დააკისრეს თუ არა ბილ გეიტსს ჯარიმა ვაქცინებისათვის?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

112
1.1k
VIEWS

კორონავირუსის პანდემიამ ბილ გეიტსი ურბანული ლეგენდების ანტი-გმირად აქცია. ჩიპიზაცია, მოსახლეობის შემცირება, უნაყოფობის გამოწვევა –  ეს იმ მითების  არასრული ჩამონათვალია, რომელიც ამერიკელ მილიარდერზე ბოლო თვეებში გავრცელდა.

გაზეთ “ალიას” 1-7 ივნისის ნომერში მხატვარმა აია სიმონიამ განაცხადა, რომ ამერიკელ მილიარდერს ვაქცინებისგან დაზარალებული ადამიანებისთვის კომპენსაციის სახით დიდი ოდენობთ ჯარიმები დააკისრეს.

 

აია სიმონია, მხატვარი: „როდესაც ბილ-კილ გეიტს დიდი ჯარიმები აქვს აკიდებული ვაქცინებისგან დასახიჩრებული ადამიანების კომპენსაციისთვის, რა გარანტია გაქვთ რომ ვაქცინაციის შემდეგ კორონავირუსი სანატრელი არ გაგიხდებათ?“

არც პირადად ბილ გეიტსი და არც მისი საქველმოქმედო ფონდი (BMGF) ვაქცინებისთვის არ დაუჯარიმებიათ. “ალიას” რესპონდენტი იმ ფაქტით მანიპულირებს, რომ გეიტსის კომპანია მაიკროსოფტი ბოლო ათწლეულში რამდენჯერმე დააჯარიმეს, თუმცა არც ერთი ჯარიმა ვაქცინებთან კავშირში არ იყო.  

კომპანია მაიკროსოფტისთვის დაწესებული ჯარიმები ვაქცინებთან კავშირში არ არის

ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებული კომპანია მაიკროსოფტი ტექნოლოგიების სფეროს გიგანტია და მას ვაქცინაციასთან კავშირი არ აქვს.  2000 წლიდან დღემდე კომპანიას 3.4 მილიარდი აშშ დოლარის ორდენობის ჯარიმა დაეკისრა ტექნოლოგიების ბაზარზე კეთილსინდისიერი კონკურენციის წესებისა და პატენტის პირობების დარღვევისათვის. ამ შემთხვევებიდან აღსანიშნავია 3 ყველაზე გახმაურებული საქმე:

  • 2004 წელს ევროკავშირმა კომპანია  არაკეთილსინდისიერი კონკურენციისათვის 497 მილიონი ევროთი  დააჯარიმა;
  • 2007 წელს კომპანია Alcatel-Lucent-ის ტექნოლოგიების პატენტის პირობების დარღვევით გამოყენებისათვის აშშ-იში სან დიეგოს სასამართლომ მაიკროსოფტს 1.53 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა  დააკისრა;
  • 2013 წელს გეიტსის კომპანია ევროკავშირისთვის კიდევ 730 მილიონი ევროს გადახდა მოუწია კვლავ არაკეთილსინდისიერი  კონკურენციის მიზეზით.

საიდან იღებს სათავეს მითი ბილ გეიტსისა და ვაქცინების შესახებ 

Snopes-ის მიერ ჩატარებული გამოძიებით, ბილ გეიტსისა და მისი მეუღლის მელინდას საქველმოქმედო ფონდი (BMGF)  ერთ-ერთი უმსხვილესი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელსაც ოფისები მთელს მსოფლიოში აქვს, მათ შორის ინდოეთში, სადაც BMGF სიღარიბის დაძლევასა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდაზე მუშაობს. გეიტსების ფონდი აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაცია PATH-ს, რომელმაც 2009 წელს ინდოეთის რამდენიმე ღარიბ რეგიონში 20 000 გოგონას პაპილომავირუსის აცრა უფასოდ გაუკეთა. აცრის შემდეგ 7 გოგონას დაღუპვას ინდოეთში სკანდალი მოჰყვა. მართალია, გამოძიებამ დაადგინა, რომ გოგონების სიკვდილს ვაქცინებთან კავშირი არ ჰქონია (მაგალითად, ერთი მათგანი გველმა დაკბინა, ხოლო მეორე –  ჭაში დამხრჩვალი იპოვეს), ჭორები ბილ გეიტსთან დაკავშირებით დღემდე არ ცხრება. მაგალითად, 2017 წელს გავრცელებული ცნობების მიხედვით, გეიტსის საქველმოქმედო ორგანიზაციას და PATH-ს ინდოეთი დაატოვებინეს.

გავრცელებულ ხმებს 2017 წელს ინდოეთის მთავრობაც სიცრუე უწოდა. ორივე ორგანიზაცია განაგრძობს ქვეყანაში მუშაობას, ხოლო “BMGF კვლავ ეხმარება ჯანდაცვისა და ოჯახური კეთილდღეობის სამინისტროს”, ვკითხულობთ სამინისტროს პრეს-რელიზში.

ბილ გეიტსის პასუხი შეთქმულების თეორიებს

ამერიკელი მილიარდერი თავადაც გამოეხმაურა ბოლოდროინდელ ისტორიებს, რომლებიც გეიტსის სახელს ჩიპებთან, ვაქცინებთან და კორონავირუსის პანდემიასთანაც აკავშირებენ.

“ამის უარყოფაც კი რთულია, ეს ყველაფერი იმდენად სულელური და უცნაურია, რომ გამეორებაც კი გარკვეულ სიმყარეს სძენს”, – განაცხადა გეიტსმა ჟურნალისტებთან სატელეფონოს აუბრისას.

ამავე თემააზე იხილეთ “მითების დეტქტორის” სხვა მასალები: 

გვპირდება თუ არა ბილ გეიტსი დეპოპულაციას და ჩიპიზაციას?
აპირებს თუ არა ბილ გეიტსი COVID-19-თან მიკროჩიპებით ბრძოლას?

დარღვევის ტიპი: მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist