“და ჩვენ ვიცეკვეთ” – ძალადობრივი ჯგუფების დეზინფორმაციის სამიზნე

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

გრგრგრ
3.6k
VIEWS

განახლებული ვერსია: ქართულ-შვედური ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში 8, 9 და 10 ნოემბერს გაიმართა, რასაც სიძულვილოს ჯგუფების მხრიდან კინოთეატრ ამირანის წინ პროტესტი  და ძალადობრივი ქმედებები მოჰყვა. სიძულვილის ჯგუფებთან და პრორუს აქტორებთან დაკავშირებული ფეისბუკ გვერდები საზოგადოებრივი აზრის მობილიზების მიზნით, ფილმის გარშემო ყალბ ინფორმაციას და მანიპულაციებს ავრცელებდნენ. ქართულ მარშთან დაკავშირებული გვერდი ანტი-პარადოქსი კი თავდაპირველად ყურადღებას მათი აქციის მიმართ Russia Today-ს მაყურებლის მხარდაჭერაზე აკეთებდა.

RT-ის მაყურებლის მხარდაჭერა სიძულვილის ჯგუფებს

8 ივნისს, ძალადობრივი აქციის პირველ საღამოს სიძულვილის ჯგუფ “ქართულ მარშთან” დაკავშირებულმა ფეისბუკ გვერდმა “ანტი-პარადოქსმა” კ “რაშა თუდეის”( Russia Today) მიერ მათი საპროტესტო აქციის გაშუქების სქრინი და რუსი მედიამომხმარებლის კომენტარები გააზიარა. “ანტიპარადოქსის” ფეისბუკ კომენტარში აღნიშნული იყო, რომ რუსულმა “საინფორმაციო გიგანტმა” “რაშა თუდეიმ” მათი აქცია გააშუქა, Russia Today-ს კომენტარებში კი რუსები მათ ქმედებებს იწონებდნენ და მხარდაჭეარს გამოხატავდნენ. მოგვიანებით პოსტი წაიშალა და ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის.

1

დეზინფორმაცია: ნინო სუხიშვილს გაერომ ფილმის კრიტიკის გამო კეთილი ნების ელჩის წოდება ჩამოართვეს

ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ნინო სუხიშვილს ფილმ “და ჩვენ ვიცეკვეთ” კრიტიკის გამო გამო” გაერომ კეთილი ნების ელჩის წოდება ჩამოართვა პირველად 9 ნოემბერს ონლაინ გამოცემა kvira.ge-მ გამოაქვეყნა, შემდეგ კი სწრაფადვე გავრცელდა სხვა ონლაინ მედიებისა და სიძლვილის ჯგუფების ფეისბუქ გვერდების საშუალებით. ნინო სუხიშვილისთვის გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილების ჩამორთმევას ფილმზე “და ჩვენ ვიცეკვეთ” მის პოზიციას უკავშირებენ.

9-10 ნოემბერს დეზინფორმაცია შემდეგმა წყაროებმა გაავრცელეს:

1. ონლაინ მედია:  kvira.ge,  presa.ge,  unipress.ge,  ალტ-ინფო,  alia.ge,  POSTV.

2. სიძულვილის ჯგუფების ფეისბუქ გვერდები: კარდჰუ, ანტი-პარადოქსი, ანტილიბერალური კლუბი, აზიმუტი.

საქართველოში გაეროს იფიციალურმა წარმომადგენლობამ ინფორმაცია ნინო სუხიშვილისთვის გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილების ჩამორთმევის შესახებ 10 ნოემბერს გავრცელებული ოფიციალური განცხადებით უარყო.

„საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას არ შეუჩერებია ნინო სუხიშვილისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება, როგორც ეს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა… გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის“. – აღნიშნულია გაეროს ვებ-გვერდზე.

მოგვიანებით, ულტრანაციონალისტურმა  ჯგუფებმა განაცხადეს, რომ ნინო სუხიშვილის ელჩის უფლებამოსილება არ შეჩერებია და დეზინფორმაცია ლევან აკინმა გაავრცელა.

გაერთიანება

ფოტომანიპულაცია:  ფილმის პერსონაჟ მამაკაცს თამარ მეფის ფორმა აცვია

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც გამოსახულ მამაკაცს თამარ მეფის ფორმა აცვია. გავრცელებული ინფორმაციით ეს იყო კადრი ფილმიდან “და ჩვენ ვიცეკვეთ”, რასაც რეჟისორის მიმართ სიძულვილის ენის შემცველი კომენტარები მოჰყვა.

რეალურად, ფოტო მანიპულაციურია, რადგან ის ფილმში “და ჩვენ ვიცეკვეთ” გამოყენებული არ არის. ფოტოზე გამოსახულია პერფორმერი ნიკი ცხონდია, რომელსაც 2019 წლის ჰელოუინის კოსტიუმი აცვია.

4

მსოფლიოში აკრძალული ფილმებით მანიპულირება

სიძულვილის ჯგუფები ფილმის ჩვენების აკრძალვას ითხოვდნენ, რისი ლეგიტიმაციისთვისაც მსოფლიო კინემატოგრაფიიდან იმ ფილმების სია მოიტანეს, რომლებიც ევროპულ ქვეყნებში გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო აკრძალული. ანტი-პარადოქსმა აკრძალული ფილმების სია 9 ნოემბერს დავით მარდალეიშვილზე დაყრდნობით გამოქვეყნა. პოსტში საუბარია, თითქოს აღნიშნული ფილმების აკრძალვა აჩვენებს, რომ სახელმწიფოს შეუძლია ჩაერიოს და აკრძალოს ისეთი ფილმების ჩვენება, რომლებიც რელიგიურ მრწამსს, პოლიტიკასა თუ იდეოლოგიას ეწინააღმდეგება.

რეალურად, ჩამოთვლილი ფილმების დროებითი აკრძალვა ან ასაკობრივი ცენზის დაწესება რელიგიურ, პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ მრწამსთან წინააღმდეგობას არ უკავშირდებოდა. მეტწილად, საქმე მძიმე ძალადობრივ სცენებს ეხებოდა.

  • „მექანიკური ფორთოხალი“ (Clockwork Orange) ბრიტანეთში 1971 წელს გამოვიდა და 2 წელიწადში აიკრძალა. როგორც აღმოჩნდა, კუბრიკის ეკრანული ძალადობა მიმზიდველი აღმოჩნდა ბევრი ახალგაზრდისთვის – ალეკსისავით ჩაცმულები ლონდონსა და პარიზში ძალადობენენ, სცემდნენ, აუპატიურებდნენ. ფილმი ეკრანებზე მხოლოდ 27 წლის შემდეგ, სტენლი კუბრიკის გარდაცვალების შემდეგ  დაბრუნდა.
  • “ტეხასური ჟლეტა ბენზოხერებით“ (The Texas Chainsaw Massacre) 1974 წელს გამოსვლის შემდეგ  საშინელებათა ფილმი ბევრს ქვეყანაში აიკრძალა მასში არსებული ძალადობრივი სცენების გამო და ეკრანებს მხოლოდ 1999 წელს  დაუბრუნდა.
  • „ადამიანი მრავალფეხა“ (The Human Centipede) 2009 წელს გამოცემული საშინელებათა ფილმია. ფილმში მოვლენები ვითარდება ნაცისტური სამედიცინო ექსპერიმენტის მიხედვით, რაც რამოდენიმე ადამიანის ქირურგიულად ერთმანეთზე გადაკერებას, ანუ “მრავალფეხა ადამიანი”-ს შექმნას გულისხმობს. დიდმა ბრიტანეთმა მოითხოვა ფილმიდან 32 სცენის ამოღება, სანამ ის ჩვენების ლიცენზიას  მიიღებდა.
  • “უცხოპლანეტელი” “The Extra-Terrestrial” 1982 წელს გამოსული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმია, რომელიც სკანდინავიის ქვეყნებმა (ნორვეგია, ფინეთი შვედეთი) 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის  აკრძალეს.
  • „გროტესკი“ 2009 წელს გამოსული იაპონური საშინელებათა ფილმია. მასში ასახული ძალადობრივი სცენების გამო, რაც დამამცირებელ, ბრუტალურ და სადისტურ მკვლელობებში აისახა, ის რამდენიმე ქვეყანაში მათ შორის დიდ ბრიტანეთში  აიკრძალა.
  • “სერბული ფილმი” (Srpski film 2010) ეს ფილმი ნორვეგიაში, ესპანეთსა და ბრაზილიაშია აკრძალული. აკრძალვის მიზეზად კი ისეთი ძალადობრივი სცენებია დასახელებული, როგორიცაა ბავშვის გაუპატიურებას, ინცესტს, ბრუტალური მკვლელობის  სცენები.

დეზინფორმაცია: ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” პორნოგრაფიული შინაარსისაა 

ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ირგვლივ გავრცელებული ერთ-ერთი ნარატივის მიხედვით ის პორნოგრაფიული ნამუშევარია.  ფილმის შესაძლო პორნოგრაფიული შინაარსის გამო გამოძიების დაწყების მოთხოვნით შსს-ს მიმართა „ევგენი პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.  შსს-მ განიხილა მიმართვა და დაადგინა, რომ ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” პორნოგრაფიის ნიშნებს  არ შეიცავს.

6

 

თემატიკა: იდენტობა
ქვეყანა/ორგანიზაცია: გაერო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist