300 თუ 118- რამდენი წლისაა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ადამიანი?

კითხვის დრო: 2 წუთი

კითხვის დრო: 2 წუთი

1.7k
VIEWS

7 ოქტომბერს ფეისბუქ გვერდმა F2 თაობა მოხუცი ქალის ფოტო გამოაქვეყნა. აღწერის მიხედვით, ფოტოზე გამოსახული ქალი პაკისტანიდანაა, ის მსოფლიოში ყველაზე მოხუცი ქალია და 7 ოქტომებრს 217 წლის იუბილე აღნიშნა. "
გავრცელებული ინფორმაცია მტკიცებულების გარეშეა. ამ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე ასაკოვანი ქალი 118 წლის კეინ ტანაკაა. F2 თაობის მიერ გავრცელებული ფოტოზე გამოსახული ქალის ვინაობა ღია წყაროებში არ იძებნება, ასაკი ამ დროისთვის დაუდგენელია.  

გავრცელებულ ფოტოზე დატანილი ლოგოს მიხედვით, ის მალში არსებულ მარკეტინგულ სააგენტო SDS Communication-ს ეკუთვნის. ფოტო სააგენტოს ფეისბუქ გვერდზე 23 სექტემბერს გამოჩნდა, აღწერის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე მოხუცი ქალის დაბადების დღე სწორედ ამ დღეს აღინიშნებოდა და ის 210 წლის გახდა.

"

აღნიშნული ფოტოები რეალურად ინტერნეტში ფართოდ გავრცელებული ვიდეოდან ამოჭრილი კადრებია. მოხუცის ამსახველი ვიდეოები იუთუბზე 2021 წლის სექტემბრიდან აქტიურად ვრცელდება. მათი აღწერები განსხვავებულია, ქალის ასაკად ზოგ შემთხვევაში 210, ზოგჯერ კი 300 წელია მითითებული.

 "
ინდური გამოცემა India Today-ის ფაქტების ანალიტიკოსების მიხედვით, ვიდეოში ასახული ქალის ასაკი დადგენილი არ არის, რადგან არცერთ ღია წყაროში მისი ვინაობა მითითებული არაა, ხოლო ოფიციალურ წყაროებში ამ ასაკის ქალის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.

გინესის მსოფლიო რეკორდების მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოს ყველაზე ხნიერი ადამიანი იაპონელი ქალი კეინ ტანაკაა, რომელიც ამჟამად 118 წლისაა. 2021 წლის 30 სექტმბერს კი ყველაზე ხნიერი ცოცხალი მამაკაცის რეკორდი 112 წლის ესპანელმა სატურნინო დე ლა ფუნეტე გარსიამ დაამყარა. გინესის რეკორდების მიხედვით, დოკუმენტურად დადასტურებულია, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდხანს ფრანგმა ქალმა ჟანა კალმეტმა იცოცხლა, ის 1997 წელს 122 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"
ჟენ კალმეტი, ფოტო: The local France


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

თემატიკა: სხვა
ქვეყანა/ორგანიზაცია: იაპონია, პაკისტანი
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist