ანტიგენის ტესტები სწორად გამოყენების შემთხვევაში კოკა-კოლასა და წყალზე კოვიდ-უარყოფით პასუხს აჩვენებს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

828
VIEWS

2021 წლის 17 აპრილს ფეისბუკ მომხმარებელმა ლევან ნავი გააზიარა ვიდეო, რომელშიც პირი Sars-Cov-2 ანტიგენის ტესტს ონკანის წყალს უშვერს და ტესტი დადებით შედეგს აჩვენებს. 23 აპრილის მონაცემებით პოსტს 3 ათასზე მეტი გაზიარება აქვს. ამავე დღეს ლევან ნავიმ გააზიარა კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ტესტს ამჯერად ლუდზე ატარებენ და კვლავ დადებით პასუხს იღებენ. ლევან ნავის მიერ გამოქვეყნებული ეს ვიდეო ჯგუფში კორონა მაფია გაზიარდა.

 

;;;

ლევან ნავის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოები, რომლებშიც კორონავირუსზე სწრაფ ტესტს წყალზე და ლუდზე ატარებენ და დადებით შედეგს იღებენ, მანიპულაციურია, ვინაიდან ტესტი არასწორად ტარდება და სწორად ჩატარების შემთხევაში, ამ ნივთიერებებზე ტესტი უარყოფით პასუხს აჩვენებს. “მითების დეტექტორმა” სწრაფი ტესტებით კოკა-კოლასა და წყალზე ექსპერიმენტი შესაბამისი წესების დაცვით ჩაატარა.

ლუდსა და წყალზე ჩატარებული ტესტები იუთუბზე 17 აპრილიდან იძებნება, ხოლო ვიდეოების აღწერაში მითითებულია, რომ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა. აღსანიშნავია, რომ ლუდზე ჩატარებული ტესტირების ვიდეოში სოციალური ქსელის მომხმარებლის @anastaci91-ის სახელი ჩანს. ამ სახელით ანგარიში ტვიტერის წესების დარღვევის გამო დროებით დაბლოკილია.

ვიდეოებში ტესტი არასრულფასოვნად ტარდება, არ ხდება მჟავა-ტუტოვანი მაჩვენებლის დამარეგულირებელი ბუფერული ხსნარის გამოყენება. ამასთან, ტესტის ინსტრუქციაში წერია, რომ ტესტზე მხოლოდ სამი წვეთი უნდა დაწვეთდეს, ისიც მხოლოდ სპეციალური ტამპონით აღებული ნიმუშის ბუფერიან მიკროსინჯარაში მოთავსების შემდეგ. მაშინ, როდესაც ტესტი სწორად, ინსტრუქციების დაცვით ტარდება, ის ზემოთხსენებულ ნივთიერებებზე უარყოფით პასუხს აჩვენებს. ამის სადემონსტაციოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლაბორატორიის დახმარებით ექსპერიმენტი ჩავატარეთ. ტესტი ჩატარდა როგორც ინსტრუქციის მიხედვით, ასევე მისი დარღვევით კოკა-კოლაზე და წყალზე. (pawsitivelyintrepid.com) როგორც ექსპერიმენტმა აჩვენა, მაშინ როდესაც ტესტის გამოყენების ინსტრუქცია დაცული არაა, ტესტის პასუხი დადებითია, ხოლო მაშინ, როდესაც ბოლომდეა დაცული – უარყოფითი.

{“preview_thumbnail”:”/sites/default/files/styles/video_embed_wysiwyg_preview/public/video_thumbnails/lljIGdWlLVY.jpg?itok=SADdSFEz”,”video_url”:”https://www.youtube.com/watch?v=lljIGdWlLVY&ab_channel=MythDetector”,”settings”:{“responsive”:1,”width”:”854″,”height”:”480″,”autoplay”:0},”settings_summary”:[“Embedded Video (Responsive).”]}

მსგავსი ვიდეო, რომელშიც ტესტი ლუდზე ჩაატარეს, სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ვიდეო ბერძნულმა ფაქტჩეკერმა ორგანიზაციამ, Ellinika Hoaxes-მა გადაამოწმა და დაადგინა, რომ ტესტი მცდარ პასუხს იძლევა, რადგან ხსნარის მჟავიანობა ტესტში ანტისხეულებს ანადგურებს.

აღნიშნული ვიდეოები ანტიგენის ტესტის სხვადასხვა სითხესთან ურთიერთქმედების ყალბი ექსპერიმენტების ხაზს აგრძელებს. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ვიდეო, რომელშიც ავსტრიელმა დეპუტატმა ტესტს კოკა-კოლა დაასხა და დადებითი პასუხი მიიღო. ტესტი ამ შემთხვევაშიც არასწორად იყო ჩატარებული, ხოლო საპასუხო ვიდეო კი ანტიგენის მწარმოებელმა კომპანია „დიალაბმაც“ ჩაწერა. ამის შესახებ  ინფორმაცია “მითების დეტექტორმა” ადრე გადაამოწმა, ვრცლად იხილეთ:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist