ანტილიბერალური არხის ვიდეოფაბრიკაცია გერმანიის მიგრანტების შესახებ

კითხვის დრო: 4 წუთი

კითხვის დრო: 4 წუთი

სდფას
27
VIEWS

2017 წლის 29 ივნისს ფეისბუკ გვერდზე Antiliberal Channel (ანტილიბერალური არხი) გამოაქვეყნდა ვიდეო მასალა “გერმანია დღეს!” ანტილიბერალური არხის მტკიცებით, ვიდეო გერმანიაში მიგრანტების მიერ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულებებს ასახავდა, მიმდინარე პროცესები კი გერმანიაში ადგილობრივი მოსახლეობის გაქრობას გამოიწვევდა.

"

ვიდეოს 20 ათასი ნახვა აქვს და ასევე გაზიარებული აქვს კიდევ ერთ ულტრა-ნაციონალისტურ გვერდს “ქართული ნაციონალისტური კულტურა”. ფეისბუქპოსტს მიგრანტებისა და საქართველოში მცხოვრები უცხოელების მიმართ სიძულვილის შემცველი კომენტარები ახლავს.

“მითების დეტექტორმა” ანტილიბერალური არხის მიერ გავრცელებული ვიდეო გადაამოწმა და აღმოჩნდა, რომ მასალა:

  • 13 სხვადასხვა ეპიზოდის ვიდეოფაბრიკაციას წარმოადგენს.
  • 13-დან 4 ვიდეოს ადგილმდებარეობის, თარიღისა და მასში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება.
  • გადამოწმებული 9 ვიდეოდან 6 გერმანიაში საერთოდ არ არის გადაღებული და შვედეთში, ბრაზილიაში, ჩეხეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში და მაროკოში მომხდარ მოვლენებს ასახავს.
  • დანარჩენ ვიდეოებს ევროპაში მიგრანტების მიერ ჩადენილ დანაშაულებებთან პირდაპირი და აშკარა კავშირი არ აქვს.
  • გერმანიაში გადაღებული 3 ვიდეოდან 1 მიგრანტების ნაცვლად მემარცხენე ექსტრემისტების პოლიციასთან შეტაკებას ასახავს!
  • მხოლოდ 1 ვიდეოს შემთხვევაში, რომელიც შვედეთში მოხდა, ადასტურებს პოლიცია, რომ დამნაშავე თავშესაფრის მაძიებელი იყო.

ეპიზოდი 1: შვედეთი გერმანიის ნაცვლად!

აღნიშნულ ვიდეო 2016 წლის 5 იანვარს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმშია გადაღებული. ქალმა, რომელსაც თან ორი მცირეწლოვანი ახლავს, მამაკაცს ქურდობაში შეუშალა ხელი, რის გამოც მამაკაცმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. შვედური პრესის ცნობით, დამნაშავის დეპორტაცია დანიაში მოხდა, სადაც მან პირველად ითხოვა თავშესაფარი.

"


ეპიზოდი 2: ბრაზიალია გერმანიის ნაცვლად!

"

"

აღნიშნულ ვიდეოს გერმანიასთან და მიგრანტებთან კავშირი არ აქვს, რადგან ის 2017 წლის 7 დეკემბერს ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროშია გადაღებული. პოლიციამ ინციდენტში მონაწილე 3 არასრულწლოვანი და მათი ხელმძღვანელი, კრიმინალი კარლოს ანდრე ბორბა დე სოუზა დააკავა. აღნიშნული პირები არა მიგრანტები, არამედ ბრაზილიის მოქალაქეები არიან.

ეპიზოდი 3: ჩეხეთი გერმანიის ნაცვლად!

მოცემულ ეპიზოდში ახალგაზრდა მამაკაცების რამდენიმეკაციანი ჯგუფი ახალგაზრდა გოგონას ძარცვავს. კადრების გადამოწმებისას დგინდება, რომ მოვლენა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 2016 წლის 22 მაისს მოხდება. სრული ვიდეოდან კი ჩანს, რომ ახალგაზრდების ჯგუფი შენობაში ერთად შევიდნენ, შენობაში შესვლის წინ ისინი ერთად საუბრობდნენ, რის შემდეგაც მდგომარეობა გამწვავდა. ჩეხური მედიის ცნობით, პოლიციამ ინციდენტის გამოძიება დაიწყო და მოქალაქეებს ვიდეოში მონაწილე პირების ამოცნობაში დახმარება სთხოვა.

"

"

"

ეპიზოდი 4: საფრანგეთი გერმანიის ნაცვლად!

აღნიშნული ეპიზოდი გერმანიის ნაცვლად საფრანგეთში ხდება. ფრანგული მედიის ცნობით, პარიზის გარეუბან დრანსიში 2017 წლის 16 მარტს პოლიციამ მამაკაცს მოტოციკლეტი ჩამოართვა, რადგან ის მას ჩაფხუტის გარეშე მართავდა, რასაც მოტოციკლეტის მძღოლსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

"

ეპიზოდი 5: შვეიცარია გერმანიის ნაცვლად!

კოლაჟის ეს ეპიზოდი არა გერმანიაში, არამედ შვეიცარიის ქალაქ ბერნში არის გადაღებული და 2015 წლის 12 სექტემბერს თურქებსა და ქურთებს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ასახავს. ვიდეო პირველად Youtube-ის არხმა Revolution News გაავრცელა, რომლის მიხედვითაც თურქი ნაციონალისტის მანქანა ქურთ დემონსტრანტებს დაეტაკა. პირველწყარო მიგრანტებზე საერთოდ არ საუბრობს.
"

ეპიზოდი 6: მაროკო გერმანიის ნაცვლად!

კოლაჟის ბოლო ეპიზოდში მამაკაცი ორ გერმანულ ნაგაზს ნივთებს ესვრის, რის შემდეგაც ძაღლები მას თავს ესხმიან. მოვლენა რეალურად არა გერმანიაში, არამედ მაროკოში ხდება, რომელიც არაბული ქვეყანაა.

"

ეპიზოდი 7: მემარცხენე ექსტრემისტების შეტაკება პოლიციასთან მიგრანტების ნაცვლად!

ვიდეო იწყება ეპიზოდიღ, რომელიც რეალურად არა მიგრანტების მიერ პოლიციაზე თავდასხმას, არამედ 2011 წლის 3 სექტემბერს გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მემარცხენე ექსტრემისტებსა და პოლიციას შორის შეტაკებას ასახავს. დორტმუნდში ყოველწლიური ნეო-ნაცისტების მსვლელობა ულტრა-მემარცხენეებმა გააპროტესტეს, რომლებმაც პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ნეო-ნაცისტებს თავს დაესხნენ. აღნიშნული ვიდეო თვითმხილველის მიერ არის გადაღებული და მის მიერ Youtube-ზე განთავსებულ აღწერაში არა მიგრანტებზე, არამედ დორტმუნდის ნეო-ნაცისტების მსვლელობაზეა საუბარი. 2011 წელს სირიის სამოქალაქო ომი ახალი დაწყებული იყო და ევროპა მიგრაციის კრიზისის წინაშე არ იდგა.

"

ეპიზოდი 8: ესენის მკვიდრი მიგრანტის ნაცვლად!

აღნიშნული ეპიზოდი 2015 წლის 18 ნოემბერს გერმანიის ქალაქ ესენის მეტრო სადგურ Berliner Platz-შია გადაღებული და ახალგაზრდა მამაკაცის მიერ გამვლელზე ფიზიკური თავდასხმის კადრებს ასახავს. დამნაშავე 21 წლის მამაკაცია, რომელიც სწორედ ქალაქ ესენის მკვიდრია და მის მიერ ჩადენილ დანაშაულს მიგრანტებთან კავშირი არ აქვს.

"

ეპიზოდი 9: მენტალური პრობლემების მქონე მამაკაცის ინციდენტი სუპერმარკეტის გამყიდველთან

კოლაჟის მეორე ეპიზოდში ჩანს დაპირისპირება სუპერმარკეტში შესულ არაბულ-ენოვან მამაკაცსა და სხვა მყიდველებს შორის. მოვლენა 2016 წლის 21 მაისს გერმანიის ქალაქ ანრდსდორფში მოხდა. ქალაქის პოლიციის განცხადებით, მამაკაცი მარკეტთან ახლოს მდებარე საავადმყოფოში მენტალურ პრობლემებს მკურნალობდა და ტელეფონის სიმ კარტასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებით სუპერმარკეტის მომსახურე პერსონალს ერთ დღეში რამდენჯერმე მიმართა. ვიდეოს პირველწყარო ონლაინ პორტალი Liveleak.com-ია, რომელიც ევროპაში მიგრანტების მიმართ სიძულვილით გამოირჩევა.

კონტექსტი

ანტილიბერალური არხის ვიდეომანიპულაცია მიგრანტების წინააღმდეგ სიძულვილის გაღვივების საერთო ნარატივის ნაწილია, რომლის მიზანია მუსულმანური ინდეტობის ადამიანები კრიმინალებად და მოძლადეებად წარმოაჩინოს. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი გერმანიაზე კეთდება, რომელიც პროპაგანდისტულ მედიაში ხშირად არის წარმოჩენილი როგორც მიგრანტების თავშესაფარი ადგილი, სადაც გერმანელთა იდენტობას საფრთხე ემუქრება.

ერთ-ერთი პირველი შემთხვევა, რომელიც ევროპაში მიგრაციის საკითხების გამიზნულ მანიპულირებას ახდენდა გახმაურებული “ლიზას საქმეა”. 2016 წლის იანვარში რუსულ მედიაში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს 13 წლის ლიზა ავტოსადგურიდან გაუჩინარდა და არაბების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

ევროპის მსგავსად მიგრანტების საკითხების მანიპულირებას და მათ “საფრთხედ” წარმოჩენას საქართველოში ულტრა-ნაციონალისტური, პოლულისტური ჯგუფები ახდენენ და მას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს უკავშირებენ,  თითქოს ასოცირების შეთანხმება საქართველოს მიგრანტების მიღებას ავალდებულებს, რაც ქვეყანაში ტერორიზმის საფრთხეს გაზრდის. 2017 წლის 14 ივლისს მიგრანტების წინააღმდეგ მოძრაობა “ეროვნულების” ორგანიზებით ე.წ. “ქართველთა მარში” გაიმართა. მარშის წინ ულტრანაციონალისტური ჯგუფები სოციალურ ქსელში ორგანიზებულად მოქმედებდნენ და მარშში მონაწილეთა მობილიზაციას ახდენდნენ.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: გერმანია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist