ამირან გამყრელიძე ცოლ-ქმარს დისტანცირებას არ ურჩევს

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

18
VIEWS

4 აგვისტოს ფეისბუქ გვერდმა საინტერესო – ციტატები გამოაქვეყნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის ციტატა “დაიცავით დისტანცია ცოლ ქმარმა მესენჯერით ეკონტაქტეთ ერთმანეთს.” ამირან გამყრელიძის იდენტური ფოტო და ციტატა ფეისბუქ გვერდმა ცისარტყელა ¤ The Rainbow გამოაქვეყნა.

;;
ამირან გამყრელიძის ციტატა იმის შესახებ, რომ ცოლ-ქმარმა ერთმანეთისგან  დისტანცია უნდა დაიცვას და მესენჯერით იკონტაქტოს, ყალბია. არცერთ ღია წყაროში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის იდენტური ან მსგავსი შინაარსის კომენტარი არ იძებნება. 

ღია წყაროებში არ იძებნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ დისტანციის დაცვის მიზნით ცოლ-ქმრის მესენჯერით კონტაქტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მიუხედავად იმისა, რომ ციტატა შესაძლოა კომიკურად ჟღერდეს, ფეისბუქ პოსტებზე გამოხატული რეაქციებიდან ჩანს, რომ მრავალმა მომხმარებელმა გამხრელიძის ციტატა რეალურად მიიღო.

პანდემიის პერიოდში საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების გაყალბებული ციტატები “მითების დეტექტორმა” არა ერთხელ გადაამოწმა:


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

 

წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist