არის თუ არა საქართველოში დისკრიმინაცია? – პრემიერი უარყოფს, სამართალდამცავები იძიებენ

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

51
VIEWS

7 ივლისს  სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველოში 2014 წელს მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი ყველა სახის დისკრიმინაციის აღმოფხვრას ისახავს მიზნად, თუმცა ამავე დროს, ქართული ტრადიციებიდან გამომდინარე, კონსტიტუციაში ოჯახის ცნების განმარტების შეტანა მოხდა. Პრემიერმა აქვე განაცხადა ისიც, რომ საქართველოში განსხვავებული აზრისა და ცხოვრების წესის გამო ადამიანების დისკრიმინაცია არ ხდება.

ირაკლი ღარიბაშვილი, პრემიერ-მინისტრი: “მე შეგახსენებთ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, 2014 წელს, სწორედ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუმცა ამავე დროს, ვინაიდან გავითვალისწინეთ ჩვენი ტრადიციები, კულტურა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები, ჩვენ მაშინ კონსტიტუციაში ასევე მოვახდინეთ ქორწინების დეფინიცია, რაც ასევე სხვა საკითხია, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის, განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანების.”

ირაკლი  ღარიბაშვილის მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველოში განსხვავებული აზრისა და ცხოვრების წესის გამო ადამიანების დისკრიმინაცია არ ხდება, სიმართლეს არ შეესაბამება. შსს-ს, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2020 წლის ბოლო სამ თვეში  დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე 246 სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და 95 შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

2020 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს პროკურატურამ და საქართველოს უზენაესი სასამართლომ ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ერთიანი სტატისტიკის შექმნა დაიწყეს. პირველი, საპილოტე ანგარიში 2020 წლის 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ 3 თვის განმავლობაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 246 საქმეზე, ხოლო პროკურატურამ მათგან 95 საქმეზე სამართლებრივი დევნა დაიწყო. 95 სისხლის სამართლებრივი დევნიდან ყველაზე მეტი (87) შემთხვევა გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულს უკავშირდება.

2021 წლის 17 მაისს საქართველოს პროკურატურამ  შეუწყნარებლობის მოტივითა და ლგბტქ+ თემის წარმომადგენელთა მიმართ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებული 2016-2020 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა. პროკურატურის მიხედვით, ამ წლებში შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 675 პირის მიმართ, ხოლო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი დანაშაულების გამო 100 პირის მიმართ დაიწყო.

Კონკრეტულად 2020 წელს სექსუალური იდენტობისა და ორიენტაციის ნიშნით დაზარალებულად 28 ადამიანი ცნეს:

დანაშაულის ნიშანი

დაზარალებულთა რაოდენობა

გენდერული იდენტობის ნიშნით

13 პირი

სექსუალური ორიენტაციის ნიშნით

15 პირი

  • სახალხო დამცველისა და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის ანგარიშები

ჯამში სახალხო დამცველმა 2020 წელს სავარაუდო დისკრიმინაციის 113 შემთხვევა შეისწავლა, სხვადასხვა ნიშნით განხორციელებული დისკრიმინაციის სავარაუდო შემთხვევების პროცენტული გადანაწილება ასეთია:

;
დიაგრამა: სახალხო დამცველის აპარატი

2019 წლის განმავლობაში კი სახალხო დამცველმა  დისკრიმინაციის 155 სავარაუდო შემთხვევა შეისწავლა. Ნიშნით მიხედვით სავარაუდო შემთხვევების პროცენტული გადანაწილება ასეთია:

;
2019-2020 წლებში სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ დისკრიმინაციის შემთხვევებში გამოიკვეთა როგორც რელიგიური, ასევე ეროვნების ნიშნით და ჰომოფობიურ ნიადაგზე დიკსრიმინაცია და სამართალდარღვევები. მათ შორის:

  • 2020 წლის 7 ივნისს  თავდასხმა “თბილისი პრაიდის” ოფისზე
  • 2019 წლის 8 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ ლგბტ+ თემატიკაზე გადაღებული ფილმის ჩვენებისას ჰომოფობიურად განწყობილი  ჯგუფების აქციაზე ფილმის სანახავად მისული აქტივისტებისთვის ფიზიკური დაზიანებების მიყენება.
  • 2019 წლის 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის დაგეგმვის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზატორებს, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გამო, უსაფრთხოების გარანტიებზე უარი უთხრა და დაგეგმილი „ღირსების მარშის“ დახურულ სივრცეში გადატანა შესთავაზა, რაც ომბუდსმენის  მიხედვით, ლგბტ+ ადამიანებისთვის გამოხატვის თავისუფლების რეალიზებისთვის ხელისშემშლელი იყო.
  • ლგბტ+ ადამიანებისთვის საჯაროდ შეთავაზებული უძრავი ქონების მიქირავებაზე უარის თქმა
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში კანონიერი მემკვიდრისთვის საკუთრების უფლება მოქალაქეობის ნიშნით შეეზღუდათ
  • პანდემიის გამო მოქმედი საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული გადაადგილების შეზღუდვები არადომინანტური რელიგიური გაერთიანებების მიმართ უთანასწორო  იყო
  • იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციებს  მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის  საჯარო რეესტი ისეთ მოთხოვნას  უწესებდა, რაც კანონით გათვალისწინებული არ არის/
  • 2019 წლის 29 აპრილს, იეჰოვას მოწმეთა კუთვნილი უძრავი ქონება ხონისა და ხაშურის მუნიციპალიტეტში დააზიანეს, ერთ შემთხვევაში, ააიპ „იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაცია საქართველოში“ დაზარალებულად ცნეს, თუმცა, კონკრეტული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა, მეორე შემთხვევაში, კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის. 2019 წლის მასიში იეჰოვას მოწმეთა ადმინისტრაციული შენობისა და კუთვნილი ავტომანქანის დაზიანების ხუთი სხვადასხვა ფაქტი მოხდა, 2019 წლის მონაცემებით მათზე კონკრეტული პირის დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობა არ მომხდარა.

ამასთანავე, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) 2020-2021(მაისი) წლების ანგარიშის მიხედვით,   ხელისუფლების დამოკიდებულება რწმენისა და რელიგიის თავისუფლების ფუნდამენტური უფლების მიმართ სულ უფრო საგანგაშო ხდება, რადგან ხელისუფლება “ღიად და ინტენსიურად ხელყოფს რელიგიის თავისუფლებას, უგულებელყოფს თანასწორუფლებიანობის პრინციპს და აღრმავებს დისკრიმინაციას რელიგიურ ჯგუფებს შორის.” TDI-ის ანგარიშში რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის სხვადასხვა შემთხვევაა განხილული. მათ შორისაა რელიგიის თავისუფლებით სარგებლობის უკანონო ხელყოფის და რელიგიური ორგანიზაციებისთვის გადაადგილების შეზღუდვის შემთხვევები, საპატრიარქოსათვის ექსკლუზიური პრივილეგიების მინიჭება რელიგიური დღესასწაულების აღსანიშნავად, რელიგიური შეუწყნარებლობით ჩადენილი დანაშაულები და რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია ეროვნულ გამოცდებზე:

  • 2019 და 2021 წლებში საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების  გადაწყვეტილებებით, ბათუმის მერიის უარი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე დისკრიმინაციულია.
  • 2020 წლის 17 აპრილიდან 27 აპრილამდე, ავტომობილით გადაადგილებაზე აკრძალვის  არსებობისას, მართლმადიდებელი ეკლესიისგან განსხვავებით, არადომინანტურ რელიგიურ ჯგუფებზე საშვები ლიმიტირებულად გაიცა.
  • პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა მხოლოდ 6 იანვრის ღამეს, მართლმადიდებელი ეკლესიისათვის. იგივე განმეორდა აღდგომის დღესასწაულზე, როდესაც სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს ღვთისმსახურების დღის საათებში ჩატარება  მოუხდათ, მართლმადიდებლურ აღდგომას კი შეზღუდვა მოიხსნა.
  • 2021 წლის იანვარში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ დაპირისპირება  მოხდა.
  • „მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის“ წევრ აბიტურიენტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდის თარიღის ცვლილებაზე უარი  უთხრა მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია შაბათ დღეს სხვადასხვა სეკულარულ ღონისძიებაში მონაწილეობას კრძალავს.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist