ანალიტიკოსი თუ “მებრძოლთა კლუბის” პერსონაჟი – ვის ეყრდნობა სპუტნიკი წყაროდ?

კითხვის დრო: < 1 minute

კითხვის დრო: < 1 minute

fake sputnik
340
VIEWS

2020 წლის 11 მარტს “სპუტნიკ საქართველო”-მ გამოაქვეყნა სტატია მაქსიმ რუბჩენკოს ავტორობით, რომელიც ნავთობის ფასების დაცემას ეხება. რუბჩენკო საკუთარი მოსაზრების დასადასტურებლად დასავლელ “ანალიტიკოსს”, ტაილერ დარდენს ეყრდნობა, რომელიც ამავდროულად გამოცემა Zero Hedge-ის დამფუძნებელია.

 

სპუტნიკ საქართველო/მაქსიმ რუბჩენკო: “ანალიტიკური პორტალის, Zerohedge–ს დამფუძნებელი ტაილერ დარდენი აღნიშნავს, რომ OPEC–ი უკვე მრავალი წელია კრიზისშია…დარდენის აზრით, მოსკოვმა იდეალური მომენტი შეარჩია ძალის დემონსტრირებისთვის.”

ტაილერ დარდენი არ არსებობს და ის არა ანალიტიკური პორტალის დამფუძნებელი, არამედ ცნობილი წიგნისა და ფილმის “მებრძოლთა კლუბის” მთავარი პერსონაჟია. Zero Hedge კი ინგლისურენოვანი გამოცემაა და ფინანსური საკითხების გამშუქებელ სააგენტოდ პოზიციონირებს. სწორედ ტაილერ დარდენის სახელით ქვეყნდება Zero Hedge-ზე სტატიები.

2016 წელს ბლუმბერგმა გამოაქვეყნა ტაილერ დარდენის უკან არსებული რეალური პირების სახელები: კოლინ ლოკი, ტიმ ბაკშალი და დანიილ ივანჯიისკი – ბულგარეთში დაბადებული, აშშ-ში ბაზირებული ყოფილი საინვესტიციო ბანკირი. Zero Hedge-ის სტატიები ვლადიმირ პუტინისა და ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერით გამოირჩევა. ბლუმბერგთან ინტერვიუში Zero Hedge-ის ბლოგერმა კოლინ ლოკმა გამოცემის “ფორმულა” გაავრცელა: “რუსეთი კარგია, ობამა – იდიოტი, ბაშარ ალ-ასადი – კეთილმოსურნე ლიდერი, ჯონ კერი – სულელი. ვლადიმირ პუტინი – სახელმწიფოს მართვის ხელოვნების ისტორიაში უდიდესი ლიდერი.”

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist