აეროპორტის დაკავების ცენტრი თუ კარანტინის ზონა ელექტროღობეებით – რა და როდის ააშენეს ავსტრალიაში?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

53
VIEWS

2021 წლის 20 ნოემბერს ფეისბუკ მომხმარებელმა „მინდა დავრჩე ადამიანად“ გამოაქვეყნავიდეო, სადაც, ორმაგი ღობით შემოსაზღვრული შენობა ჩანს. ავტორის მტკიცებით, ქუინსლენდში (ავსტრალია) არავაქცინირებული ადამიანებისათვის სპეციალური საკარანტინე ზონა შეიქმნა, რომელიც სპეციალური ელექტრო ღობეებით არის შემოსაზღვრული.

"

ინფორმაცია, თითქოს ავსტრალიაში არავაქცინირებული მოქალაქეებისათვის სპეციალური საკარანტინე ზონა შეიქმნა, მტკიცებულების გარეშეა. რეალურად, ვიდეოში ავსტრალიის ქალაქ ბრისბეინის აეროპორტის მიმდებარედ არსებული დაკავების ცენტრია ასახული, რომელიც იმ პირებისთვისაა განკუთვნილი, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე საჭირო დოკუმენტების გარეშე, არალეგალურად შევიდა. ცენტრი 2019 წლამდე აშენდა, შესაბამისად მას პანდემიასთან კავშირი არ აქვს.

აღნიშნული ვიდეო თავდაპირველად 2021 წლის 11 ნომებერს Twitter-ის ანგარიშმა Pelham-მა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებიდან მოკლე დროში ვიდეო ვირუსულად გავრცელდა და რამდენიმე დღეში 2500 მოწონება და 2000-მდე გაზიარება ჰქონდა.

მოცემული ვიდეოთი უცხოელი ფაქტების გადამოწმების ორგანიზაციებიც დაინტერესდნენ. ფრანგულმა ორგანიზაცია The Observers-მა(France 24) სატელიტიდან გადაღებული კადრების გამოყენებით ვიდეოზე გამოსახული დაწესებულების რეალური ადგილმდებარეობის დადგენა შეძლო. The Observer-ის მიხედვით, შენობა ქვინსლენდში, ბრისბეინის აეოპორტთან ახლოს მდებარეობს, ხოლო ის იმ ადამიანების მოსათავსებლად გამოიყენება, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა ლეგალური დოკუმენტაციის გარეშე სცადეს. აღსანიშნავია, რომ ცენტრის მშნენებლობა 2019 წლამდე და გლობალური პანდემიის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე მოხდა.

დაწესებულების სატელიტური ფოტოები 2017 და 2019 წლებში
წყარო: The Observers (France 24)
""

ქუინსლენდის მთავრობამ არსებულ ინფრასტრუქტურაზე (უმეტესად სასტუმროებზე) დიდი წნეხის გამო საკარანტინე ზონების დამატების აუცილებლობას ცოტა ხნის წინ  ნამდვილად გაუსვა ხაზი, თუმცა არაფერი თქმულა მათში არავაქცინირებული ადამიანების მოთავებაზე. კერძოდ, ახლახანს მთავრობამ წარადგინა გეგმა, რომელიც 1000 საწოლიანი საკარანტინე დაწესებულების შექმნას გულისხმობს. დაწესებულებაში 2021 წელს 500 საწოლის განთავსება იგეგმება, ხოლო იგი სრულად ფუნქციური 2022 წლიდან გახდება. თუმცა, ვიდეოში მოცემული დაწესებულება არაა აღბეჭდილი.

ქუინსლენდის მთავრობამ კოვიდ-19თან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრება 2021 წლის დეკემბრიდან დააანონსა. ახალი რეგულაციებით არავაქცინირებულ მოქალაქეებს საჯარო სერვისებით (რესტორნები, კინოთეატრები, სპორტული დაწესებულებები და ფესტივალები) სარგებლობა კიდევ უფრო შეეზღუდებათ. თუმცა, მტკიცებულების გარეშეა ის მტკიცება, თითქოს არავაქცინირებულ მოქალაქეებს სპეციალური ღობეებით შემოსაზღვრულ დაწესეულებებში გამოკეტავენ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქუინსლენდის მოსახლეობის 73.3% სრულად ვაქცინირებულია, ხოლო 84.6%-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული.

ფეისბუქ ანგარიშს „მინდა დავრჩე ადამიანად“ კოვიდ-19 თან დაკავშირებული დეზინფორმაცია ადრეც გაუვრცელებია. ვრცლად იხილეთ მითების დეტექტორის სტატია:


მითების დეტექტორის სტაჟიორი სერბეთიდან


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: ვიზუალური მანიპულაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ავსტრალია
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist