ანტილიბერალური კლუბის ვიდეომანიპულაცია მიგრანტების შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ფფფრ
209
VIEWS

2018 წლის 21 მარტს ულტრა-ნაციონალისტურმა ფეისბუქ გვერდმა “ანტილიბერალური კლუბი” გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით “აფრიკელი მიგრანტები მადრიდის ქუჩას არბევენ.” ვიდეოში ასახულია, თუ როგორ აზიანებენ დემონსტრანტები ქუჩაში მანქანებს. აღნიშნული ვიდეო ერთმანეთთან დაკავშრებულმა სხვა ულტრა-ნაციონალისტურმა გვერდებმაც (“Geo Pepe” და “ანტი-პარადოქსი”) გაავრცელეს. აღნიშნული ინფორმაციის გამავრცელებელთა შორის არის გვერდი “საინტერესო მოვლენები”, რომელიც ანტილიბერალური კლუბის მიერ უნდა იყოს შექმნილი, რადგან გვერდის მოწონებისკენ მომხმარებელს სწორედ ანტილიბერალური კლუბი მოუწოდებს.

"

ანტილიბერალური კლუბის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო აღწერით “აფრიკელი მიგრანტები მადრიდის ქუჩას არბევენ” მანიპულაციურია და რასისტული და ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას ემსახურება. მოვლენა 2018 წლის მარტში მადრიდში, კერძოდ კი ლავაპიესში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ასახავს. ესპანური მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები ასევე რადიკალური მემარცხენე და ანტი-ისტაბლიშმენტური ჯგუფები არიან. მანქანების დაზიანებისა და სხვა ქმედებების გამო ესპანეთის პოლიციამ ესპანეთის ექვსი მოქალაქე დააკავა.

1. მადრიდის უბანში დემონსტრაციები რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდება და მასში როგორც მიგრანტები, ასევე ესპანეთის მოქალაქეები მონაწილეობენ

ანტილიბერალური კლუბი მკითხველს ინფორმაციას კონტექსტისა და მოვლენის სრული აღწერის გარეშე აწვდის, რაც პროპაგანდის ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია. ლავაპიესში დემონსტრაციები სენეგალელი გარე მოვაჭრის გარდაცვალებამ გამოიწვია, რომელიც დემონსტრანტების თქმით, პოლიციის დევნის დროს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ანტილიბერალური კლუბი, საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე, მკითხველს მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციას სთავაზობს და არ აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დემონსტრაციებში სხვადასხვა ჯგუფები მონაწილეობენ, რითაც აქცენტს მხოლოდ მიგრანტებზე აკეთებს.

2. ქუჩებში ქონების დაზიანების გამო პოლიციამ არა მიგრანტები, არამედ ესპანეთის მოქალაქეები დააკავა.

ლაპაისში მშვიდობიანი აქცია მალევე გადაიზარდა ვანდალიზმში, თუმცა ესპანური მედიის ცნობით, მაღაზიების, მანქანებისა და სხვა ქონების დაზიანებაზე პასუხისმგელობა მეტწილად რადიკალურ მემარცხენე და ანტი-ესტაბლიშმენტურ ჯგუფებს ეკისრებათ. ანტილიბერალური კლუბი მალავს ამ ინფორმაციასაც და არ აქვეყნებს, რომ ვანდალიზმის გამო ესპანეთის პოლიციამ არა მიგრანტები, არამედ ესპანეთის მოქალაქეები დააკავა.

"
ფოტო აქციიდან. წარწერა ბანერზე: “ფაშისტებო, მკვლელებო, თქვენი კანონები უკანონოა”. წარწერის ქვეშ  კი ანარქიზმის სიმბოლოა გამოსახული. ფოტოს წყარო: getty images

ინფორმაციის კონტექსტისა და მოვლენის სრული აღწერის გარეშე მიწოდებით, ანტილიბერალური კლუბი მკითხველს მხოლოდ ცალმხრივ ინფორმაციას სთავაზობს და ძალადობრივ ქმედებების მხოლოდ მიგრანტებთან აკავშირებს.

თემატიკა: მიგრაცია
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ესპანეთი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist