ანტივაქსერი მიკრობიოლოგის 6 დეზინფორმაცია ჟურნალ “თბილისელებში”

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

52
VIEWS

2021 წლის 24 ოქტომბერს ჟურნალ “თბილისელების” ფეისბუქ გვერდმა მიკრობიოლოგისა და ანტივაქსერი აქტივისტის ლევან ჩხიკვაძის ინტერვიუ გააზიარა, რომელშიც ჩხიკვაძე კორონავირუსის და ვაქცინების შესახებ საუბრობს. ჩხიკვაძის ინტერვიუში კორონავირუსის ვაქცინების შესახებ შემდეგი მტკიცებები გვხვდება:

  1. კორონავირუსის ვაქცინების ზუსტი შემადგენლობა და გვერდითი მოვლენების სრული ჩამონათვალი ცნობილი არ არის.
  2. ლუკ მონტანიემ კორონავირუსის ვაქცინებში 18 ჩანართი აღმოაჩინა. ფაიზერის ვაქცინაში ნაპოვნია გრაფენის ოქსიდი, რომელიც მაგნიტურ რეაქციას იწვევს და ადამიანს ანტენად აქცევს.
  3. რამდენიმე ქვეყანამ ვაქცინაციის პროცესი შეწყვიტა, რადგან ვაქცინირებული ადამიანები იღუპებიან.
  4. რნმ ვაქცინების შემქმენლი რობერტ მელოუნი ამტკიცებს, რომ ამ ტექნოლოგიების ადამიანებში გამოყენება არ შეიძლება.
  5. დაავადება კოვიდი არ არსებობს, ხოლო კორონავირუსის შემადგენლობას არ ამხელენ და მეცნიერებს მისი კვლევის საშუალებას არ აძლევენ.
  6. PCR ტესტებს კოვიდით დაავადების დადგენა არ შეუძლიათ.

1
ანალიტიკური ხელსაწყოს Crowdtangle-ის მონაცემებით, “თბილისელების” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუ 100-ზე მეტმა ფეისბუქ მომხმარებელმა გააზიარა. ბმული შემდეგ საჯარო ჯგუფებსა და გვედებზე გაზიარდა: ეს საინტერესოა, Gogagggაქ ყველაფერია/Mallცნობისმოყვარეამბები – დაიჯესტისასარგებლო რჩევები.

2

ჟურნალ “თბილისელებში” გამოქვეყნებული ანტივაქსერი აქტივისტისა და მიკრობიოლოგის ლევან ჩხიკვაძის ინტერვიუ კორონავირუსის, ვაქცინებისა და PCR ტესტების შესახებ 6 დეზინფორმაციას შეიცავს.

  • კორონავირუსის ვაქცინების შემადგენლობისა და გვერდითი მოვლენების შესახებ ინფორმაცია საჯაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომია. 

საქართველოში ხელმისაწვდომი კორონავირუსის ვაქცინების შემადგენლობისა და გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი.  Pfizer/BioNTech-ისOxford/AstraZenca-სSinopharm-სა და Sinovac-ის ანოტაციებში შესაძლებელია, როგორც თითოეული ვაქცინის სრული შემადგენლობის, ისე ვაქცინის კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი ყველა გვერდითი მოვლენის ჩამონათვლის გაცნობა. კორონავირუსის ვაქცინების კომპონენტებისა და უსაფრთხოების პროფილები ხელმისაწვდომია ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოსმედიკამენტების ევროპული სააგენტოსჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა მარეგულირებელი ორგანოების ვებ-გვერდებზე.

ავტორიტეტული მარეგულირებელი ორგანოების მიერ აღიარებული და ავტორიზბული კორონავირუსის ვაქცინებში შემავალი ინგრედიენტები უსაფრთხოა, ხოლო ვაქცინების ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები მსუბუქი ხასიათისაა და სამედიცინო ჩარევის გარეშე ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში ქრება. ამასთანავე, ავტორიზებულ ვაქცინებთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე უკიდურესად მცირეა და ვაქცინის სარგებლიანობა გადაწონის არსებულ რისკებს.

კორონავირუსის ვაქცინების შემადგენლობისა და გვერდითი მოვლენების შესახებ “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ სტატიები:

 

  •  ლუკ მონტანიეს კორონავირუსის ვაქცინებში “18 ჩანართი” არ აღმოუჩენია. Pfizer-ის და სხვა მწარმოებლების ავტორიზებული ვაქცინები არც გრაფენის ოქსიდს და არც სხვა ტოქსიკურ, არასამედიცინო ნივთიერებას არ შეიცავენ.

მტკიცება, თითქოს კორონავირუსის ვაქცინები ოფიციალურ წყაროებში დასახელებული ნივთიერებების გარდა სხვა “ჩანათებს” და დანამატებს შეიცავს, რომლებსაც ადამიანისთვის ზიანის მიყენება შეუძლიათ, სიმართლეს არ შეესაბამება, ხოლო ინფორმაცია ნობელის პრემიის ლაურეატის, ლუკ მონტანიეს მიერ ვაქცინებში “18 ჩანართის” აღმოჩენის შესახებ ღია წყაროებით არ იძებნება. ნივთიერება გრაფენის ოქსიდი, რომელიც ამჟამად სატრანსპორტო, სპორტისა და ტექნოლოგიების სფეროებთან დაკავშირებულ წარმოებაში გამოიყენება, არც Pfizer-ის და არც სხვა რომელიმე ავტორიზებული კორონავირუსის ვაქცინის შემადგენლობაში არ შედის. მცდარია მტკიცებაც, თითქოს კორონავირუსის ვაქცინები მაგნიტურ რეაქციას იწვევს და ადამიანებს “ანტენებად” აქცევს, რომელსაც ელექტრონული სიგნალების მიღება შეუძლიათ.

კორონავირუსის ვაქცინაში გრაფენის ოქსიდის და სხვა არასამედიცინო დანიშნულების მქონე ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე “მითების დეტექტორი” ადრეც წერდა. ვრცლად იხილეთ:

 

  • მტკიცება, თითქოს ვაქცინირებული ადამიანების დაღუპვის გამო რამდენიმე ქვეყანამ ვაქცინაციის პროცესი შეწყვიტა დეზინფორმაციაა.

კორონავირუსისი საწინააღმდგო ვაქცინაციის კამპანიის დაწყების შემდეგ სხვადასხვა დროს რამდენიმე ქვეყანამ ცალკეული ვაქცინების გამოყენება ზოგიერთი ასაკობრივი ჯგუფისთვის დროებით მართლაც შეაჩერა, თუმცა ზოგადად ვაქცინების გამოყენებაზე უარი არცერთ ქვეყანას არ უთქვამს. 2021 წლის მარტში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება დროებით შეწყდა, რადგან ვაქცინის შემდეგ თრომბოზის განვითარების და გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა რამდენიმე დღეში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობამ გააგრძელა. 2021 წლის პრილში ამერიკაში Johnson & Johnson-ის ვაქცინასა და იშვიათი ფორმის თრომბოზს შორის კავშირის შესასწავლად FDA-მ ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერა, თუმცა როგორც FDA-ის გამოძიებამ დაადგინა, აღნიშნული გვერდითი ეფექტი უკიდურესად იშვიათია და ვაქცინის გამოყენების გაგრძელების რეკომენდაცია გასცა.

ვაქცინაციის შეჩერებასა და ვაქცინით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან დაკავშირებით გავრცელებული ყალბი ცნობები “მითების დეტექტორმა” ადრეც გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ სტატიები:

 

  • რობერტ მელოუნი, რომელიც კორონავირუსის ვაქცინებს ეწინააღმდეგება, რნმ ვაქცინების გამომგონებელი არ არის. რნმ ტექნოლოგია კი ადამიანისთვის უსაფრთხოა.

რობერტ მელოუნი რნმ ამ ტექნოლოგიის განვითარებაზე სხვა მეცნიერებთან ერთად ნამდვილად მუშაობდა, თუმცა რეალურად კორონავირუსის რნმ ვაქცინების ტექნოლოგიას უნგრელი მეცნიერის კატალინ კარიკოს შრომები დაედო საფუძვლად. ერთადერთი წყარო, რომელიც რობერტ მელოუნს კორონავირუსის რნმ ვაქცინების გამომგონებლად მოიხსენიებს თავად მისი ვებ-გვერდი და საკუთარი სოციალური მედიის ანგარიშებია. რაც შეეხება მელოუნის მტკიცებას, რომ რნმ ტექნოლოგიით შექმნილი ვაქცინები ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, რადგან ორგანიზმში გამომუშავებული სპაიკ ცილა ტოქსიკურია, სიმართლეს არ შეესაბამება.

რნმ ტექნოლოგიის უსაფრთხოების, სპაიკ ცილისა და რობერტ მელოუნის შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

 

  • დაავადება COVID-19-ის გამომწვვი ვირუსი 2020 წლის იანვრიდანაა იზოლირებული და მისი სტრუქტურისა თუ გენომის თანმიმდევრობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა.

ახალი კორონავირუსის იზოლირება პირველად ჩინეთში 2020 წლის იანვარში მოხდა, რის შემდეგაც ჩინელმა მეცნიერებმა ვირუსის ნიმუში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გაუზიარეს. ხოლო შემდეგ ვირუსი არაერთი ქვეყნის ლაბორატორიაში გამოყვეს. ვირუსის იზოლირების პროცესი აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მასალებშია აღწერილი. მტკიცება, თითქოს კოვიდ-19-ის გამომწვევი ვირუსი არ არსებობს და მეცნიერებს მისი იზოლირება არ მოუხდენიათ ადრეც ვრცელდებოდა. ამ თემაზე იხილეთ სტატიები:

 

  • PCR ტესტებს კოვიდით დაავადების დადგენა არ შეუძლიათ

მტკიცება, თითქოს PCR ტესტებით ინფექციის დადგენა შეუძლებელია, სიმართლეს არ შეესაბამება. PCR ტესტს ორგანიზმში აქტიური კორონავირუსის დიაგნოსტირებისთვის რეკომენდაციას როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ისე ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია და სხვადასხვა ავტორიტეტული სამედიცინო ორგანიზაციები უწევს. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო რეკომენდაციით სამედიცინო პერსონალმა კორონავირუსის დიაგნოსტირებისას PCR ტესტის პასუხთან ერთად პაციენტის კლინიკური ნიშნები და სიმპტომები, დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და სხვა ფაქტორებიც უნდა გაითვალისწინონ.

PCR ტესტების ეფექტიანობისა და სიზუსტის შესახებ იხილეთ “მითების დეტექტორის” სტატიები:

ლევან ჩხიკვაძის შესახებ

ლევან ჩხიკვაძე ანტივაქსერი აქტივისტია, რომელიც თავს მიკრობიოლოგად მოიხსენიებს და კორონავირუსის არსებობას უარყოფს. 2021 წლის ივნისში ჩხიკვაძის ვიდეომიმართვა პოლიტიკური პარტიის “დავით ჭიჭინაძე – ტრიბუნის” ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა. ლევან ჩხიკვაძე გიორგი ლილუაშვილთან, ზვიად გოგიაშვილთან და სხვა ანტივაქსერ აქტივისტებთან ერთად ვაქცინაციისა და კორინავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ორგანიზებაშია ჩართული და მისი მონაწილეობით სოციალურ ქსელში დეზინფორმაციული ვიდეომიმართვები და ლაივები პერიოდულად ზიარდება. ლევან ჩხიკვაძის მიერ ადრე გავრცელებული დეზინფორმაციის შესახებ ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist