Alpha Dominant-ის ფოტომანიპულაცია დასავლეთის სკოლებში ბიჭებისთვის კაბის ჩაცმის უფლების მიცემაზე

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

495
VIEWS

14 ივნისს Facebook გვერდმა Political Memes  გამოაქვეყნა ვიდეო: „ლიბერალიზმი მამაკაცების მენტალური კასტრაციაა“, რომელშიც ავტორი, ვიდეო ბლოგერი Alpha Dominant ლიბერალურ იდეოლოგიას აკრიტიკებს. მისი თქმით, ლიბერალიზმის თანასწორობის იდეა წინააღმდეგობაში მოდის მამაკაცის ფსიქო-ფიზიოლოგიურ ბუნებასთან, რომლისთვისაც მძაფრი, აგრესიული კონკურენტულობა და სოციალური გამარჯვების იდეეაა დამახასიათებელი. ლიბერალური სისტემა ქალებისა და „გენდეროსექსუალური უმცირესობისთვის“ კომფორტის შექმნის მიზნით  „კაცურობის შეკვეცას“, მოთვინიერებას და ქალებისთვის „ფორის მიცემას“ ცდილობს. აღნიშნული პროცესის ერთ-ერთ გამოხატულებად Alpha Dominant დასავლეთის ზოგიერთ სკოლაში ბიჭებისთვის კაბების ჩაცმის უფლების მიცემას ასახელებს, რის საილუსტრაციოდაც ვიდეოში კაბებში გამოწყობილი სკოლის მოსწავლეების ფოტო მოჰყავს. ვიდეოს  სოციალურ ქსელში 55 ათასამდე ნახვა და 1.4 ათასი გაზიარება აქვს (19 ივნისის მონაცემებით).

Alpha Dominant, ვიდეო ბლოგერი: “თანასწორობისთვის და მაქსიმალური კომფორტის უზრუნველყოფად ლიბერალური სისტემა ცდილობს, რომ კაცურობა რაც შეიძლება შეიკვეცოს, მოთვინიერდეს და ამით ფორა მიეცეს ქალებს და ნუ დანარჩენებს … ანუ მარტივად რომ ვთქვათ საჭიროა კაცი მაქსიმალურად გამოგენდერდეს, დაჩმორდეს, მოხდეს მამაკაცურობის კასტრაცია, რათა კოლექტიურმა ბაია პატარაიამ კონკურენციის გაწევა მოახერხოს, ამ პროცესის გამოხატულებაა დასავლურ ლიბერალურ სივრცეში გაჩენილი სალანძღავი ცნება  “ტოქსიკური მამაკაცურობა”, ან თუნდაც დასავლეთის ზოგიერთ სკოლაში ბიჭებისთვი კაბების ჩაცმის უფლების მიცემა“

"

Alpha Dominant-ის ვიდეოში გამოყენებულ ფოტოზე სინამდვილეში ბრიტანეთის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციაა გამოსახული. 2017 წლის ივნისში, ქალაქ ექსეტერში Isca Academy-ს მოსწავლეებმა თანატოლი გოგონებისგან ნათხოვარი კაბები ჩაიცვეს და სკოლაში მივიდნენ. ამ ფორმით მათ ზაფხულის ცხელ დღეებში მოკლე შორტებით სიარულზე სკოლის ადმინისტრაციის უარი  გააპროტესტეს.

2017 წლის ივნისში, როდესაც დევონის საგრაფოს ქალაქ ექსეტერში ჰაერის ტემპერატურამ 32 გრადუს ცელსიუსს მიაღწია, საშუალო სკოლა Isca Academy-ს მოსწავლეებმა სკოლის დირექციას შარვლების ნაცვლად მოკლე შორტების ჩაცმის უფლების მიცემა სთხოვეს, რაზეც ადმინისტრაციამ უარი განაცხადა. ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის თქმით, მის 14 წლის ვაჟს შორტების ჩაცმა სურდა, რაზეც სკოლის ხელმძღვანელმა ირონიულად უპასუხა, რომ თუ სურვილი ექნებოდა, შეეძლო კაბა ჩაეცვა.

21-22 ივნისს, 60-მდე მოსწავლე ბიჭი სკოლაში კაბებით გამოცხადდა, რომლებიც დებისგან და მეგობარი გოგონებისგან ითხოვეს. ამ ფორმით მოსწავლეებმა სკოლის უნიფორმების პოლიტიკა გააპროტესტეს, რომელიც მათი თქმით არასამართლიანია, რადგან გოგონები „გრილად“ არიან, მათ კი შარვლებს ზემოთ პიჯაკის ტარებაც უწევთ.

"
ფოტო: The Times

მოსწავლეთა პროტესტის შემდგომ, სკოლის ხელმძღვანელმა განაცხადა რომ გასული რამოდენიმე დღე მართლაც განსაკუთრებულად ცხელი იყო, ხოლო სკოლის დირექცია  ყველაფერს გააკეთებდა მოსწავლეებისა და თანამშრომლებისთვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად. მისი თქმით, მომავალი წლისთვის ადმინისტრაცია სასკოლო უნიფორმაში შორტების დაშვების წესს განიხილავს.

ბიჭების საპროტესტო აქცია მალევე დასრულდა, რადგან მომდევნო დღეებში ტემპერატურამ საგრძნობლად დაიკლო.

Alpha Dominant ვიდეო ბლოგერია, რომელიც სექსისტური და დისკრიმინაციული შინაარსის ვიდეოებს ავრცელებს. Alpha Dominant-ის Facebook გვერდს 19,345 (19 ივნისის მონაცემებით) გამომწერი ყავს და მასზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით,  დახურულ ფეისბუქ ჯგუფებს „ანტილიბერალები“და “Alpha Dominant”-ის ჯგუფი“ მართავს.

"


მითების დეტექტორის ლაბორატორია

თემატიკა: იდენტობა
დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: დიდი ბრიტანეთი
წყარო

წყარო

ალფ
ალფა დომინანტი - Alpha Dominant

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist