ფოტოს თან ერთვის შემდეგი აღწერა: “კაცი,რომ ამ პიდარასტის რეკომენდაციებს შეასრულებს ის ამაზე ვარესია. კოვიდ ფაშისტი გამყრელიძე აი ამ პიდარასტის ჩმორია ჯანმოს დირექტორის.”

5

ვიდეო, რომელშიც ჯანმოს დირექტორი ბარში მოცეკვავე მამაკაცთან არის გაიგივებული, 2020 წლის ივნისში ანტი-ოპოზიციურმა ფეისბუკ-გვერდმა ”სექტა” გაავრცელა შეკითხვით “ჯანმოს პრეზიდენტი?”

6

წყაროების შესახებ

ფეისბუკ მომხმარებელი Papuna Chikovani პირად ფოტოებსა და ინფორმაციას არ აქვეყნებს. ამასთან, პროფილის ბმულში მითითებული განსხვავებული სახელის (mate.matee.923) მიხედვით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ანგარიში ყალბია.

7

ფეისბუკ მომხმარებელი Ramin Abuladze  პარტიის “ერთობა, რაობა, იმედი” და გაერთიანება “ალტერნატივა საქართველოსთვის” მხარდამჭერია.

ფეისბუკ გვერდი “სექტა” ხელისუფლების ოპონენტების საწინააღმდეგოდ შექმნილი გვერდია, რომელიც კრიტიკული მედიისა და ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო პოსტებს ავრცელებს და არაერთხელ იყო ჩართული ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა მადისკედიტირებელ კამპანიებში.

 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist