4 ახალი მითი კორონავირუსის შესახებ

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

ქავერისთვის
611
VIEWS

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავის ვებ-გვერდზე პერიოდულად აქარწყლებს კორონავირუსთან დაკავშირებულ მითებს. “მითების დეტექტორი” გთავაზობთ 4 ახალ მითს, რომელზეც ჯანმომ ინფორმაცია მოამზადა.

მითი: კორონავირუსი ცხელ ქვეყნებში არ გავრცელდება

ფაქტი: ახალი კორონავირუსი შესაძლოა, ცხელ და ტენიან გარემოშიც გავრცელდეს

ამ დროისათვის მოპოვებული მტკიცებულებებით,  ვირუსი COVID-19 შესაძლებელია ყველანაირ გარემოში გავრცელდეს, მათ შორის ცხელი და ტენიანი ამინდის პირობებში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გირჩევთ, რომ ამინდის მიუხედავად, მიიღოთ ყველა თავდაცვითი ზომა თუ ცხოვრობთ ან მოგზაურობთ იმ ადგილებში, სადაც COVID-19 არის გამოვლენილი. COVID-19-ისგან დაცვის საუკეთესო გზა ხელების ხშირი დაბანაა, რის შედეგადაც ხელებზე არსებულ ყველა ვირუსს მოსპობთ. სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავებული ხელების თვალებთან, პირთან ან ცხვირთან შეხების შემთხვევაში დაინფიცირებას აცდებით.

"


მითი:  კორონავირუსი ცივ ამინდში კვდება 

ფაქტი: ცივი ამინდი და თოვლი ახალ კორონავირუსს არ კლავს

არ არსებობს არანაირი საფუძველი დავიჯეროთ, რომ ცივ ამინდს ახალი კორონავირუსის ან სხვა დაავადებების განადგურება შეუძლია. ნორმალურ პირობებში, ადამიანის სხეულის ტემპერატურა 36.5°C – 37°C -ია, მიუხედავად გარე ტემპერატურისა თუ ამინდისა. ახალი კორონავირუსისგან დაცვის საუკეთესო, ეფექტური საშუალება ალკოჰოლის საფუძველზე შექმნილი სადეზინფექციო სითხით ხელების დამუშავება ან საპნით და წყლით ხელების ხშირი დაბანაა.

"


მითი: კორონავირუსისგან ცხელი აბაზანა დაგიცავთ

ფაქტი: ცხელი აბაზანა კორონავირუსით დაინფიცირების პრევენციას ვერ ახდენს

ცხელი აბაზანის მიღება COVID-19-ით დაინფიცირებისგან ვერ დაგიცავთ. ნორმალურ პირობებში, თქვენი სხეულის ტემპერატურა 36,5°C – 37°C -ია, მიუხედავად აბაზანის/შხაპის ტემპერატურისა. სინამდვილეში, მდუღარე წლით ცხელი აბაზანის მიღება ზიანის მომტანია, მისგან, შესაძლოა, დამწვრობა მიიღოთ. COVID-19 -ისგან დაცვის საუკეთესო გზა ხელების ხშირი დაბანაა, რის შედეგადაც ხელებზე არსებულ ყველა ვირუსს მოსპობთ. თავის მხრივ მათი თვალებთან, პირთან ან ცხვირთან შეხების შემთხვევაში დაინფიცირებას აცდებით.

"


მითი: კორონავირუსი კოღოებს გადააქვთ

ფაქტი: კორონავირუსის გადატანა კოღოს ნაკბენებით არ ხდება

ამ დროისთვის არ არსებობს არც ინფორმაცია და არც მტკიცებულება იმისა, რომ ახალი კორონავირუსი კოღოებს გადააქვთ. COVID-19 რესპირატორული ვირუსია, რომელიც პირველ რიგში, ვრცელდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, როცა ინფიცირებული ადამიანი ახველებს ან აცემინებს, ასევე ნერწყვის და ცხვირიდან გამოყოფილი გამონადენის მეშვეობით. დაინფიცირებისაგან დასაცავად ჯანდაცვის მსსოფლიო ორგანიზაცია გირჩევთ, ხელები ალკოჰოლის საფუძველზე შექმნილი სადეზინფექციო სითხით  დაიმუშავოთ ან საპნით და წყლით დაიბანოთ. ასევე მოერიდეთ იმ ადამიანებთან კონტაქტს, რომლებიც ახველებენ ან აცემინებენ.

"

დარღვევის ტიპი: დეზინფორმაცია
ქვეყანა/ორგანიზაცია: WHO
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist