არეკლამებდა თუ არა კოკა-კოლა ნაცისტურ გერმანიას და ლგბტ დროშას?

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

დს
6.4k
VIEWS

27 ივნისს ფეისბუქ გვერდმა “პოლიტიკანომ” გამოაქვეყნა ფოტოკოლაჟი წარწერით “კაპიტალიზმი ყოველთვის იქაა, სადაც მოგებაა”. ფოტოკოლაჟში ერთმანეთის გვერდიგვერდ კოკა-კოლის რეკლამებია გამოსახული, რომლებსაც “პოლიტიკანო” 1936 და 2019 წლებს მიაწერს. 1936 წლის რეკლამაზე ვკიხულობთ გერმანულ წარწერას “ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი სასმელი – ეს არის კოკა-კოლა”, რომელსაც თან ერთვის ნაცისტური სვასტიკის სიმბოლო. 2019 წლის რეკლამა კი ლგბტ+ თემს უჭერს მხარს, სლოგანით “სიყვარული სიყვარულია”.

'

“პოლიტიკანოს” პოსტში ფოტომანიპულაციასთან გვაქვს საქმე. 2019 წელს კოკა-კოლამ უნგრეთში მხარი დაუჭირა ლგბტ+ უფლებებს, რაც რეკლამაში ჰომოსექსუალი წყვილების მონაწილეობით გამოხატა. თუმცა, რაც შეეხება 1936 წლის რეკლამას, ის რეალურად 2004 წელს ლონდონში გამართული გამოფენისთვის შეიქმნა და კოკა-კოლას არ ეკუთვნის.

როდის და რატომ შეიქმნა ნაცისტური გერმანიის მხარდამჭერი რეკლამა, რომელსაც კოკა-კოლას მიაწერენ?

1936 წლის ბერლინში გამართული ოლიმპიადისადმი მიძღვნილი რეკლამა კოკა-კოლის ემბლებით სინამდვილეში კოკა-კოლას არ შეუქმნია და ის 2004 წლით თარიღდება. 2004 წლის 24 მაისს კომედიანტმა მარკ ტომასმა და ხელოვანმა ტრეისი სანდერს ვუდმა ლონდონში გამოფენა მოაწყვეს, რომელზეც წარმოდგენილი იქნებოდა სხვადასხვა ავტორის წარმოსახვით შექმნილი კოკა-კოლის ნაცისტური რეკლამები. გამოფენის ავტორები ფიქრობდნენ, რომ ნაცისტურ გერმანიაში კოკა-კოლის კომერციული საქმიანობა ნიშნავდა მათ მიერ რეჟიმის მხარდაჭერას. გამოფენისთვის შექმნილი იყო ვებ-საიტი, სადაც მონაწილეები ატვირთავდნენ თავიანთ ნამუშევრებს, რომლებიც აერთიანებდა კოკა-კოლის სლოგანს და ბოთლს ნაცისტურ სლოგანებთან ერთად, ასევე ადოლფ ჰიტლერის ფოტოებს. გამოფენის ავტორების აზრით, გამოფენა ამ სახით ხაზს გაუსვამდა კოკა-კოლის წარსულს და შეარცხვენდა ბრენდს.

“კომპანია რეკლამირებული იყო ნაცისტურ პრესაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსურად ეხმარებოდა რეჟიმს… რადგან კოკა-კოლის ნაცისტებთან კოლაბორაციის ფოტომასალები გაქრა ან რთულია მათი მოძებნა, ტრეისი სანდერს ვუდმა და მე გადავწყვიტეთ, რომ ისინი თავიდან შევქმნათ,” – განაცხადა გამოფენის ორგანიზატორმა და კომედიანტმა მარკ ტომასმა 2004 წელს.

კოკა-კოლის განმარტებით, ისინი ჰიტლერის ხელისუფლებაში ყოფნის დროს პროდუქტის გერმანიაში გაყიდვას აგრძელებდნენ, თუმცა უარყოფენ ნაცისტურ რეჟიმთან რაიმე თანამშრომლობას ან მის მხარდაჭერას.

ფოტოფაბრიკაცია 2017 წლის ივლისში და 2020 წლის იანვარში fakehistoryhunter და e-farsas.com-ის ვებ-გვერდებმაც გადაამოწმეს.

რა მახასიათებლებით შეიძლება ამოვიცნოთ ყალბი რეკლამა?

'

  1. რეკლამის პირველი სიტყვა ein იწყება პატარა ასოთბგერით, რაც შეცდომაა და ნამდვილ რეკლამაში ის აუცილებლად დიდი ასობგერით დაიწერებოდა.
  2. ein Getränk გერმანულად სასმელს ნიშნავს, თუმცა ფოტოზე მოცემულ რეკლამაზე ასობგერა a-ს უმლაუტი აკლია, შესაბამისად წერია Getrank და არა Getränk. მსგავსი შეცდომის დაშვება ნამდვილ რეკლამაში ნაკლებად სავარაუდოა.
  3. კოკა-კოლის წარწერას ქვეშ თან ერთვის რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი, თუმცა 1936 წელს მსგავსი ნიშანი კოკა-კოლას წარწერის ქვეშ ლოგოს სახით არ ჰქონდა და მხოლოდ 1950-იან წლებში  გაუკეთდა."
    წყარო: thelogocreative.co.uk
  4. სლოგანი Coke ist es, რომელიც ინგლისურიდან არის გადმოტანილი – Coke is it, 1936 წელს არ არსებობდა და 1982 წელს შექმნეს. 30-იან წლებში პოპულარული იყო სლოგანი Ice Cold Sunshine, გერმანულ ვერსიაში – Immer Eiskalt ან Stets Eiskalt. ქვემოთ იხილეთ 1936-1938 წლით დათარიღებული რეკლამები შესაბამისი სლოგანებით.

""
წყარო: piombo.org

რეკლამები, რომლებიც კოკა-კოლამ 1936 წლის ბერლინის საზაფხულო ოლიმპიადას მიუძღვნა

""

 

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist