ბორისოვის მტკიცება, თითქოს ქართულ მხარეს ტყვეები კეთილი ნებით გადასცა, დეზინფორმაციაა

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

63
VIEWS

2021 წლის 29 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სოციალურ ქსელში ონლაინ საინფორმაციო სააგენტოს NSP.ge-ის 2020 წლის 17 აგვისტოს სტატია კოორდინირებულად გავრცელდა. NSP.ge-ის სტატია სათაურით: “რუსი გენერლის სკანდალური განცხადება: 2008 წელს ახალგორში შესვლას არ ვაპირებდით – რაიონი კახა ლომაიას თხოვნით დავიკავეთ” რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების გენერალ-მაიორს ვიაჩესლავ ბორისოვის ძველ ციტატაზე დაყრდნობით ავითარებს აზრს, რომ 2008 წელს რუსეთი ომის დაწყების არ აპირებდა და  ახალგორის რაიონის ოკუპაცია ქართული მხარის და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების ინიციატივით მოხდა. სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ბორისოვმა ქართულ მხარეს ცხინვალიდან -15, ხოლო აფხაზეთიდან 22 სამხედრო ტყვე თავისი კეთილი ნების საფუძველზე, ყოველგვარი გაცვლის გარეშე გადმოსცა.

მტკიცება, თითქოს ბორისოვმა 2008 წლის აგვისტოში ქართველი სამხედრო ტყვეები კეთილი ნების საფუძველზე გაათავისუფლა, დეზინფორმაციაა. რეალურად, სამხედრო ტყვეების გაცვლა საფრანგეთის საელჩოს ეგიდით მიმდინარეობდა. ბორისოვის განცხადება იმის შესახებ, რომ რუსეთი ახალგორში შესვლას არ აპირებდა და რეგიონი იმჟამინდელი უშიშროების საბჭოს მდივნის თხოვნით დაიკავეს, კრემლის პროპაგანდის შემადგენელია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის ინიცირებაში ქართული მხარის დადანაშაულებას ისახავს მიზნად.

2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ ქართულმა და რუსულმა მხარეებმა სამხედრო ტყვეები 19 აგვისტოს სოფელ იგოეთში გაცვალეს. როგორც ომის ფრანგი რეპორტიორის ჯონათან ლიტელის მიერ Le Monde-ისთვის მომზადებულ ვრცელ სტატიაში ვკითხულობთ, ქართულ და რუსულ მხარეს შორის ტყვეების გაცვლა საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ეგიდით და საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩის ერიკ ფურნიეს მედიაციით მოხდა. ტყვეების გაცვლაში კახა ლომაიასთან ერთად საფრანგეთის ელჩის ჩართულობის შესახებ ცნობები გვხვდება საპარლამენტო დროებითი კომისიის მოკვლევის ფარგლებში გამართული სხდომის სტენოგრამაშიც. 19 აგვისტოს საქართველომ 5 რუსი სამხედრო ტყვე გაათავისუფლა, ხოლო რუსეთმა საქართველოს 15 ტყვე გადმოსცა.

“მითების დეტექტორთან” კომენტარში უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი კახა ლომაია ბორისოვის განცხადებას აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ მასთან კომუნიკაცია ტყვეების გაცვლის პროცესში ჰქონდა, რომელიც საფრანგეთის საელჩოს შუამავლობით მიმდინარეობდა.

სტატიის კოორდინირებული გავრცელება

NSP.ge-ის გასული წლის სტატია, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დისკრედიტაციას და რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის შიშის გაღვივებას ისახავს მიზნად, 29 ოქტომბრის საღამოს ფეისბუქ ანგარიშმა Region Ge-მ და ფეისბუქ გვერდმა Kavkazexress დაიჯესტი გააზიარეს.

ფეისბუქ ანგარიშმა Region Ge-მ 29 ოქტომბრის საღამოს და 30 ოქტომბრის დილის განმავლობაში 12 საჯარო ფეისბუქ ჯგუფში, ძირითადად “ქართული ოცნების” მხადდამჭერ ჯგუფებში, გააზიარა: “ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭრები”, გასამართლდეს ნაციონალური-ტერორისტული მოძრაობა!!!წინ საქართველო უკეთესი მომავლისაკენ!!!პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნება”-ს მხარდამჭერთა ჯგუფი,”მოქალაქე’’ არასამთავრობო ორგანიზაციაგიორგი მარგველაშვილი გისმენთ მეგობრებო!,Georgia • საქართველონიუს რუსთავირუსთავი 21-👁️-RUSTAVI 21საქართველო და მსოფლიოTbilisi ◊ თბილისი და დაარეკლამე რაც გინდა.

გარდა ამისა, 29 ოქტომბრის საღამოს რუსი გენერლის ციტატა ულტრა-ნაციონალისტური და პრორუსული პარტიის “ქართული მარშის” ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ თავის ფეისბუქ გვერდზეც გამოაქვეყნა. პოსტში ბრეგაძე აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონი გაყიდა, ხოლო ახალგორის რაიონი რუსეთს აჩუქა. 30 ოქტომბრის 15:00 საათის მდგომარეობით სანდრო ბრეგაძის პოსტს 226 გაზიარება აქვს.

NSP.ge-ის მიერ ვიაჩესლავ ბორისვის 2012 წლის ციტატაზე დაყრდნობით მომზადებული მასალა გასული წლის აგვისტოშიც კოორდინირებულად ვრცელდებოდა. 2020 წლის აგვისტოში სტატიას ძირითადად “ქართული ოცნების” და “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერი ფეისბუქ ანგარიშები ავრცელებდნენ.

ვიაჩესლავ ბორისოვის შესახებ

რუსული საჰაერო-სადესანტო ძალების გენერალ-მაიორ ვიაჩესლავ ბორისოვის 1998 წელს ბათუმის მე-12 რუსული სამხედრო ბაზის მმართველად დაინიშნა. პოსტზე დანიშვნის შემდეგ ბორისოვი ასლან აბაშიძის ღია მხარდამჭერი გახდა და 1999 წლის შემოდგომაზე დაუპირისპირდა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებას, რის გამოც შევარდნაძის მთავრობამ რუსეთის ხელისუფლებას  ქვეყნის საშინაო საქმეებში ღიად ჩარევის გამო ბორისოვი საქართველოდან გაწვევა ოფიციალურად მოსთხოვა. ბორისოვი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა და რუსულმა ჯარმა გორი სწორედ მისი მეთაურობით დაიკავა.

ვიაჩესლავ ბორისოვისა და NSP.ge-ის მასალის გავრცელების შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” მიერ მომზადებული სტატია:
ვინ არის ვიაჩესლავ ბორისოვი და ვინ ტირაჟირებს 8 წლის წინანდელ მის განცხადებას აგვისტოს ომზე? 

წყაროების შესახებ

NSP.ge ისევე, როგორც region.ge, რომლის ფეისბუქ ანგარიშითაც NSP-ის სტატია ფეისბუქ ჯგუფებში ზიარდებოდა, კრემლის პროპაგანდისტულ პლატფორმა სპუტნიკთან დაკავშირებული ონლაინ მედიებია და გასულ წლებში მათთან სხვადასხვა სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები ინფორმაციისა და რეკლამების გავრცელების მიზნით მათთან საბიუჯეტო კონტრაქტების საფუძველზე თანამშრომლობდნენ. NSP.ge-ისა და Region.ge-ისთან საჯარო უწყებების თანამშრომლობა “მედიის განვითარების ფონდის” მიერ მომზადებულ “მედიის ფინანსური გამჭვირვალობის” ანგარიშებში 20182019 და 2020 წლებში მოხვდა. ამ წლების განმავლობაში აღნიშნულმა ონლაინ პლატფორმებმა სახელმწიფო ბიუჯეტისგან ათობით ათასი ლარი მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ ფეისბუქ პროფილი Region Ge “ქართული ოცნებების” ლიდერების განცხადებებისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მომზადებულ nsp.ge-ის მასალებს სისტემატურად აზიარებს.


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: რუსეთი, საფრანგეთი, საქართველო
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist